24 წლის ჩეხი ჩოგბურთელი მარკეტა ვონდროუშოვა „უიმბლდონის“ ჩემპიონია. „დიდი მუზარადი“ მან თავზე პირველად „დაიხურა“. ვონდროუშოვამ ფინალში ტუნისელი ონს ჟაბერი ორ სეტში დაჯაბნა – 6:4; 6:4. არადა, მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, ჩეხის გამარჯვება ეჭვქვეშ იდგა – ფავორიტად მიჩნეულმა ტუნისელმა ჩაწოდება მალევე წაართვა, მაგრამ ვონდროუშოვამ იქვე დაიბრუნა. მერე ჟაბერმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და წინ გავიდა – 4:2....
ჭდე: ონს ჟაბერი
მაგარი ფინალების მოლოდინში
„უიმბლდონის“ წლევანდელი ტურნირი სუპერფინალით დასრულდება. 16 ივლისს, ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები, ესპანელი კარლოს ალკარასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგებიან. ფინალში ორივე მარტივად გავიდა: 36 წლის სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში სულაც ზედიზედ მეხუთედ იქნება. ნოლემ ნახევარფინალში იტალიელ იანიკ სინერს სამ სეტში მოუგო – 6:3; 6:4; 7:6. ასევე სამ სეტში იმარჯვა ალკარასმაც, ვისაც მეტოქედ...
იგა !
2016 წლის შემდეგ პირველად, გერმანელი ანგელიკ კერბერის შემდეგ, ქალმა ჩოგბურთელმა სეზონში ერთზე მეტი სლემი მოიგო – 21 წლის პოლონელმა იგა შვიონტეკმა წლევანდელ „როლან გაროსს“ ამერიკის ღია პირველობის ტიტული მიამატა. სულ კი ეს იგასთვის მესამე „დიდი სლემი“ გახლავთ, აქამდე მას „რონალ გაროსი“ 2020-შიც მოეგო… სულ, კარიერაში შვიონტეკმა მეათე ტურნირი მოიგო (შვიდი წლეულს). US OPEN-ის ფინალში იგა...


