შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა“ „ლიონს“ მოუგო (2:1) მაურისიო პოჩეტინომ ლეო მესი შეცვალა, რამაც არგენტინელი ისე გააღიზიანა, რომ მოედნიდან გასვლისას თანამემამულე მწვრთნელს ხელიც კი არ ჩამოართვა.
პოჩეტინომ მესის მაგივრად აშრაფ ჰაკიმი შეიყვანა.
პარიზელებმა თამაში თავდამსხმელთა მძლავრი ტრიოთი, მესით, ნეიმარით და კილიან მბაპეთი დაიწყეს. შეტევის საოცნებო ხაზი პოჩეტინომ პირველად ათამაშა, მაგრამ სამეულმა შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
თამაშის ბოლოს მწვრთნელმა ვარსკვლავურ შემადგენლობას საქმეში ნაცადი ხალხი ამჯობინა. მან 82-ე წუთზე ანხელ დი მარიას მაგივრად მოედანზე მაურო იკარდი შეიყვანა, რომელმაც მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაიტანა კიდეც გამარჯვების გოლი.
ამრიგად, ლეო მესი პარიზში გადაბარგების შემდეგ ახალ გარემოს ვერც საფეხბურთო თვალსაზრისით მოერგო და ვერც მოედანს მიღმა დაალაგა ცხოვრება. ადრე ვწერდით, რომ მან თავის გემოზე ჯერჯერობით საცხოვრებელიც კი ვერ შეარჩია.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?
მთავარი ამბავი17/06/2026 | 09:12მესი! მესი! მესი!
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
