ჭდე: ლიგა 1

Home ლიგა 1
დიდი ჩხუბი ნიცაში
ჩანაწერი

დიდი ჩხუბი ნიცაში

საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩი ძველ მოქიშპეებს, „ნიცასა“ და „მარსელს“ შორის ჩაიშალა. მიზეზი: მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნიდან მოედანზე ბოთლების და სხვა ნივთების სროლა დაიწყეს, რასაც მოჰყვა აყალ-მაყალი ფეხბურთელების, დირექტორატის წევრების, კლუბის თანამშრომლების და ცხადია თავად  ჭკუიდან გადასული ფანების მონაწილეობით. შეხვედრა ბოლოსკენ მიდიოდა, როდესაც „მარსელის“ ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ზურგში კარსუკანა ტრიბუნიდან ნასროლი ბოთლი მოხვდა. პაიე ჯერ, როგორც ფეხბურთელებს...

ჩანაწერი

ნეიმარი ბრაზილიელმა დაამტვრია

„პარი სენ ჟერმენმა” წუხელ „ლიონთან” 0:1 წააგო, მაგრამ ეს ამბავი დაჩრდილა თამაშის მიწურულს, მსაჯის წამატებულ მე-6 წუთზე, ნეიმარის ტრავმამ, რომელიც სერიოზული ჩანდა. დანარჩენი კლინიკაში გამოჩნდება. შეხვედრის მსვლელობისას ბრაზილიელის წინააღმდეგ მეტოქეებმა ექვსჯერ დაარღვიეს თამაშის წესი. მეექვსედ და ყველაზე მეტად ნეიმარის თანამემამულემ და თანატოლმა, 28 წლის ტიაგო მენდეშმა იუხეშა. მსაჯმა ბენუა ბასტიანმა მენდეშს თავიდან ყვითელი ბარათი ამოუღო,...

ჩანაწერი

რომ წავალ, მერე დამაფასებთ

მემფის დეპაი რონალდ კუმანის მთავარ სამიზნედ რჩება. „ბარსელონას” ჰოლანდიელ მწვრთნელს სურს ამ ზამთარს თანამემამულე ფორვარდი გადაიბიროს და შეტევა გააძლიეროს. რასაკვირველია, ამისათვის საჭიროა კლუბს სახსრები გამოუჩნდეს. კუმანისთვის „ლიონის” თავდამსხმელის ყიდვა მას მერე გახდა კიდევ უფრო მეტად საჭირო, რაც ანსუ ფატი დაშავდა, თუმცა არის ერთი სერიოზული პრობლემაც: „ბარსას” ტრავმის გამო ვეტერანი ჟერარდ პიკე გამოაკლდა და დაცვის ცენტრშიც...

აყალმაყალი პარიზში
ჩანაწერი

აყალმაყალი პარიზში

ნეიმარი იყო ერთ-ერთი იმ ხუთი ფეხბურთელიდან, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. მან მარსელელ ალვარო გონსალესს უკნიდან რამდენჯერმე თავში ჩაუტყაპუნა და მერე რასიზმში დასდო ბრალი. ბრაზილიელი ამბობს, რომ ესპანელმა მას „ძაღლიშვილი მაიმუნი” უწოდა. ჩხუბი პარიზში თამაშის ბოლოს ატყდა. მატჩი, ნაკლებად მოსალოდნელი შედეგით დასრულდა — „პარი სენ ჟერმენმა” შინ 0:1 წააგო „მარსელთან”. შეხვედრის ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე...

საფრანგეთი თასით იწყებს
ჩანაწერი

საფრანგეთი თასით იწყებს

თავდაპირველად, საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე აკრძალა და ქვეყნის ჩემპიონატიც ვადაზე ადრე დაასრულა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა. ოღონდ ეს ჯერ საფეხბურთო ლიგა 1-ს არ ეხება. უკვე დადგენილია, რომ 11 ივლისიდან საფრანგეთში გუნდურ ტურნირებს დაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაბამისად მიიღეს, რაც ეროვნულ ფედერაციას საშუალებას მისცემს საფრანგეთისა და ლიგის...

შეწყალება ფრანგულად
ჩანაწერი

შეწყალება ფრანგულად

საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ კანონიერად ცნო ლიგა 1-ის ვადაზე ადრე დასრულება და ადგილების განაწილება, თუმცა იქვე, დააკმაყოფილა „ტულუზასა“ და „ამიენის“ აპელაცია და ისინი ქვეყნის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში დატოვა. იმავე აპელაციაში „ლიონიც“ ფიგურირებდა, მაგრამ იქ საქმე ევროსაგზურებისთვის ბრძოლას ეხებოდა და უარი ეთქვა. რადგან ლიგა 1-დან არავინ გავარდა, ლიგას მომავალი სეზონის სტრუქტურის გადასინჯვა მოუწევს.    

იდიოტები
ჩანაწერი

იდიოტები

„ლიონის“ პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ ლიგა 1-ის ჩინოვნიკები გააკრიტიკა და იდიოტები უწოდა. საქმე ის არის, რომ ლიგის ხელმძღვანელობამ სეზონის ვადაზე ადრე დაამთავრა და გამარჯვებულიც გამოაცხადა. მართალია, „ლიონს“ ჩემპიონობის არანაირი შანსი არ ჰქონდა, მაგრამ ოლამ ყურადღება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის განახლებაზე გაამახვილა. „ბოლო ორი თვის მანძილზე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებდა თვალს და მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა...

ფეხბურთი -არა, დოღი – კი
ჩანაწერი

ფეხბურთი -არა, დოღი – კი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემენუილ მაკრონმა რამდენიმე არათანმიმდევრული გადაწყვეტილება მიიღო, რაც შეიძლება სანანებელი გაუხდეს. მან ფრანგული ლიგა 1-ს გათამაშების გაგრძელება ხომ აკრძალა. ამის შემდეგ მან ზაფხულის ბოლომდე დაგეგმილი ყველა გასართობი ღონისძიება გააუქმა… აქამდე თითქოს ყველაფერი ლოგიკის ჩარჩოებში ჯდებოდა, მაგრამ… პრეზიდენტი საფრანგეთის საცხენოსნო სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა, მათი არგუმენტები დამაჯერებლად მიიჩნია და დოღების გამართვის ნება დართო. ევროპის საფეხბურთო ტოპ-ლიგების...

ოლა, ლიონი ლიგის წინააღმდეგ
ჩანაწერი

ოლა, ლიონი ლიგის წინააღმდეგ

როგორც იცით, საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ნაადრევად დასრულდა. ლიგა 1-მა საბოლოო შედეგები გამოაქვეყნდა, რის შედეგადაც „ლიონი“ მეშვიდე ადგილზე დარჩა და მომავალ სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს. პირველად მოხდა, რომ ბოლო წლებში „ლიონი“ კონტინენტის პრესტიჟულ ტურნირებზე ვერ მოხვდა. ამის გამო კლუბმა გადაწყვიტა სასამართლოში იჩივლოს. ლიონის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა აცხადებს, რომ კლუბს სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. „ლიონის“ დირექტორთა...

სანამ სენტ ეტიენი ტიტულებისგან ისვენებდა…
ჩანაწერი

სანამ სენტ ეტიენი ტიტულებისგან ისვენებდა…

„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონია – ლიგა 1-მა პარიზული კლუბი ჩემპიონად გამოაცხადა. პსჟ მეათედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამ მხრივ „სენტ ეტიენს“ დაეწია. მეათედ გაჩემპიონებაში პსჟ-ს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედვარდ ფილიპი „წაეხმარა“, ვინაც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ საფრანგეთში ყველა სპორტული ღონისძიება სექტემბრამდე იკრძალება. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ მოვლენები დააჩქარა – პსჟ-ს პრემიერის დახმარების...