2016 წლის შემდეგ პირველად, გერმანელი ანგელიკ კერბერის შემდეგ, ქალმა ჩოგბურთელმა სეზონში ერთზე მეტი სლემი მოიგო – 21 წლის პოლონელმა იგა შვიონტეკმა წლევანდელ „როლან გაროსს“ ამერიკის ღია პირველობის ტიტული მიამატა. სულ კი ეს იგასთვის მესამე „დიდი სლემი“ გახლავთ, აქამდე მას „რონალ გაროსი“ 2020-შიც მოეგო… სულ, კარიერაში შვიონტეკმა მეათე ტურნირი მოიგო (შვიდი წლეულს).
US OPEN-ის ფინალში იგა შვიონტეკმა 7:6 6:2 სძლია ტუნისელ ონს ჟაბერს.
შეხვედრის სტარტი პოლონელ ჩოგბურთელს ფანტასტიკური გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ჟაბერი თითქოს დროულად გამოფხიზლდა და უკუბრეიკის წყალობით მინიმუმამდე დაიყვანა მეტოქესთან ჩამორჩენა 2:3.
თითქოს სეტში ინტრიგა დაბრუნდა, თუმცა არა – იგამ ზედიზედ 3 გეიმი მოიგო და მასთან ერთდ პარტიაც 6:2.
მეორე სეტის სტარტზე შვიონტეკი ისევ 3 გეიმიანი უპირატესობით დაწინაურდა და წესით აღარ უნდა გასჭირვებოდა მატჩის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყავანა, მაგრამ ტუნისელმა მეტოქემ თამაშის სტილი შეცვალა – ბევრად უფრო აგრესიული გახდა და დიდი წვალების შედეგად პარტია ტაიბრეიკამდე მიიყვანა 6:6.
საბოლოოდ კი მაინც შვიონტეკმა იმარჯვა 7:5 და ტურნირიც მორიგი ტიტულით დაამთავრა.
US OPEN-ის მოგებით შვიონტეკმა 2,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, 2022 წელს კი ჯამში 9 მილიონ დოლარზე მეტი აქვს უკვე მოგებული.
/cloudfront-us-east-2.images.arcpublishing.com/reuters/VOQ5Z7Z3HROYXOL2HTTXZ7UJBM.jpg)
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 13:10ამერიკაში ფინალისტები ადგილებს გაცვლიან
აქეთურ-იქითური02/09/2026 | 22:12სად არის ხვიჩა?
აქეთურ-იქითური28/08/2026 | 22:34ოქროს ეთო
აქეთურ-იქითური27/08/2026 | 22:31მაქსიმუმი
