„გლადბახთან” მარცხი „ბაიერნისთვის” მიმდინარე ჩემპიონატში მეორე იყო. თან, „რეკორდმაისტერი” 2:0-ს იგებდა და ამის მერე გააუშვა სამი გოლი.
და ეს, ამ ჩემპიონატში, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ბავარიელები ერთ თამაშში სამ გოლს უშვებენ. სულ კი, 15 ტურში, მეტოქეებმა მათ კარში ოცდაოთხჯერ გაიტანეს. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ასე „უბერ-ბაიერნის” რეპუტაცია ირყევა.
ყოფილი ბავარიელი და „სქაი სპორტის” ექსპერტი დიტმარ ჰამანი „გლადბახთან” მარცხით მეტად გაწბილებული ჩანდა. მან თავის ყოფილ გუნდზე მკაცრად ილაპარაკა:
„ის ხელშეუხებლობა და დაუმარცხებლის სახელი, რომელიც ბავარიელებს ბოლო წლებში სხვათაგან გამოარჩევდა, გაქრა, აღარ არსებობს. დღეს, „ბაიერნის” ფეხბურთელების საქმე ასეა: ფეხებს შეუძლიათ, მაგრამ თავი მზად არ არის”.
„ნიუკასლის”, „ლივერპულისა” და „მანჩესტერ სიტის” ყოფილი ნახევარმცველი ამბობს, რომ მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის „სასალათესთვის” ბრძოლა წინა წლებთან შედარებით დაძაბული იქნება. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული კონკურენტი, „დორტმუნდი”, „რეკორდმაისტერს” ჯერ ხუთი ქულით ჩამორჩება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/05/2026 | 10:33კონტემ მავნებლები ახსენა და გადადგა
სიახლეები25/05/2026 | 08:55არადა სამი წლის წინ კონფერენციის ლიგა მოიგო
კატეგორიის გარეშე25/05/2026 | 07:24…მთელს თამაშად ღირდა
სიახლეები21/05/2026 | 13:16შვიდიდან შვიდი
