ჭდე: ლიგა 1

Home ლიგა 1
მოწადინებისთვის ქების სიტყვებს იმსახურებს
ჩანაწერი

მოწადინებისთვის ქების სიტყვებს იმსახურებს

ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა. პარიზელებმა „რეიმსს’’ უმასპინძლეს: 1:1. ანგარიში 47-ე წუთზე ქართველის გარღვევისა და საგოლე პასის შემდეგ ოსმან დემბელემ (რიკოშეტის წახმარებით) გაიტანა. 9 წუთში კვარას მორიგი შეტევა იმით დასრულდა, რომ სტუმრების მეკარე იევან დიუფმა დარტყმული დაიჭირა და შეამჩნია, რომ მარცხენა ფრთაზე პსჟ-ს ფეხბურთელთაგან საერთოდ არავინ იყო. მან ბურთი თანაგუნდელ კეიტო...

ხვიჩა სავარაუდოდ შეცვლაზე შევა
ჩანაწერი

ხვიჩა სავარაუდოდ შეცვლაზე შევა

დღეს, პარიზის დროით 21 საათზე, ხოლო საქართველოს დროით შუაღამისას ხვიჩა კვარაცხელიას ახალი გუნდი „პარი სენ ჟერმენი’’ „რეიმსს’’ უმასპინძლებს. ვინაიდან პსჟ-ს ოთხშაბათს შტუტგარტში ჩემპიონთა ლიგის უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ლუის ენრიკე ლიგა1-ის შეხვედრაში შემადგენლობას დიდი ალბათობით შეცვლის ანუ რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს. იმისათვის, რომ შტუტგარტში მისმა გუნდმა მწყობრად ითამაშოს, ესპანელმა მწვრთნელმა შეიძლება მარცხენა მცველის პოზიციაზე ნუნუ მენდეშის ნაცვლად...

ჟორჟმა მომხდარი საიდუმლოდ დატოვა
ჩანაწერი

ჟორჟმა მომხდარი საიდუმლოდ დატოვა

ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონმა’’ „ტულუზთან’’ 0:0 დამთავრებულ შეხვედრაში კარში სულ სამჯერ დაარტყა. ძნელი სათქმელია რამდენად ობიექტურად ასახავს flashscore-სა და whoscored-ის სტატისტიკაზე დაყრდნობილი შეფასებები ფეხბურთელთა თამაშს, მაგრამ ორივე პორტალმა გიორგის თანაგუნდელთა შორის ყველაზე დაბალი ქულა დაუწერა: 6.5 და 5.8. გუნდის თამაშით განაწყენებულმა ლიონელ გულშემატკივართა ცნობილმა დაჯგუფებამ Bad Gones („ბედ გონ’’ ანუ „ცუდი ბიჭები’’) მატჩის შემდეგ ფეხბურთელების ტრიბუნასთან...

დონარუმა გადარჩა
ჩანაწერი

დონარუმა გადარჩა

„პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ შეხვედრაში პარიზელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დასახიჩრდა. მონაკოს „ლუი მეორის’’ სახელობის სტადიონზე მატჩის 22-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც 23 წლის კოტ დ’ივუარელი მცველი ვილფრედ სინგო პარიზელთა საჯარიმოში მარჯვენა მხრიდან შეიჭრა, მაგრამ კარიდან იტალიელი მეკარეგამოვარდა და გზა გადაუღობა. სინგომ სცადა დონარუმას გადახტომოდა, მაგრამ მარჯვენა ფეხი სახეში მიარტყა. დონარუმა გადარჩა. ცხადია ის შესაცვლელი გახდა....

ზურიკო ერთი თავით წინ
ჩანაწერი

ზურიკო ერთი თავით წინ

მან შეიძლება გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ყველას ვინც იმ დღეს მოედანზე იყო, ერთი თავით სჯობდა. როგორც ჩანს „ბორდოს” ყოფილი მოთამაშე „სენტ ეტიენის” ჭკვიანური შეანძენია. ის არის ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებულ გუნდს შეტევის ჟინით აღავსებს, — წერს პორტალი getfootball ლიგა 1-ის მეოთხე ტურის შეხვედრის შემდეგ, რომელშიც „სენტ ეტიენმა” „ლილს” 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-6...

ცუდი გატუზო
ჩანაწერი

ცუდი გატუზო

„მარსელს” 2024 წელს თამაში არ მოუგია. ბოლო შეხვედრაში ჯენარო გატუზოს გუნდმა შინ 1:1 ითამაშა გიორგი მიქაუტაძის „მეცთან”. იტალიელ მწვრთნელს ცუდი შედეგები აქვს და როგორც ფრანგული პრესა წერს, 15 შეხვედრის ჯამში „მარსელის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი გახდა. Rmc Sport-ი წერს: „ეს იყო გატუზოს მორიგი იმედგაცრუება. იმ მწვრთნელებს შორის, ვინც 2014 წლის შემდეგ გუნდს 15 შეხვედრაში უხელმძღვანელა,...

სენტ ეტიენი გავარდა და გასახდელში შევარდა
ჩანაწერი

სენტ ეტიენი გავარდა და გასახდელში შევარდა

„სენტ ეტიენის” გულშემატკივრებმა თავის ფეხბურთელებს მაშხალები დაუშინეს. მიზეზი: ლიგა 1-ში გატარებული 18 წლის შემდეგ გუნდი ლიგა 2-ში გავარდა. „სენტ ეტიენი” ქვედა დივიზიონში „ოსერმა” გააგდო, რომელმაც ლიგა 2-ში მესამე ადგილი დაიკავა და გადათამაშებაში მოხვდა. გუნდების დაპირისპირება ორი შეხვედრის ჯამში დასრულდა 2:2. „სენტ ეტიენი” პენალტებში დამარცხდა. თამაში რომ დამთავრდა, მასპინძელი გუნდის გულშემატკივრები მოედანზე ჩახტნენ და ფეხბურთელებს გასახდელებში...

მესი ფრანგულ ფეხბურთს ამდიდრებს
ჩანაწერი

მესი ფრანგულ ფეხბურთს ამდიდრებს

გასულ ზაფხულს ლეო მესის „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლამ საფრანგეთის ჩემპიონის თამაშების უცხოეთში ტრანსლაციას ახალი ბიძგი მისცა. გაიზარდა ხელმომწერთა რაოდენობა. ტელესიგნალით ადრე დაპყრობილ ტერიტორიებს ახლები დაემატა. როგორც ფეხბურთის პროფესიული ლიგის საერთაშორისო უფლებათა მფლობელი, ყატარის ტელეკომპანია BeIn Sports ამბობს, საფრანგეთის ჩემპიონატის ნახვა ექვს ახალ ქვეყანას მოუნდა. გარდა ამისა, ჩრდილო აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში, სადაც ლიგა 1-ს თვალყურს...

რა მოუვიდა მესის?
ჩანაწერი

რა მოუვიდა მესის?

„პარი სენ ჟერმენისა“ და „ლილის“ შეხვედრაში მაურისიო პოჩეტნომ ლეო მესი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა. მწვრთნელის ასეთი საქციელი თავისთავად ხომ გასაკვირი იყო, მაგრამ ორმაგად გასაკვირი გახდა იმ მიზეზის გამო, რომ ჯონათან დევიდის გოლით „ლილი“ იგებდა 1:0-ს. გამოდის, რომ გუნდმა, რომელიც აგებდა, მოედნიდან მესი გაიყვანა. ამ შეხვედრაში არც კილიან მბაპე მონაწილეობდა, რადგან ახალგაზრდა ფრანგ ვარსკვლავს ყელ-ყურ-ცხვირის ინფექცია...

მესის შეცვლა გაუბედეს
ჩანაწერი

მესის შეცვლა გაუბედეს

შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა“ „ლიონს“ მოუგო (2:1) მაურისიო პოჩეტინომ ლეო მესი შეცვალა, რამაც არგენტინელი ისე გააღიზიანა, რომ მოედნიდან გასვლისას თანამემამულე მწვრთნელს ხელიც კი არ ჩამოართვა. პოჩეტინომ მესის მაგივრად აშრაფ ჰაკიმი შეიყვანა. პარიზელებმა თამაში თავდამსხმელთა მძლავრი ტრიოთი, მესით, ნეიმარით და კილიან მბაპეთი დაიწყეს. შეტევის საოცნებო ხაზი პოჩეტინომ პირველად ათამაშა, მაგრამ სამეულმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. თამაშის...