ინდოეთის ქალაქ კანკუნში ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) რეიტინგის 8 საუკეთესო შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად შეიკრიბა. ჩემპიონობა პოლონელმა იგა შვიოტეკმა მოიპოვა, ვინაც ტურნირი ისე გაიარა, რომ სეტიც არ დაუთმია. პოლონელმა ჩოგბურთელმა ფინალში ამერიკელი ჯესიკა პეგულა – 6:1, 6:0 დაამარცხა. მატჩი ზუსტად ერთ საათს გაგრძელდა. პერიპეტიებს აზრი არ აქვს – პოლონელმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა და მხოლოდ ერთი...
ჭდე: მარკეტა ვონდროუშოვა
ვონდროუშოვამ მუზარადი დაიხურა
24 წლის ჩეხი ჩოგბურთელი მარკეტა ვონდროუშოვა „უიმბლდონის“ ჩემპიონია. „დიდი მუზარადი“ მან თავზე პირველად „დაიხურა“. ვონდროუშოვამ ფინალში ტუნისელი ონს ჟაბერი ორ სეტში დაჯაბნა – 6:4; 6:4. არადა, მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, ჩეხის გამარჯვება ეჭვქვეშ იდგა – ფავორიტად მიჩნეულმა ტუნისელმა ჩაწოდება მალევე წაართვა, მაგრამ ვონდროუშოვამ იქვე დაიბრუნა. მერე ჟაბერმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და წინ გავიდა – 4:2....
მაგარი ფინალების მოლოდინში
„უიმბლდონის“ წლევანდელი ტურნირი სუპერფინალით დასრულდება. 16 ივლისს, ერთმანეთის პირისპირ მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგნები, ესპანელი კარლოს ალკარასი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დადგებიან. ფინალში ორივე მარტივად გავიდა: 36 წლის სერბი ჩოგბურთელი უიმბლდონის ფინალში სულაც ზედიზედ მეხუთედ იქნება. ნოლემ ნახევარფინალში იტალიელ იანიკ სინერს სამ სეტში მოუგო – 6:3; 6:4; 7:6. ასევე სამ სეტში იმარჯვა ალკარასმაც, ვისაც მეტოქედ...


