„ბაიერნის“ ლეგენდა შტეფან ეფენბერგი საკუთარ მაისურას ჰყიდის, რათა უკრაინაში დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს…ოღონდ ეფენბერგი არა „ბაიერნის“, არამედ „გლადბახის“ მაისურას ჰყიდის – კლუბისას, სადაც საკმაო ხანს თამაშობდა.
აუქციონი უკვე დაწყებულიცაა. მაისურას გლადბახელთა მაშინდელი ფეხბურთელების ავტოგრაფები ამშვენებს. სხვათა შორის, ამ ომის პერიოდში პირველად მოხდა, რომ უკრაინის ნაკრებმა ითამაშა. ეს იყო ამხანაგური და სწორედ „გლადბახთან“.
უკრაინელებმა 2:1 მოიგეს. შეხვედრა მიონხენგლადბახში გაიმართა და ბილეთებიდან შესული თანხაც უკრაინაში დაზარალებულებს მოხმარდება…
შტეფან ეფენბერგი 53 წლისაა. კარიერა 17 წლის წინ დაასრულა. მისი პიკი „ბაიერნში“ იყო, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ეს ოტმარ ჰიტცფელდის მწვრთნელობისას.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
