„ლივერპულმა’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ სასწაული ვერ ჩაიდინა. ინგლისის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრის მეორე ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ისევე როგორც პარიზში, ლივერპულშიც 0:2 წააგო. ორივე გოლი ოსმან დემბელემ გაიტანა. პირველი 72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას პასით, მეორე კი ისევ კვარას პრე-ასისტითა და ბრედლი ბარკოლას საგოლე პასით 90+1 წუთზე. მერსისაიდელთა კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავდა. ქართველ...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
რიოლო: ლივერპულს შანსი არ აქვს!
დანიელ რიოლო არის იტალიური წარმოშობის ფრანგი სპორტული ჟურნალისტი, მწერალი და რადიოწამყვანი. მას ახასიათებს პირდაპირი ლაპარაკი, ხშირად საკამათო მოსაზრებების გამოთქმა. რიოლოს გადაცემა RMC’s After Foot საფრანგეთში ძალიან რეიტინგულია. ის აზრებს არასდროს ფილტრავს და ამბობს, რომ „ლივერპულს’’ გნებავთ ტაქტიკურად და გნებავთ ფეხბურთელების კლასის მიხედვით „პარი სენ ჟერმენთან’’ პირველ შეხვედრაში ნაწვნევი 0:2-ის შემობრუნების შნო არ აქვს. ის, რასაც ესპანურად...
ხვიჩასთავის კარგად დაცდილი მსაჯი
„ლივერპულისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის მსაჯად იტალიელი მაურიციო მარიანი დანიშნეს. მარიანი 44 წლისაა. მას ჩემპიონთა ლიგაში 17-მატჩიანი გამოცდილება აქვს, რომელთაგან ექვსს ის მიმდინარე სეზონში გაუძღვა. მან იმსაჯა ჯგუფურ ეტაპზე „ლივერპულისა’’ და „ატლეტიკოს’’ მატჩი (3:2). ის იყო აგრეთვე მიუნხენში „ბაიერნისა’’ და პსჟ-ს შეხვედრის (1:2) არბიტრი. ეს ის თამაშია, რომელშიც რომაელმა მსაჯმა არშაფ ჰაკიმის წინააღმდეგ უხეშობისთვის...
ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…
„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, შინ 2:0 მოუგო „ლივერპულს’’. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტუმრებმა მასპინძლებს პრობლემა შეუქმნეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც შესაბამისი ჯილდო მოედანზევე გადასცეს. მისი თამაში ასევე შეაფასეს სხვადასხვა გავლენიანმა საიტებმა და გამოცემებმა, თუმცა ყველა მათგანს...
ეს ბიჭი სერიოზული მეკარეა, – დაწერა ინგლისურმა საიტმა
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:2 წააგო და საპასუხო თამაშში რთული ამოცანის წინაშე დგას. ანგარიში მე-11 წუთზე დეზირე დუემ გახსნა, მეორე ტაიმის მე-20 წუთზე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გაიტანა. შეხვედრაში, რომელშიც მასპინძლებმა სტუმრები ყველა ასპექტში დაჩაგრეს, Liverpool Echo-მ მერსისაიდელთა გუნდში 7 ქულად მხოლოდ სამი ფეხბურთელის...
ფლორენტინო: ვისაც არ გჯერათ, სახლში დარჩით!
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ წააგო „ბაიერნთან’’ 1:2. მატჩის დამთავრების შემდეგ მადრიდელთა პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს განუცხადა: „ჩვენ მიუნხენში უნდა მოვიგოთ! ყველას, ვისაც ამის არ სჯერა, შეუძლია სახლში დარჩეს’’! ცნობისათვის: „რეალმა’’ მიუნხენში ბოლოს 2012 წელს წააგო. მას მერე „ალიანც არენაზე’’ გუნდები ოთხჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ოთხი შეხვედრიდან სამი „ლოს...
შიშველი კაცის ფაქტორი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში „რეალმა’’ შინ 1:2 წააგო „ბაიერნთან’’. ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა თავისი გმირით, მანუელ ნოიერით, თუმცა მატჩს წინ ექსცესიც უძღოდა: მადრიდული გუნდის ავტობუსს, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუსკენ’’ მიემართებოდა, სტრიკერი გადაუხტა. საერთოდ, „რეალის’’ ფანებს უყვართ „ბუსიანა’’, რაც მათ ენაზე საყვარელი გუნდის ავტობუსის შეგებებას ნიშნავს. „ბაიერნთან’’ თამაშის წინ როგორც The Athletic-ის ჟურნალისტმა გილერმო რაიმ...
ლიგა დალაგდა
მეოთხედფინალში „პარი სენ ჟერმენის’’ მეტოქე იქნება „ლივერპული’’, რომელმაც სტამბოლში „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა – 4:0. მართალია თავის გასამართლებლად სუსტი არგუმენტია, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სტუმრებს ნაწილობრივ არც გაუმართლათ, რადგან მათი გუნდის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა ვიქტორ ოსიმენმა მკლავი იტკინა და შესვენებისას იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. სამაგიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყოთ...
კვარას დაუვიწყარი შეხვედრა
„საფეხბურთო ბრწყინვალებისა და სიკაშკაშის წუთებს დაფასება უნდა. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული მწვერვალზე დაბრუნდა. მან „ბებერ კონტინენტზე’’ მოწინააღმდეგეების ჩაგვრა განაახლა. მან გაანადგურა „ჩელსი’’, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე ადგილი დაიკავა, თან ისეთი სხვაობით, რომელიც პრემიერლიგაში შეშფოთებას იწვევს. „პარკ დე პრენსზე’’ გამართული შეხვედრის ბოლო და „სტემფორდ ბრიჯზე’’ გამართული შეხვედრის პირველი თხუთმეტი წუთი ინგლისური გუნდის რექვიემი იყო. ჯამში ექვსგოლიანი...
კაცი გამარჯვებულის მენტალიტეტით
„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური შეხვედრის წინა საღამოს „პარი სენ ჟერმენის’’ ფორვარდმა ოსმან დემბელემ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. პირველი თამაში პარიზში პსჟ-ს 5:2 აქვს მოგებული. – „რენთან’’ წაგების შემდეგ თქვენ თქვით, რომ ფეხბურთელი თავის თავზე კი არა, კლუბზე უნდა ფიქრობდეს. ამ სიტყვებს სხვადასხვანაირი ინტერპრეტაცია მოჰყვა. ხომ არ ნანობთ? – საერთოდ არ ვნანობ. როგორც მაშინ...









