
ქარიმ ბენზემა რაულს გაუტოლდა. „რეალმა” „ლევანტეს” 6:0 მოუგო.
ამ შეხვედრაში ვინისიუს ჟუნიორმა სამი გოლი გაიტანა, ფრანგმა ვარსკვლავმა კი ერთი, მაგრამ ეს იყო გოლი, რომლის წყალობითაც ის დიდი მადრიდული კლუბის ისტორიაში მეორე ბომბარდირი გახდა.
ბენზემას ეს პოზიცია ჯერჯერობით რაულთან ერთად უკავია.
რაც შეეხება „ლევანტეს”, ის ლა ლიგიდან გავარდა.
ბენზემა „ლოს ბლანკოსში” 2009 წელს გადავიდა.
მანამდე ის „ლიონში” თამაშობდა. „რეალის” მაისურით მან მეტოქეთა კარში 323 გოლი შეაგდო.
აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბენზემამ ეს გოლები ნაკლებ შეხვედრაში გაიტანა, ვიდრე რაულმა. ლეგენდარული რაული „თეთრი მაისურით” 1994-2010 წლებში გამოდიოდა.
პირველ ადგილზე კი არის კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც „რეალში” 438 შეხვედრა ჩაატარა და 450 გოლი გაიტანა. 34 წლის ბენზემა მას ვერ დაეწევა.
„ლევანტეს” კარში გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ფრანგისთვის 44-ე გახლდათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
