ჭდე: ერლინგ ჰოლანდი

Home ერლინგ ჰოლანდი
გამხდარი და პატარა ჰოლანდი
ჩანაწერი

გამხდარი და პატარა ჰოლანდი

ის 26 ძლიერ გუნდს სურს… „დორტმუნდს“ არ ასვენებენ. ამბობენ, ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი პოპულარობით უკვე უახლოვდება ზამთრის სახეობების სპორტსმენებსო, ისინი კი ოლიმპიური ჩემპიონები არიან, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებს ხომ ულაპარაკოდ იგებენ. ჰოლანდის პირველი მწვრთნელი ალფ-ინგე ბერნტსენი იხსენებს… ისე, ერლინგის მამასაც ალფ-ინგე ერქვა, ინგლისის პრემიერლიგის გუნდებში თამაშობდა. ოღონდ მამა მცველი იყო, ჰოლანდი კი მცველებისთვის საფრთხობელაა. ბერნტსენი: „ერლინგ...

ლაპორტამ რაიოლასთან ოთხი ფეხბურთელი ახსენა
ჩანაწერი

ლაპორტამ რაიოლასთან ოთხი ფეხბურთელი ახსენა

ამ დღეებში „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იტალიელ სუპერაგენტ მინო რაიოლას შეხვდა. როგორც კატალონიურმა პრესამ შეიტყო, მათ ოთხი ფეხბურთელი ახსენეს. ესენია: ერლინგ ჰოლანდი, ჩავი სიმონსი, პოლ პოგბა და ნუსაირ მაზრაუი. ბოლო სამს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის ვადა 2022 წელს გაუდის. ჰოლანდს და „დორტმუნდს“ პირობა აქვთ დადებული, რომ თუ ზაფხულში გამოჩნდება მყიდველი, რომელიც 75 მილიონ ევროს გადაიხდის, გერმანული...

წადი, შვილო… გრანდში
ჩანაწერი

წადი, შვილო… გრანდში

ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა ფიქრობს, რომ ნორვეგიელი მალე გუნდს გამოიცვლის. „დორტმუნდი“ საშინელ ფორმაშია, რაც ჰოლანდის კარიერას ძალიან დაღს ასვამს. მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, – ეს ის გუნდებია, რომლებიც ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირებას ცდილობენ. ამათგან, „იუნაიტედს“ უკვე ჰქონდა ჰოლანდის შეძენის შანსი, როდესაც ნორვეგიელი ჯერ კიდევ „ზალცბურგში“ თამაშობდა, თუმცა ინგლისელებს „დორტმუნდმა“ აჯობა. ახლა კი...

ხვიჩა ათეულში
ჩანაწერი

ხვიჩა ათეულში

ევროპულმა მედიამ ის ევროპელი ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ, მათი სატრანსფერო ღირებულება კი 10-15 მილიონ ევროს აღემატება. საინტერესოა, რომ ათეულში მოხვდა ჩვენი იმედი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის სატრანსფერო ფასიც სწორედ 15-20 მილიონის ფარგლებში მერყეობს. ცხადია, ათეულის სათავეში ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი გახლავთ, ვინც ბოლო სანაკრებო მატჩები გამოტოვა და ეს მისი გუნდის შედეგიანობაზეც აისახა....

ბარსას ჰოლანდს შეპირდნენ
ჩანაწერი

ბარსას ჰოლანდს შეპირდნენ

არახალია, რომ „ბარსელონა“ სერიოზულადაა დაინტერესებული „დორტმუნდის“ ნორვეგიელი შემტევი ერლინგ ჰოლანდით. გასულ ზაფხულს ესპანელთა პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ფეხბურთელის მამას და აგენტსაც კი შეხვდა. საქმეს ის ართულებს, რომ „ბარსელონას“ სერიოზული ფინანსური კრიზისი აქვს და ასეთ ტრანსფერს ვერ გასწვდება. ჟოან ლაპორტას მშველელად რამდენიმე საინვესტიციო ფონდი მოევლინა, რომლებიც მზად არიან, კლუბს ჰოლანდის გადაბირებაში დაეხმარონ. „ბარსას“ ნორვეგიელისთვის ბრძოლაში კონკურენტებად „რეალი“...

15 მილიონი და გავდივართ
ჩანაწერი

15 მილიონი და გავდივართ

ერლინგ ჰოლანდი დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ფინანსური კრიზისის პირობებში მისი გაყიდვით ნებისმიერი კლუბის ბიუჯეტი იგრძნობდა შვებას, მაგრამ ასე არ ფიქრობენ „დორტმუნდის“ ბოსები. მათ ფორვარდის კიდევ ერთი წლით შენარჩუნება სურთ და თანხმობის შემთხვევაში მზად არიან, ჰოლანდს ხელფასი წლიური 8-დან 15 მილიონ ევრომდე გაუზარდონ. ჩიტი ბრდღვნად აშკარად ღირს – ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა ბუნდესლიგის პირველ 5...

ჰოლანდის შემცვლელი ტურინიდან
ჩანაწერი

ჰოლანდის შემცვლელი ტურინიდან

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ფორვარდ ფედერიკო კიეზას „დორტმუნდმა“ დაადგა თვალი. გერმანელები მასში ერლინგ ჰოლანდის შემცვლელს ხედავენ, რომელსაც, ხვდებიან, რომ ვერ შეინარჩუნებენ. 23 წლის კიეზა ევროპის წინა ჩემპიონატზე 7 შეხვედრაში 2 გოლით გამოირჩა. მისი სატრანსფერო უფლებები „ფიორენტინას“ ეკუთვნის, ტურინში კი 2020 წლის შემოდგომაზე იჯარით გადავიდა. გასულ სეზონში მან „იუვეში“ 9 გოლი და ამდენივე საგოლე პასი...

ჰოლანდს გოლები არ ჰყოფნის
ჩანაწერი

ჰოლანდს გოლები არ ჰყოფნის

ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში გიბრალტართან (5:1) ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა საკუთარი შედეგიანობით მაინც უკმაყოფილოა. „თუ შევხედავთ, ჩატარებული მატჩებისა და გოლების რაოდენობას, ბევრი ვერ გამაქვს. ვფიქრობ, თამაშების რაოდენობაზე უფრო მეტი ბურთი უნდა მქონდეს შეგდებული. ჩემი მიზანი სწორედ ეს არის და შედეგიანობაც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესო“, – განაცხადა ნორვეგიელმა შემტევმა. გეტყვით, რომ ჰოლანდს ნორვეგიის...

ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკური გეგმები
ჩანაწერი

ფლორენტინო პერესის ახალი გალაქტიკური გეგმები

„რეალს“ ახალი გალაქტიკოს შექმნა გადაუწყვეტია: სურს ერთი წლის შემდეგ გუნდში კილიან მბაპეც ჰყავდეს და ერლიგნგ ჰოლანდიც. „რეალისა“ და მბაპეს ისტორია მოგეხსენებათ: მადრიდელებს ამ ზაფხულს 22 წლის ფრანგის შეძენა სურდათ, მაგრამ „პარი სენ ჟერმენთან“ ფასზე ვერ შეთანხმდნენ. პარიზელებმა მსოფლიოს ჩემპიონი 200 მილიონ ევროდაც კი არ გაყიდეს. ამის მიუხედავად, მათ თავდამსხმელთან განშორება წლეულს ალბათ მაინც მოუწევთ. მიზეზი...

ლევანდოვსკი 300+
ჩანაწერი

ლევანდოვსკი 300+

შაბათს მიუნხენის „ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მორიგ ტურში ბერლინის „ჰერტა“ 5:0 გაანადგურა. ხუთიდან სამი გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა. ამ ჰეთ-თრიქით პოლონელმა „ბაიერნის“ მაისურით გატანილი გოლების რაოდენობა 301-მდე გაზარდა. ისტორიული შედეგის დასაფიქსირებლად ლევანდოვსკიმ 333 მატჩი იკმარა. თუ ამას 65 საგოლე გადაცემასაც დავუმატებთ, გამოდის, რომ ერთი შედეგიანი მოქმედების შესასრულებლად მას 77 წუთი სჭირდება. დღეისათვის ლევანდოვსკი 5 გოლით ლიდერობს ბუნდესლიგის...