როგორც „ლაიპციგის” მწვრთნელი, 33 წლის იულიან ნაგელსმანი კარიერის ყველაზე დიდი მატჩის მოლოდინშია — ხუთშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მისი გუნდი „ატლეტიკოს” ხვდება. მეორე მხრივ, მას კარგად ესმის, რომ მომავალი წინ აქვს და მის დაგეგმვაზე ფიქრობს. ნაგელსმანმა ესპანურ „მარკას” ასე უთხრა: „ბაზარი ხომ მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპით მუშაობს. ამწუთას, მე „ლაიპციგთან” კონტრაქტით ვარ შეკრული, მაგრამ, ვინ იცის,...
ჭდე: ლაიფციგი
ატლეტიკოში ორი კორონაა!
ჩემპიონთა ლიგაში „ლაიპციგთან” მეოთხედფინალურ მატჩამდე ოთხი დღით ადრე, „ატლეტიკოში” covid 19-ის ორი შემთხვევა დადასტურდა. დიეგო სიმეონეს გუნდი ლისაბონში ხუთშაბათს თამაშობს. ორმა დადებითმა ტესტმა მადრიდელებს მზადების გეგმა აურია, რადგან დაავადებულები ახლა ვარჯიშებს უნდა გამოაკლდნენ და შინ დარჩნენ. მათი ვინაობა არ დაუსახელებიათ, მაგრამ AS-მა დაწერა, რომ ისინი ფეხბურთელები არიან. „ატლეტიკო” პორტუგალიის დედაქალაქში დღეს საღამოს უნდა გაფრენილიყო, მაგრამ...
თქვენი აღარა ვარ, მორჩა…
24 წლის ტიმო ვერნერი „ლაიპციგს” გულიანი თამაშით გამოეთხოვა. აწ უკვე „ჩელსის” თავდამსხმელმა, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, მარტომ მოუგო „აუგსბურგს” — 2:1. მიმდინარე სეზონში გატანილი 27-ე და 28-ე გოლებით ის ბუნდესლიგას დაემშვიდობა და „სქაი სპორტს” ინტერვიუ მისცა. „რასაკვირველია, დღევანდელი გამარჯვება მახარებს, — თქვა ვერნერმა რომელიც „საქსონების” შემადგენლობაში 2016 წლიდან გამოდიოდა, — ჩემთვის სეზონი დიდებულად დასრულდა. მთელი...
რაცა ვართ, ესა ვართ
„ლაიფციგთან” შეხვედრაში „ტოტენჰემი” შინ დამარცხდა 0:1, დელე ალი 64-ე წუთზე შეცვალეს და ის გაბრაზდა. 23 წლის ნახევარმცველმა თავი ვერ მოთოკა, ჯერ ბუცები დაანარცხა, შემდეგ კი წყლის ბოთლი. „სფურზის” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ თქვა: „ვფიქრობ, ის საკუთარ თავზე გაბრაზდა და არა ჩემზე. დელე კარგად მიხვდა, რატომაც შევცვალე. მისი გასვლის შემდეგ გუნდის თამაში გამოსწორდა”. „ლაიფციგთან” მატჩში ლონდონელებს ჰარი...



