24 წლის ჩეხი ჩოგბურთელი მარკეტა ვონდროუშოვა „უიმბლდონის“ ჩემპიონია. „დიდი მუზარადი“ მან თავზე პირველად „დაიხურა“.ვონდროუშოვამ ფინალში ტუნისელი ონს ჟაბერი ორ სეტში დაჯაბნა – 6:4; 6:4.
არადა, მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, ჩეხის გამარჯვება ეჭვქვეშ იდგა – ფავორიტად მიჩნეულმა ტუნისელმა ჩაწოდება მალევე წაართვა, მაგრამ ვონდროუშოვამ იქვე დაიბრუნა. მერე ჟაბერმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და წინ გავიდა – 4:2. ვონდროუშოვა კი მძლავრად ათამაშდა. საკუთარ თუ მეტოქის ჩაწოდებაზე ქულას-ქულაზე აგროვებდა, ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და სეტიც წაიღო.
მეორე სეტი უკვე ვონდროუშოვას ბრეკით დაიწყო, მაგრამ ჟაბერი დანებებას არ აპირებდა. მეტიც, პასუხი ორჯერ გასცა და 3:1 დაწინაურდა. ყველაფერი მესამე სეტისკენ მიდიოდა, მაგრამ ეს მხოლოდ მოჩვენებითი აღმოჩნდა. ვონდროუშოვამ მეორე სეტის ბოლოც ისე ჩაატარა, როგორც პირველის და ისევ 6:4 მოიგო… ერგებოდა… საბრალო ონს ჟაბერმა კი „უიმბლდონის“ ზედიზედ მეორე ფინალი წააგო. შარშან მან ყაზახ ელენა რიბაკინასთან დათმო 3:6, 6:2, 6:2

ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
