„რეალმა” შინ „ესპანიოლს” 4:0 მოუგო და 35-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. კარლო ანჩელოტის ბიჭებმა ტიტული სეზონის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე მოიპოვეს. გუნდმა მთელი ჩემპიონატი დამაჯერებლად ჩაატარა. „ლოს ბლანკოსის” გამარჯვებაში კარგა ხანია ეჭვი აღარავის ეპარებოდა.
„რეალის” სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია, სადაც პირველი შეხვედრა „მანჩესტერ სიტისთან” სტუმრად წააგო 3:4. საპასუხო თამაში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ოთხშაბათს, 4 მაისს გაიმართება.
და თუ მიმდინარე სეზონში მადრიდელთაგან ერთი ფეხბურთელის გამოყოფაა საჭირო, ეს უთუოდ ფრანგი ქარიმ ბენზემა უნდა იყოს. სადღეისოდ მან ყველა შეჯიბრებაში ერთად 42 შეხვედრა ჩაატარა და 42 გოლი გაიტანა. ლა ლიგაში ბენზემას მონაგარი 26 გოლია.
საჩემპიონო ზეიმის შემდეგ ქარიმ ბენზემამ ტვიტერით მიმართა „რეალის” ფანებს: „ესეც მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მორიგი ტიტული. ვულოცავ გუნდს, რომელმაც ამ სეზონში დიდი სამუშაო გასწია და ქომაგებს, რომელთაც მხარდაჭერა არ მოგვაკლეს… ჩვენ სხვა მიზნებიც გვაქვს! ჰალა მადრიდ!”
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 07:09მბაპემ ლოზუნგი არ გამოაჩინა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 14:13რონალდ კუმანს მეუღლე გარდაეცვალა
აქეთურ-იქითური16/09/2026 | 11:00რენი ჩივის – პარიზში თამაში არ უნდა
