19 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.ის ისტორიაში, კლასიფიკაციის სათავეში მოქცეული ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია. US OPEN-ის ერთეულთა თანრიგის ფინალში ალკარასმა 6:4 2:6 7:6 6:3 სძლია კასპერ რუუდს და „დიდი მუზარადის“ პირველი ტურნირი მოიგო. მატჩი 3 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ალკარასმა პირველ სეტის მეცხრე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა და მერე იოლად მოიგო. მეორე...
ჭდე: us open
იგა !
2016 წლის შემდეგ პირველად, გერმანელი ანგელიკ კერბერის შემდეგ, ქალმა ჩოგბურთელმა სეზონში ერთზე მეტი სლემი მოიგო – 21 წლის პოლონელმა იგა შვიონტეკმა წლევანდელ „როლან გაროსს“ ამერიკის ღია პირველობის ტიტული მიამატა. სულ კი ეს იგასთვის მესამე „დიდი სლემი“ გახლავთ, აქამდე მას „რონალ გაროსი“ 2020-შიც მოეგო… სულ, კარიერაში შვიონტეკმა მეათე ტურნირი მოიგო (შვიდი წლეულს). US OPEN-ის ფინალში იგა...
დაიწყო და დაამთავრა
ეს უკვე ნამეტანია – ბოლო პერიოდში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველასთან ყველაფერს აგებს. ასე მოხდა ამჯერადაც – დღეს დაწყებული აშშ ღია პირველობა ჩვენებურისთვის უკვე დამთავრდა. წაგებაც არის და წაგებაც – ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგის 174-ე ჩოგანთან, ჩინელ იბინ ვუსთან საათნახევარში უშანსოდ დამარცხდა – 3:6; 4:6; 0:6. თუ წინააღმდეგობა ჰქვია, ბასილაშვილმა მეტოქეს პირველ და მეორე სეტში...
ნოლე ამერიკასაც გამოტოვებს
სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი საკუთარი ჯიუტი ხასიათისა და პრინციპულობის გამო წლეულს მეორე დიდ ტურნირს გამოტოვებს. ნოლე წლის ბოლოს US OPEN-ზე აუცრელობის გამო ვერ ითამაშებს. ამერიკის ღია პირველობაზე ჩოგბურთელებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არაა, მაგრამ ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პატივს სცემენ აშშ-ის პოზიციას არავაქცინირებულ პირთა ქვეყნის ტერიტორიაზე მოგზაურობასთან დაკავშირებით. ამრიგად, ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ ნოვაკი კიდევ ერთ დიდ...
ნოლე რეკორდამდე არ მიუშვეს
ამერიკის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩი ორ დიდ შედეგს უტევდა – მოეგო ოთხივე „დიდი მუზარადი“ ერთი კალენდარული წლის მანძილზე და კარიერული 21-ე „დიდი მუზარადის“ ტურნირი, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იქნებოდა ჩოგბურთის ისტორიაში. თუმცა, სერბმა ჩოგბურთელმა 4:6, 4:6, 4:6 დათმო რუს დანილ მედვედევთან და ახლა ნოლეს, ისევე როგორც როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს 20-20 ყველაზე დიდი ტიტული დარჩათ...
ბასილაშვილი ამერიკაში მასპინძლებს არ ინდობს
ამერიკის ღია პირველობაზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთ მასპინძელს მეორეც მიაყოლა და მომდევნო წრეში მესამეს შეხვდება. მეორე წრეში ჩვენებურმა ორსაათიან მატჩში მაქსიმ კრესი 7:6; 6:3; 7:5 დაამარცხა. ნიკოლოზმა ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა მატჩი და მთელი თამაშის განმავლობაში სიტუაციას აკონტროლებდა. მართალია, პირველ და მესამე სეტში საკუთარი მოწოდება თითოჯერ დათმო, მაგრამ მაინც მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა და პრობლემები, ფაქტობრივად, არ შექმნია....
ბასილაშვილმა უბრძოლველად მოიგო
ამერიკის ღის პირველიბის პირველი წრე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეტოქის ჯანმრთელობის ხარჯზე გაიარა. ჩვენებურის მეტოქე წარსულში ცნობილი ჩოგბურთელის პეტრ კორდას ვაჟი სებასტიან კორდა იყო. ბასილაშვილმა თამაში მძლავრად დაიწყო. თითო საკუთარი გეიმის მოგების შემდეგ ჩვენებურმა ორჯერ აართვა ჩაწოდება მეტოქეს და 5:1 დაწინაურდა. მერე უკვე სეტის მოგება მარტივი საქმე იყო – 6:2. თუმცა, კორდას ეტყობოდა, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები...
ბასილაშვილი სალემს ჩაეხსნა
ამერიკაში დაიწყებულ „უინსტონ სალემის“ ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდიც 717.955 დოლარია, მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს პირველი ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს, მაგრამ ჩვენიანმა თამაშზე უარი თქვა. გავრცელებული ინფორმაციით, ბასილაშვილის ტურნირს ავადმყოფობის გამო ჩაეხსნა. იმედია, ჩვენებური 30 აგვისტომდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას და წლის ბოლო „დიდი მუზარადის“ გათამაშებაში, US OPEN-ზე მიიღებს მონაწილეობას. „უინსტონ სალემის“ პირველ დღეს ბასილაშვილი არგენტინელ ფედერიკო კორიას უნდა...
როჯერ, როდემდე?
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა როჯერ ფედერერმა გაავრცელა განცხადება, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილს და მათ შორის US OPEN-ს გამოტოვებს. „ვესაუბრე ექიმებს და მითხრეს, რომ ოპერაცია მჭირდება. რეაბილიტაციის გათვალისწინებით ეს საკმაო დროს წაიღებს და ამ სეზონში ვეღარ ვითამაშებ. მინდა, ჯანმრთელი ვიყო და იმედი მაქვს, რომ დავბრუნდები“, – განაცხადა როჯერმა. ყველა დროის ერთერთ უდიადეს მეჩოგნეს სიტყვაც არ დასცდენია...
ნაომი – ჩოგბურთის იოკოძუნა
როგორ გინდა ამის ტექსტურად გადმოცემა? ეს უნდა ნახო. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რას შეიძლება გრძნობდეს ჩოგბურთელი, რომელიც გადამწყვეტ სეტში 3:5 ჩამორჩება და საკუთარ მოწოდებას 15:40 აგებს. ვერ გამოიცნობთ, რადგან ის ყველა არ არის. ნაომი ოსაკა არსაიდან პოულობს ძალებს და უკვე წაგებულს მოგებად აქცევს. ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში 23 წლის იაპონელი მასზე გამოცდილ ესპანელ გარბინიე მუგურუზას დაუპირისპირდა. ორი...









