ბასილაშვილმა უბრძოლველად მოიგო

Home კატეგორიის გარეშე ბასილაშვილმა უბრძოლველად მოიგო
ბასილაშვილმა უბრძოლველად მოიგო

See the source imageამერიკის ღის პირველიბის პირველი წრე ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეტოქის ჯანმრთელობის ხარჯზე გაიარა.

ჩვენებურის მეტოქე წარსულში ცნობილი ჩოგბურთელის პეტრ კორდას ვაჟი სებასტიან კორდა იყო.

ბასილაშვილმა თამაში მძლავრად დაიწყო. თითო საკუთარი გეიმის მოგების შემდეგ ჩვენებურმა ორჯერ აართვა ჩაწოდება მეტოქეს და 5:1 დაწინაურდა. მერე უკვე სეტის მოგება მარტივი საქმე იყო – 6:2.

თუმცა, კორდას ეტყობოდა, რომ ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები ჰქონდა და თამაში უჭირდა.

ეს მეორე სეტის დასაწყისში უფრო ნათელი გახდა. ისევ თითო გეიმის გაცვლის შემდეგ ბასილაშვილმა ბრეიკი გაახერხა და მეტოქემ ამის შემდეგ თამაში შეწყვიტა…

საბოლოოდ, ჩვენებური მომდევნო წრეში გავიდა, სადაც ესპანელ პაბლო კარენო-ბუსტასა და ამერიკელ მაქსიმ გრესის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.