ნათქვამია, თუ ფეხბურთის კლუბი საზაფხულო საქმეებს ადრევე მოაგვარებს, სეზონისთვის კარგად მოემზადებაო. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ „რეალი” სწორ გზაზე დგას. როგორც კი გაირკვა, რომ კილიან მბაპეს ვერ ყიდულობენ, მადრიდელებმა ვეტერანი მცველი ანტონიო რუდიგერი და 22 წლის ჩამშლელი ნახევარმცველი აურელიან ჩუამენი შეიძინეს. წუხანდელ პრეს-კონფერენციაზე „თეთრების” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ შემდგომი სატრანსფერო გეგმების შესახებ ილაპარაკა. „მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით,...
ჭდე: ქარიმ ბენზემა
რატომ არ ვიყიდეთ ჰოლანდი
მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესეს ჰკითხეს, რატომ ვერ მოახერხა „დორტმუნდიდან“ ნორვეგიელი შემტევისმ ერლინგ ჰოლანდის გადაბირება. პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გვყავს. ჰოლანდი რად გვინდოდა? სკამზე დასაჯდომად წამოგვეყვანა? 2 წლის შემდეგ რა იქნება არ ვიცი. ახლა, ახალი გუნდის ფორმირების პროცესში ვართ და ახალწვეულებს ადაპტაციაში უნდა დავეხმაროთ. სატრანსფერო ფანჯარა ამ ეტაპზე რეალისთვის დახურულია. სამიზნე არ გვყავს....
პატარა ქვეყანა, რომელიც დიდებს ტოლს არ უდებს
ერთა ლიგის A დონის პირველ ჯგუფში დანიამ პარიზში საფრანგეთს 2:1 მოუგო, არადა ქარიმ ბენზემას ულამაზესი გოლით მასპინძლები 1:0-ს იგებდნენ. დანიელთაგან ორივე გოლი „ტრაბზონსფრის” თავდამსხმელმა, შეცვლაზე შესულმა ანდრეას კორნელიუსმა გაიტანა. სტუმრებმა თავიდანვე ყოჩაღად დაიწყეს — მე-5 წუთზე ძელს გაარტყეს ბურთი. მასპინძლებმა იგრძნეს, რომ დანიის გუნდი სერიოზულად იყო განწყობილი და მათი პრესინგის დაძლევა სცადეს. სტუმრების ჩანაფიქრი კი...
ითვლება ის, რომელიც კარში გადის!
„რეალმა” მეოთოთხმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, იგივე ლიგა. ფინალში, პარიზში მან „ლივერპული” დაამარცხა 1:0. გოლი ვინისიუს ჟუნიორმა 59-ე წუთზე გაიტანა. შეხვედრა გამოვიდა მაღალი დონის, სანახაობრივი. ორივე გუნდმა შესანიშნავი, ოღონდ განსხვავებული ფეხბურთი ითამაშა. „ლივერპული” მოქმედება სწრაფად, ეფექტურად, უტევდა, კარში არტყამდა; „რეალი” იყო არნახულად მობილიზებული, პასებში ზუსტი, ჰქონდა საოცრად მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი და… ჰყავდა ტიბო კურტუა. ხშირად,...
ჩეფერინის რეალი უკვირს და ეამაყება
უეფას პრეზიენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა 28 მაისს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა. „ლივერპული“ თუ „რეალი“ ? ჩეფერინმა თქვა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ მადრიდელთა გასვლას არ ელოდა… „როგორც ჩანს, „რეალს“ ცხრა სიცოცხლე აქვს, როგორც კატას. ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელსაც, ვფიქრობ, დაცვაში აქვს პრობლემები. ჰყავთ ქარიმ ბენზემა, რომელიც მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დაუფასებელ ფეხბურთელად მიმაჩნია. ლუკა მოდრიჩი კი წლების მატებასთან...
ბენზემა რაულს დაეწია
ქარიმ ბენზემა რაულს გაუტოლდა. „რეალმა” „ლევანტეს” 6:0 მოუგო. ამ შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორმა სამი გოლი გაიტანა, ფრანგმა ვარსკვლავმა კი ერთი, მაგრამ ეს იყო გოლი, რომლის წყალობითაც ის დიდი მადრიდული კლუბის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა. ბენზემას ეს პოზიცია ჯერჯერობით რაულთან ერთად უკავია. რაც შეეხება „ლევანტეს”, ის ლა ლიგიდან გავარდა. ბენზემა „ლოს ბლანკოსში” 2009 წელს გადავიდა. მანამდე ის...
42 და 42!
„რეალმა” შინ „ესპანიოლს” 4:0 მოუგო და 35-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. კარლო ანჩელოტის ბიჭებმა ტიტული სეზონის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე მოიპოვეს. გუნდმა მთელი ჩემპიონატი დამაჯერებლად ჩაატარა. „ლოს ბლანკოსის” გამარჯვებაში კარგა ხანია ეჭვი აღარავის ეპარებოდა. „რეალის” სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც პირველი შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან” სტუმრად წააგო 3:4. საპასუხო თამაში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ოთხშაბათს,...
წერტილი ბენზემას პანენკამ დასვა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიც ასეთი უნდა: „მანჩესტერ სიტიმ” „რეალს” 4:3 მოუგო. ეს იყო ოსტატობით, სანახაობითა და დრამატიზმით სავსე შეხვედრა, რომელისაც წერტილი ქარიმ ბენზემას დარტყმულმა „პანენკამ” დაუსვა. იმის შეხსენებას, რომ „პანენკას”, ჩეხი ვეტერანის ანტონინ პანენკას პატივსაცემად პენალტის მის მიერ მოგონებულ დარტყმას უწოდებენ, ჩვენს მკითხველს არ ვაკადრებთ. ფრანგი თავდამსხმელი კი ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილა. მან „ქალაქელებს” ორი გოლი...
ბენზემა და ცხრა სხვა
Goal.com-მა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ ფავორიტთა სია განაახლა. პირველზე ისევ ქარიმ ბენზემაა, აი, მეორე-მესამეზე კი გადანაცვლება მოხდა: ახლა მოჰამედ სალაჰია წინ და მესამეზე რობერტ ლევანდოვსკი დაქვეითდა. საინტერესოა, რომ ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ოცეულშიც არ ჰყავთ. და ამ სიიდან ლუკა მოდრიჩის გარდა სხვას არავის არ მოუგია „ოქროს ბურთი“. ვინ დაანება? მუდმივად მესი-რონალდუ… ახლა კი ფავორიტთა...
ბენზემამ რაულს დაუმიზნა
ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად 3:2 მოუგო „სევილიას“. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქარიმ ბენზემამ შეაგდო და „რეალის“ ყველა დროის მეგოლეებს შორის მესამე კაცი გახდა. საქმე ის არის, რომ ფრანგმა ფორვარდმა ესპანური კარიერის მანძილზე 217 გოლი გაიტანა და მადრიდული კლუბის ლეგენდას, ალფრედო დი სტეფანოს გადაასწრო. „რეალის“ ისტორიაში ლა ლიგაში გატანილი გოლებით პირველ ადგილზე,...









