შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ემილ ფორსბერგი გახდა. მოსალოდნელიც იყო, რადგან ფორსბერგმა 4 გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე და შესარჩევშიც მაგრად თამაშობდა. გამონაკლისი იყო ბათუმში, საქართველოსთან შეხვედრა (საბედნიეროდ…) ფორსბერგი ტიპიური ათიანია, მარცხნიდან უტევს. ტექნიკური, სასიამოვნო თამაშის მანერით. უკვე რამდენი წელია, გერმანული „ლაიფციგის“ ერთ-ერთი ლიდერია. უკვე კი არა, მას შემდეგ რაც „ლაიფციგი“ „რედ ბულის“ გახდა და კლუბის აღმავლობა...
ჭდე: ლაიფციგი
გერმანია ისევ ჩაიკეტა
ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ ევროპის სტადიონები მეტ-ნაკლებად თითქმის ყველგან ივსება. თუმცა, გერმანიაში კოვიდსიტუაცია გართულებულა და ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი და ხვალინდელი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებიც ლაიფციგსა და მინხენში უმაყურებლოდ ჩატარდება. „ვნერვიულობთ, რადგან გერმანიაში არცთუ კარგი კოვიდსიტუაციაა. პრობლემა ვერ მოგვარდა. ისევ აუცილებელია პირბადეებით სიარული და დიდი სიფრთხილეა საჭირო. კარგი იქნებოდა სავსე ტრიბუნების ფონზე თამაში, მაგრამ რა...
მესი თამაშგარეთ დარჩა
„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ნოემბერს გერმანულ „ლაიფციგთან“ გასამართი მატჩისთვის გაფართოებული განაცხადი გაასაჯაროვა. განაცხადში ვერ მოხვდა ლეო მესი. ოფიციალური ვერსიით, 34 წლის არგენტინელმა „ლილთან“ შეხვედრაში (2:1) სერიოზული დისკომფორტი განიცადა და მაურიციო პოჩეტინომ გართულების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა. ამას გარდა, ლეოს მუხლთან დაკავშირებული მცირე პრობლემა აქვს, რის გამოც გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ლეო...
მესი vs ლაიფციგი
ლეო მესიმ ორი გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც „პარი სენ ჟერმენმა’ „ლაიფციგს“ 3:2 მოუგო, თან 1:2-ს აგებდა. მართალია, ანგარიში კილიან მბაპემ გახსსნა, მაგრამ გერმანული გუნდის ფეხბურთელებმა ანდრე სილვამ და ნორდი მუკიელემ შესვენებამდე და შესვენების შემდეგ გატანილი გოლებით „ლაიფციგი“ დააწინაურეს. მესიმ ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრა, შვიდი წუთის შემდეგ კი პენალტით გამარჯვების გოლი შეაგდო. მბაპეს კიდევ შეეძლო გოლის...
ბევრი გოლი და ღრიალი
პეპ გვარდიოლამ რიად მაჰრეზს ისე უღრიალა, არასდროს რომ უღრიალია. ეს ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის შეხვედრის დროს მოხდა. „მანჩესტერ სიტი“ „ლაიფციგს“ ეთამაშებოდა. ინგლისური პრესას უკვირს, მწვრთნელმა ამ ღრიალ-ღრიალში ალჟირელს ლამის ცხვირი ცხვირზე მიადო, არადა მისი გუნდი უკვე 4:2-ს იგებდა, მაჰრაზს კი პენალტი ჰქონდა გატანილიო. გვარდიოლა სრულიად იყო მწყობრიდან გამოსული. დიახ, ზოგადად ის ემოციური კაცია და ჟესტიკულაციითაც...
უპამეკანო ბაიერნში გადავა
„ბაიერნმა” კლუბთა მსოფლიო თასის გარდა 22 წლის დაიო უპამეკანოსთვის ბრძოლაც მოიგო. ეს მიუნხენის კლუბის სპორტული დირექტორის ჰასან სალიჰამიჯიჩის მიერ „ბილდისთვის” მიცემული ინტერვიუდან გახდა ცნობილი. — შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ უპამეკანოს ტრანსფერის საქმე მოგვარებულია? — ჰკითხა „ბილდის” ჟურნალისტმა სალიჰამიჯიჩს. — დიახ, მე შემიძლია ეს დავადასტურო და დავძინო, რომ ამით „ბაიერნში” ყველა გახარებულია. აგერ უკვე რამდენი თვეა დაიოსთან...
ხუთასიანთა კლუბი და სამი რეკორდი
ბუნდესლიგის მე-18 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა” სტუმრად მოუგო „შალკეს” 4:0. გელზენკირხენელთა კარში მეორე გოლი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა, რაც კარიერაში მე-500 გამოდგა. ამ 500 გოლიდან 32 წლის პოლონელს „ბაიერნში“ 272, „დორტმუნდში“ – 103, „ლეხში“ – 41, „ზნიჩში“ – 21, ხოლო პოლონეთის ნაკრებში 63 გაუტანია. ლევანდოვკი მოქმედ ფეხბურთელთა შორის მეოთხეა, რომელსაც 500 და მეტი გოლი აქვთ გატანილი და...
მამა კი ხელებს იფშვნეტს
„მანჩესტერ იუნაიტედი” და „ლივერპული” ერთმანეთს ყველაფერში ეჯიბრებიან, მათ შორის 55 მილიონ გირვანქად შეფასებული ცენტრალური მცველის დაიოტ უპამეკანოს ყიდვაში. მერსისაიდელთა მწვრთნელს, იურგენ კლოპს, „ლაიპციგიდან” 22 წლის ფრანგის გადაბირება კარგა ხანია სურს — უნდა, დაშავებული ვირჯილ ვან დაიკის ადგილას ათამაშოს, — მაგრამ ბოლოს წამოცდა, ამ იანვარში არავის ვიყიდიო და „იუნაიტედის” თავკაცმა ოლე გუნარ სულშერმაც გადაწყვიტა მომენტი ხელიდან...
რანგნიკი: იბრაჰიმოვიჩს მაინც არ ვათამაშებდი
რამდენიმე კვირის წინ, როდესაც „მილანის” ახალი მწვრთნელის თანამდებობაზე 62 წლის გერმანელი რალფ რანგნიკის კანდიდატურასაც განიხილავდნენ, იტალიური კლუბის 38 წლის შვედი ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვოჩი, რომელიც დიდი თავაზიანობით არ გამოირჩევა, ამბობდა, რომ ასეთ სპეციალისტს არ იცნობს. რანგნიკმა, საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ მას „სან სიროზე” დანიშნავდნენ, იბრაჰიმოვიჩს არ ათამაშებდა. ამ თემაზე მწვრთნელს, რომლის ხელშიც გაიხსნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც...
ნეიმარს ფინალში არ ათამაშებენ?
ახლა, ნეიმარს ფინალში არ ათამაშებენ? მან „პარი სენ ჟერმენისა” და „ლაიპციგის” ნახევარფინალის დამთავრების შემდეგ მარსელ ჰასტენბერგს მაისური გაუცვალა, ეს კი უეფას კორონარეგულაციების დარღვევაა. ფრანგულმა კლუბმა გერმანულს 3:0 მოუგო, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და იქ „ბაიერნსა” და „ლიონს” შორის გამარჯვებულს ელოდება. უეფას 31 გვერდიან პროტოკოლში კი წერია: „მოთამაშეებს ეძლევათ რეკომენდაცია მაისურები არ გაცვალონ”. ამ დოკუმენტს ჰქვია...








