სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი US OPEN-ის წინ მშვენიერ ხასიათზე დადგა. ნოლემ ცინცინატის მასტერსი კორონავირუსის გამო ნიუ იორკში გადატანილი АТР-ს 1000-იანი ტურნირი მოიგო. გადამწყვეტ მატჩში სერბმა კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა – 1:6, 6:3, 6:4. როგორც ხედავთ, პირველი სეტი ჯოკოვიჩმა უშანსოდ წააგო, მაგრამ, შემდეგ საკუთარი თამაში მოახვია მეტოქეს და… „პირველ სეტში მილოში შესანიშნავი იყო. თავადაც რამდენიმე ორმაგი...
ჭდე: us open
საეჭვო ბრალდებები
ქართველის სპორტსმენის, ქვეყნის პირველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაცია PHR-ისა და ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველების განცხადებაში რამდენიმე საეჭვო დეტალია. საქართველოს პროკურატურამ PHR-ის მოთხოვნა გაიზიარა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა. „გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი...
ამერიკა დიდი სამეულის გარეშე
ამერიკის ღია პირველობა 31 აგვისტოს ნიუ იორკში დაიწყება. გაირკვა, რომ წლეულს ტურნირს ახალი გამარჯვებული ეყოლება. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალი ამერიკაში არ ითამაშებს. „ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ აშშ-ის ღიაზე არ ვითამაშო. მსოფლიოში ძალიან რთული ვითარებაა, კოვიდ 19-ის შემთხვევები იზრდება და როგორც ჩანს, ჩვენ მას ჯერაც ვერ ვაკონტროლებთ,“ – თქვა ესპანელმა. 34 წლის ნადალი, სავარაუდოდ,...
ბასილაშვილი ნიუ იორკში დარეგისტრირდა
ნიკოლოზ ბასილაშვილს ვაშინგტონში გასამართი ტურნირი კი ჩაეშალა, მაგრამ ნიუ იორკში დაგეგმილ მასტერსზე დარეგისტრირდა. ადრე Western & Southern Open ცინცინატიში იმართებოდა ხოლმე, ამჯერად კი მასპინძელი ნიუ იორკია. ტურნირი 22-28 აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი და წესით აშშ-ს ღია პირველობა უნდა მიჰყვეს. აღსანიშნავია, რომ WSOpen-ს მსოფლიო რეიტინგის თავში მყოფი 40 ჩოგბურთელიდან მხოლოდ 4 დააკლდება: როჯერ ფედერერი, სტენ ვავრინკა, გაელ...
ოცნება საფრანგეთი და ავსტრალია
ამერიკელი ჩოგბურთელი ვინუს უილიამსი 17 ივნისს 40 წლის გახდება. ჩოგბურთელი ამ ასაკშიც კი „დიდი მუზარადის“ კიდევ ერთი ტურნირის მოგებაზე ოცნებობს. „ადამიანმა ყოველთვის უნდა იოცნებოს. მეც ამის ვაკეთებ. ძალიან მინდოდა „როლან გაროსის“ მოგება და ამასთან ახლოს ვიყავი. იგივეს ვიტყოდი Australian Open-ზე. არ მიმართლებდა – ყოველთვის სულ ცოტა მაკლდებოდა. რა თქმა უნდა, დიდხანს ჩოგბურთს ვერ ვითამაშებ. ვნახოთ,...
US open ქულების გარეშე
აშშ-ის ღია პირველობის გამართვასთან და ტურის განახლებასთან დაკავშირებით ATP-მა მორიფი ვიდეოკონფერენცია გამართა. ზოგიერთმა ჩოგბურთელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ იქნებ ღირდეს, სარეიტინგო ქულები არ დაირიცხოს არამხოლოდ ამ ტურნირზე, არამედ ტურის შეჩერებიდან ერთი წლის განმავლობაში (2021 წლის მარტამდე). არგუმენტი: აშშ-ის ღია პირველობა საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გაიმართება, წყვილთა თანრიგი კი 64-დან 24 წყვილამდე შემცირდება, რაც დაბალრეიტინგიან ჩოგბურთელებს ტურნირზე მოხვედრის...
არც ნოვაკი, არც როჯერი
აშშ-ის ღია პირველობის ბადე ისე იყო შედგენილი, ერთ ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი უნდა შეხვედროდნენ, ამათ შორის უმჯობესი კი ფინალში რაფა ნადალს შეეტოქებოდა. არ გამოვიდა. ნოვაკი მეოთხე წრეში ვავრინკასთან მატჩიდან ტრავმის გამო მოიხსნა. მერე ვავრინკამ ვეღარ ივარგა და ნახევარფინალში კიდევ ერთი ტრავმირებული დანილა მედვედევი გაატარა. მეორე ნახევარფინალისტის ბედიც ტრავმამ გადაწყვიტა – როჯერ ფედერერს ხერხემალი...
რაფა მხსნელი
ნიუ იორკში მიმდინარე წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშება საინტერესო ფაზაში შედის, ჩოგბურთის ქართველ ქომაგებს კი ყურადღების გადატანა სხვებისკენ მოუწევთ, რადგან ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილი შეჯიბრს მესამე წრეში, გერმანელ დომინიკ კოეპფერთან გამოეთიშა. არადა, მსოფლიოს ოცეულში მყოფ ქართველ მეჩოგნეს ისეთი ბადე დაუჯდა თქვენი მოწონებული. მოკლედ, ბასილაშვილმა, ორი ეტაპის გადალახვის მიუხედავად გულშემატკივარს იმედები აშკარად გაუცრუა. ზემოთ ყურადღების გადატანა ვახსენეთ,...
ჯოკოვიჩი მაყურებელს: მაინც გიპოვი!
ნოვაკ ჯოკოვიჩი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრის მატჩისწინა მოთელვაზე განრიგიდან ორი საათის დაგვიანებით გავიდა. მიზეზი მხრის ტრავმა გახლდათ და ეს მოთელვისასაც აშკარად ჩანდა. ალბათ ამიტომ იყო, მავანმა ქომაგმა (საინტერესოა, ვისმა) ტრიბუნიდან რომ გასძახა: „ხომ არ მოხსნილიყავი ტურნირიდან?“ ნოვაკი ტრიბუნისკენ შებრუნდა და… „მაინც გიპოვი! იცოდე, აუცილებლად გიპოვი!“ მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯოკოვიჩმა თანაშემწეს იმ გულშემატკივრის ფოტოს შოვნა...
მარიამ ბოლქვაძე ამერიკის ძირითადში
ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელი არ იქნება, რომელიც მოახლოებულ ამერიკის ღია პირველობის ძირითად ბადეში ითამაშებს. უკვე საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც მეიჯორებზე ჩვენს ქვეყანას ქალი წარმომადგენელი ჰყოლია. წლევანდელ US Open-ზე კი საქართველოდან სუსტი სქესის წარმომადგენელიც იქნება. 21 წლის მარიამ ბოლქვაძე ლეილა მესხის, ანა ტატიშვილის და სოფიო შაფათავას შემდეგ გახდა მეოთხე ქართველი ქალი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი...









