ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად 3:2 მოუგო „სევილიას“. გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ქარიმ ბენზემამ შეაგდო და „რეალის“ ყველა დროის მეგოლეებს შორის მესამე კაცი გახდა.
საქმე ის არის, რომ ფრანგმა ფორვარდმა ესპანური კარიერის მანძილზე 217 გოლი გაიტანა და მადრიდული კლუბის ლეგენდას, ალფრედო დი სტეფანოს გადაასწრო.
„რეალის“ ისტორიაში ლა ლიგაში გატანილი გოლებით პირველ ადგილზე, ცხადია, კრიშტიანუ რონალდუა (311), მეორეზე რაული (228), ხოლო მესამეზე ბენზემამ (217) აინაცვლა.
ბენზემას შეუძლია რაულსაც გადაასწროს. საამისოდ, წლევანდელი სეზონი საკმარისი ვეღარ იქნება, მაგრამ მომავალში…
„სევილიასთან“ ბენზემამ პირადი რეკორდიც დაამყარა, აქამდე ლა ლიგის ერთ სეზონში ბენზემას 25 გოლი არ გაუტანია, ახლა კი საუკეთესო პირადი მაჩვენებელი დააფიქსირა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/06/2026 | 01:10უიმბლდონზე ბოლქვაძე დაგვრჩა
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
