უიღბლობაზე თუ ვინმეს შეუძლია დაიწიწუნოს, ერთ-ერთი უდავოდ ხუან მარტინ დელ პოტროა. არგენტინელი მეჩოგნე ტრავმებმა იმდენად გააწამა, აღარც გაგვიკვირდება ერთ დღესაც, ცხელ გულზე, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს.
თავად განსაჯეთ: წლეულს, დელ პოტრო იძულებით მესამე დიდი სლემის ტურნირს გამოტოვებს. ერთადერთი მეიჯორი, რომელშიც მან თამაში შეძლო როლან გაროსი იყო და იქაც თავი არ შეირცხვინა. იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელს ბოლო წლებში ქრონიკულმა ტრავმიანობამ დარია ხელი, მეოთხე წრეში გასვლა წარუმატებლად არ უნდა შეფასდეს.
ისე კი გვახსოვს, იყო დრო დელ-პოტრო დიდი სლემების ნახევარფინალ-ფინალების ხშირი მონაწილე იყო. დასტურად შარშანდელი ამერიკის ღია პირველობაც გამოდგება, სადაც ფინალს უწია და ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო. წლეულს კი არგენტინელს სეზონის ბოლო დიდი სლემის ყურება ტელევიზორში მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშანდელ ფინალს ვერ დაიცავს და 1200 ქულასაც დაკარგავს. არგენტინელი ჯერ იყო და მაჯამ გააწამა, რის გამოც ბოლო წლებში სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა, ახლა კი მიზეზი ნაოპერაციევი მუხლია, რომელიც მან ბოლომდე ვერ მოირჩინა.
საგულისხმობა, რომ დელ პოტროს ჯანმრთელობის პრობლემების გამო, 2019 წელს მოგებული ტიტულების დაცვა აკაპულკოსა და ინდიან უელსშიც ვერ მოახერხა.
დელ პოტროსთვის, US Open განსაკუთრებით ტკბილად მოსაგონარია. კარიერაში, ჯერჯერობით ერთადერთი დიდი სლემი 2009 წელს სწორედ ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსში მოიგო.
არგენტინელის გამოთავისუფლებულ ადგილს ამერიკელი დენის კუდლა დაიკავებს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
