ჭდე: მიონხენგლადბახი

Home მიონხენგლადბახი
მოგონებები სიზმარეთიდან…
ჩანაწერი

მოგონებები სიზმარეთიდან…

…ქალაქი, რომელმაც ყველაფერი იცის. ეფემერული საზღვრებით დატყვევებული, მარიამპლაცზე დადიხარ და რწმუნდები, რომ ადამიანს შეუძლია იყოს უფრო მეტი, ვიდრე კაცი. უახლოვდები, მაგრამ ვერ ეხები, ცხოვრობ მითოსში, სადაც ყველაფერია და ანგრევს წესრიგს, რომელშიც ცხოვრობდი. მიუნხენი პირობებს ყოველთვის ასრულებს. აქ მცხოვრებ ადამიანებს პატივს სცემს. არავინ გეტყვის, თუ არ მოგწონს – წადი. არავინ გეტყვის, ბიზნესი ასე მუშაობს და 8-ის...

ეფენბერგი უკრაინისკენ
ჩანაწერი

ეფენბერგი უკრაინისკენ

„ბაიერნის“ ლეგენდა შტეფან ეფენბერგი საკუთარ მაისურას ჰყიდის, რათა უკრაინაში დაზარალებულ ადამიანებს დაეხმაროს… ოღონდ ეფენბერგი არა „ბაიერნის“, არამედ „გლადბახის“ მაისურას ჰყიდის – კლუბისას, სადაც საკმაო ხანს თამაშობდა. აუქციონი უკვე დაწყებულიცაა. მაისურას გლადბახელთა მაშინდელი ფეხბურთელების ავტოგრაფები ამშვენებს. სხვათა შორის, ამ ომის პერიოდში პირველად მოხდა, რომ უკრაინის ნაკრებმა ითამაშა. ეს იყო ამხანაგური და სწორედ „გლადბახთან“. უკრაინელებმა 2:1 მოიგეს....

იდიოტი! იდიოტი! იდიოტი!
ჩანაწერი

იდიოტი! იდიოტი! იდიოტი!

ბუნდესლიგაში, „ბოხუმისა” და „გლადბახის” შეხვედრა 69-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი: 39 წლის თანამსაჯ კრისტიან გიტელმანს ტრიბუნიდან თავში ლუდის ჭიქა მოარტყეს. ამ მომენტისთვის „გლადბახი” 2:0-ს  იგებდა. თანამსაჯი მყისვე წაიქცა და ნატკენ ადგილზე ხელი მოიკიდა. შეხვედრის დელეგატმა მსაჯების უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე ყოყმანის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა თამაში. „ბოხუმის” ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ტრიბუნასთან მიირბინეს და გულშემატკივრებს...

როისი, დორტმუნდი, აიწონა-დაიწონა
ჩანაწერი

როისი, დორტმუნდი, აიწონა-დაიწონა

ასეთი აიწონა-დაიწონა გუნდი ევროპაში, ალბათ, არც არის. „დორტმუნდი“ საოცრებებს სჩადის. ამჯერად მეზობელ „გლადბახს“ 6:0 მოუგო, არადა სულ ბოლო ორკვირიან მონაკვეთში იყო, შინ „ლევერკუზენთან“ 2:5 და „გლაზგო რეინჯერსთან“ 2:4 წაგება რომ მოახერხა. ორი სხვადასხვა გუნდია „დორტმუნდი“. თუ თამაში წაუვა, მართლაც ლამაზად თამაშობს, შეტევა და შეტევა, ხალისი, მოწყენის გარეშე. მარკო როისი – ეს სხვა თემაა. „დორტმუნდის“ 32...

ისტორიის ნაცვლად მასხარა გაახსენდათ
ჩანაწერი

ისტორიის ნაცვლად მასხარა გაახსენდათ

„ლივერპულმა“ თავისი მესამე ფორმის პრეზენტაცია მოაწყო, მაგრამ ფანებისგან მოწონებაზე მეტად ღლიცინი მიიღო. საიდან მოიტანეს „ნაიკის“ დიზაინერებმა ასეთი ფერები? ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს: საიდან და „ენფილდ როუდის“ ტრიბუნიდან, ლეგენდარული კოპიდან. აგრეთვე, ჩემპიონთა თასის 1977 წლის ფინალიდან. ყვითელი ფერი მერსისაიდელთა საგარეო და მესამე ფორმებში ყოველთვის გამოიყენებოდა, მაგრამ ამჯერად, იმის გამო, რომ სოციალურ ქსელებს ვინმეს დაცინვა ახასიათებს...

ის აღარ არის უბერ-ალეს
ჩანაწერი

ის აღარ არის უბერ-ალეს

„გლადბახთან” მარცხი „ბაიერნისთვის” მიმდინარე ჩემპიონატში მეორე იყო. თან, „რეკორდმაისტერი” 2:0-ს იგებდა და ამის მერე გააუშვა სამი გოლი. და ეს, ამ ჩემპიონატში, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბავარიელები ერთ თამაშში სამ გოლს უშვებენ. სულ კი, 15 ტურში, მეტოქეებმა მათ კარში ოცდაოთხჯერ გაიტანეს. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ასე „უბერ-ბაიერნის” რეპუტაცია ირყევა. ყოფილი ბავარიელი და „სქაი სპორტის” ექსპერტი...

ჩანაწერი

მშვიდად კრიზისის წინააღმდეგ

„რეალმა” კვლავ შეძლო მისთვის რთულ სეზონში კარგი ფეხბურთის თამაში. მან ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქარიმ ბენზემას ორი გოლით „გლადბახი” დაამარცხა და ცხრილის სათავეში მოექცა. ვეტერანმა ფრანგმა მე-9 და 32-ე წუთებზე გაიტანა. გერმანული გუნდი, წაგების მიუხედავად, მეორე ადგილზე გავიდა, რადგან „ინტერმა” და „შახტარმა” 0:0 ითამაშეს. „მარკა” წერს, რომ „თეთრებმა” ამ შეხვედრაში გულშემატკივრის იმედი გაამართლეს...

ჩანაწერი

თუ, თუ, თუ…

„რეალი” „შახტართან” ისევ დამარცხდა — 0:2. ზინედინ ზიდანი დიდი წნეხის ქვეშაა. თუკი ჩამპიონთა ლიგის 13-გზის გამარჯვებული ჯგუფურ ეტაპს ვერ გადალახავს, ეს იქნება მისი პირველი ჩავარდნა ბოლო 24 წელიწადში. ყველა შეჯიბრებაში ერთად, „რეალმა” უკანასკნელ 6 შეხვედრაში მარტო ერთის მოგება მოახერხა. „შახტართან” სათამაშოდ გასულ „ლოს ბლანკოსს” ლა ლიგის სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულა ჰქონდა მოპოვებული და ამ...

არსენალს ლიგაში რა უნდა?
ჩანაწერი

არსენალს ლიგაში რა უნდა?

უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს. საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ. სხვათა შორის,...

აუტის მეფეები
ჩანაწერი

აუტის მეფეები

„ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ ჯოზე მოურინიომ დაიწუწუნა, აუტებისთვის სპეციალურად ვემზადებოდით და მაინც აუტიდან გავუშვითო. მიაქციეთ ყურადღება: აუტების მოწოდებაში კი არა – მოგერიებაში ვარჯიშობდნენ. ამით სეუ ჟოზემაც აღიარა, რომ ლივერპულელთა ხელში აუტები ჯოჯოხეთურ იარაღად იქცა. ახლა კი გაიცანით: ტომას გრონემარკი – „ლივერპულის“ აუტების მწვრთნელი. მის შესახებ კლოპმა მშობლიური „ბილდიდან“ შეიტყო. სტატიაში ეწერა, რომ „გლადბახის“ ახალბედა ანდრეას პოულსენმა...