ევროპულმა მედიამ ის ევროპელი ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ, მათი სატრანსფერო ღირებულება კი 10-15 მილიონ ევროს აღემატება.
საინტერესოა, რომ ათეულში მოხვდა ჩვენი იმედი ხვიჩა კვარაცხელია, რომლის სატრანსფერო ფასიც სწორედ 15-20 მილიონის ფარგლებში მერყეობს.
ცხადია, ათეულის სათავეში ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი გახლავთ, ვინც ბოლო სანაკრებო მატჩები გამოტოვა და ეს მისი გუნდის შედეგიანობაზეც აისახა. ათეულშია მეორე ნორვეგიელიც – მარტინ ოდეგორი, რომელიც 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამათ შორის საჯვირველად ორი ალბანელის ადგილიც მოიძებნა, თუმც რაღა საკვირველად, როცა ჯამში ჯიმშიტისა და კუმბულას ფასი 44 მილიონი არის.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ აწ დასრულებულ შესარჩევ ციკლში 4 გოლი გაიტანა.
ათეული კი ასეთია
- ერლინგ ჰოლანდი (ნორვეგია, 150 მილიონი)
2. იან ობლაკი (სლოვენია, 70 მილიონი)
3. მილან შკრინიარი (სლოვაკეთი, 60 მილიონი)
4. მარტინ ოდეგორი (ნორვეგია, 40 მილიონი)
5. სტეფან სავიჩი (მონტენეგრო, 25 მილიონი)
6. დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი, 25 მილიონი)
7. ბერატ ჯიმშიტი (ალბანეთი, 22 მილიონი)
8. მარაშ კუმბულა (ალბანეთი, 22 მილიონი)
9. მარონ სოლომონი (ისრაელი, 20 მილიონი)
10. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო, 18 მილიონი)
10. მირალემ პიანიჩი (ბოსნია, 18 მილიონი)
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
