„პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ შეხვედრაში პარიზელთა მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა დასახიჩრდა. მონაკოს „ლუი მეორის’’ სახელობის სტადიონზე მატჩის 22-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც 23 წლის კოტ დ’ივუარელი მცველი ვილფრედ სინგო პარიზელთა საჯარიმოში მარჯვენა მხრიდან შეიჭრა, მაგრამ კარიდან იტალიელი მეკარეგამოვარდა და გზა გადაუღობა. სინგომ სცადა დონარუმას გადახტომოდა, მაგრამ მარჯვენა ფეხი სახეში მიარტყა.
დონარუმა გადარჩა. ცხადია ის შესაცვლელი გახდა. იტალიელის ნაცვლად პარიზელთა კარში რუსი მატვეი საფონოვი ჩადგა. შეხვედრა დამთავრდა 4:2 სტუმრების სასარგებლოდ.


ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები26/10/2026 | 09:18საკონტინეტთაშორისო თასი დოჰაში გაიმართება
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 10:11კომპანი საავადმყოფოში ცხოვრების წესმა მოახვედრა
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 08:56სატრანსფერო ამბები: ვის საით მიუწევს გული?
მთავარი ამბავი25/10/2026 | 07:25ჟორჟი – შევიდა, ნახა, გაიამრჯვა!
