ბოლო დროს მივეჩვიეთ, რომ ევროპის სტადიონები მეტ-ნაკლებად თითქმის ყველგან ივსება. თუმცა, გერმანიაში კოვიდსიტუაცია გართულებულა და ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი და ხვალინდელი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებიც ლაიფციგსა და მინხენში უმაყურებლოდ ჩატარდება.
„ვნერვიულობთ, რადგან გერმანიაში არცთუ კარგი კოვიდსიტუაციაა. პრობლემა ვერ მოგვარდა. ისევ აუცილებელია პირბადეებით სიარული და დიდი სიფრთხილეა საჭირო. კარგი იქნებოდა სავსე ტრიბუნების ფონზე თამაში, მაგრამ რა გაეწყობა. მთავრობამ ასე გადაწყვიტა,“ – განაცხადა მანჩესტერელთა დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ.
„ლაიფციგი“ – „მანჩესტერ სიტის“ მატჩი დღეს, 7 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ხოლო „ბაიერნი“ – „ბარსელონა“ ხვალ 23.55 ზე.
აქვე გეტყვით, რომ დღეს და ხვალ გერმანიაში კიდევ ორი თამაშია. „დორტმუნდი“ – „ბეშიქთაშს“ მიუნხენური მატჩის პარალელურად დაუპირისპირდება, ხოლო ოთხშაბათს „ვოლფსბურგი“ „ლილს“ შეხვდება.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/09/2026 | 16:02ლიდერმა გამარჯვება გაიხსენა
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 18:56ბათუმი აღარ ხუმრობს
აქეთურ-იქითური07/09/2026 | 15:31ბათუმი ლიდერს მიუახლოვდა
აქეთურ-იქითური01/09/2026 | 15:03მეშახტეს ტური