ჭდე: us open

Home us open
ბასილაშვილის უხერხული წილი
ჩანაწერი

ბასილაშვილის უხერხული წილი

რამდენიმე დღეც და ჩოგბურთის ქომაგები ნირვანაში გადაეშვებიან. სამეფო სპორტის მილიონობით გულშემატკივრიდან ვისაც გაუმართლებს და ექნება ბედნიერება ბილი ჯინ კინგის უნიკალურ კომპლექსში მატჩებს თვალ-ყური ადგილიდან მიადევნონ უკეთეს, ალბათ, ვერც ინატრებენ, უმეტესობას კი პოპკორნის მომარაგება და ტელევიზორის წინ რბილ სავარძელში ყოფნა მოუწევს. მოკლედ, 26 აგვისტოს,  ნიუ ორკში წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშება – ამერიკის ღია პირველობა იწყება,...

ჯერ მაჯა, ახლა მუხლი
ჩანაწერი

ჯერ მაჯა, ახლა მუხლი

უიღბლობაზე თუ ვინმეს შეუძლია დაიწიწუნოს, ერთ-ერთი უდავოდ ხუან მარტინ დელ პოტროა. არგენტინელი მეჩოგნე ტრავმებმა იმდენად გააწამა, აღარც გაგვიკვირდება ერთ დღესაც, ცხელ გულზე, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს. თავად განსაჯეთ: წლეულს, დელ პოტრო იძულებით მესამე დიდი სლემის ტურნირს გამოტოვებს. ერთადერთი მეიჯორი, რომელშიც მან თამაში შეძლო როლან გაროსი იყო და იქაც თავი არ შეირცხვინა. იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელს...

ამერიკა იზრდება
ჩანაწერი

ამერიკა იზრდება

ჯერ, ახლახანს დასრულებული უიმბლდონი და ჯოკოვიჩ-ფედერერის საოცარი ფინალის ემოციები არ განელებულა, რომ მალე წლის მეოთხე და ბოლო დიდი სლემის გათამაშება მოგვადგება კარს. 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ნიუ ორკში, ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსში ამერიკის ღია პირველობა რიგით 138-ედ აიღებს სტარტს. ისე, უმჯობესია თუ დავაზუსტებთ და ვიტყვით, რომ US Open-ი ავსტრალიის ღია პირველობას, როლან...