როგორც ჩანს, ფეხბურთში ძალიან დიდი ფულიც კი ზოგჯერ უძლურია. დორტმუნდელმა ერლინგ ჰოლანდმა უარი შეუთვალა პსჟ-ს. ფრანგებს ეიმედებოდათ, რომ 200 მილიონ ევროდ დაიმატებდნენ ნორვეგიელს, რომელიც მბაპეს ჩაანაცვლებდა. პარიზელებმა ნიადაგის მოსინჯვა ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას სთხოვეს, მაგრამ 21 წლის ფორვარდის პასუხი ცალსახა იყო – მას 2022 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. სწორედ მომავალი წლიდან შევა ძალაში...
ჭდე: ერლინგ ჰოლანდი
აზარი იუვეს უარობს
კარგა ხანია „რეალი“ ბელგიელი ედენ აზარის გაყიდვას ცდილობს და ძლივს რეალური ვარიანტი გამოუჩნდა, მაგრამ… 30 წლის ფორვარდს მადრიდიდან წასვლა არ უნდა. არც გაემტყუნება: ასეთ ფორმაში მყოფ აზარს წლიურად 15 მილიონ ევროს არავინ გადაუხდის. მათ შორის არც ტურინის „იუვენტუსი“, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელს ეძებს. 2019 წელს ფლორენტინო პერესმა აზარი „ჩელსიდან“ დაახლოებით 113 მილიონ ევროდ იყიდა, დღეს...
მინო რაიოლა – ვარსკვლავთმრიცხველი
ყველაზე გავლენიანი საფეხბურო აგენტი მინო რაიოლა თითქმის ყველა ვარსკვლავური ტრანსფერის უკან, უფრო სწორედ კი წინ დგას — ნიადაგის მოსინჯვიდან დაწყებული და ფეხბურთელის ხელფას-ბონუსებით დასრულებული გზა მან უნდა გაკვალოს და ფაქტობრივად, პირდაპირ სამედიცინო შემოწმებაზე ჩაიყვანოს ფეხბურთელი. ამჯერად მისი სახელი ერლინგ ჰოლანდთან დაკავშირებით გახდა აქტუალური. “დორტმუნდის” 20 წლის ვარსკვლავი “რეალს” სურს, მაგრამ ტრანსფერისგან თავს იკავებს მინო რაიოლას...
ჰოლანდი, ნორვეგიელთა ოცნების ამსრულებელი
„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ვარსკვლავი, 21 წლის ერლინგ ჰოლანდი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად არის ცნობილი, მაგრამ გერმანიის სუპერთასის დღეს, თავი სხვა მხრივაც გამოიჩინა. სუპერთასზე „ბაიერნმა“ „შავ-ყვითლებს“ 3:1 მოუგო, თუმცა მატჩის დამთავრების შემდეგ ჰოლანდმა მოიგო მთელი გერმანიის გული. ფორვარდმა, რომლის გადაბირების იმედი „რეალს“ ჯერაც არ გადაუწურავს, ტრიბუნაზე პატარა ნორვეგიელი ფანი შეამჩნია, რომელსაც ბანერი ეჭირა და მას სამახსოვროდ მაისურს...
ჰოლანდი და კრიშტიანუ
ერლინგ ჰოლანდი, რომელიც 21 ივლისს 21 წლისა ხდება, დიდი კლუბების ინტერესის საგანია. იტალიურმა გაზეთმა „ლა რეპუბლიკამ” გაავრცელა ცნობა, რომ ნორვეგიელის შეძენა „იუვენტუსსაც” სურს. გაზეთი წერს, რომ ის ტურინში 36 წლის დიდი ვარსკვლავის, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად ესახებათ. რონალდუს” კონტრაქტს „ბებერ ქალბატონთან” ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. „შპორტ ბილდის” თქმით კი იმავე ზაფხულს, ჰოლანდის „დორტმუნდისგან” გამოსყიდვის...
მანჩესტერ იუნაიტედს სანჩო გადაუბირებია
„სანი” ექსკლუზიურად აცხადებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ევრო 2020-ის დამთავრების შემდეგ ჯეიდონ სანჩოს იყიდის. „იუნაიტედი” „დორტმუნდთან” მოლაპარაკებათა აქტიურ ფაზაში ყოფილა. მხარეები თურმე უკვე თავად სანჩოს პირობებს ათანხმებენ. ინგლისის ნაკრების გარემარბი „ოლდ ტრეფორდზე”, ხუთი წლის განმავლობაში, კვირაში 350 000 გირვანქას მიიღებსო. გერმანული კლუბი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” მას თავიდან 61 მილიონი გირვანქა შესთავაზა, მაგრამ იძულებული გახდა თანხა...
კაცი, რომელიც ბუნდესლიგის ორ კლუბზე ძვირია
საიტმა Transfermarkt.de ბუნდესლიგის ახალი საბაზრო ფასები გამოაქვეყნა. შედეგი კურიოზული გამოვიდა: 20 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მთელი „ვერდერი” და „შალკე”. „დორტმუნდის” ფორვარდის ფასი აქამდე 110 მილიონი ევრო იყო, გაძვირების შემდეგ კი 130 მილიონი გახდა. ამრიგად, ჰოლანდი „პარი სენ ჟერმენის” 22 წლის თავდამსხმელის კილიან მბაპეს შემდეგ მეორე ადგილზეა. მბაპე 160 მილიონი ევრო...
საუკეთესო ბუნდესლიგელი
შესაძლოა, ბევრისთვის სადავო თემა იყოს, მაგრამ როგორც „დორტმუნდის“ პრესსამსახური იუწყება, ბუნდესლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინ ჰოლანდი დასახელდა. და რობერტ ლევანდოვსკი? პოლონელს ფანტასტიური სეზონი ჰქონდა და შედეგიანობაში ლიგის ყველა დროის რეკორდი მოხსნა – 41 გოლი. თუმცა, ჯაბანი არც ყმაწვილი ნორვეგიელი იყო – 28 შეხვედრაში 27 გოლის გატანას და 8 საგოლე გადაცემის შესრულებას გვარიანი ბიჭობა უნდა. და...
ერთი ფინალი. ორი რეკორდი
„დორტმუნდმა“ გერმანიის თასის ფინალში 4:1 დაამარცხა „ლაიფციგი“ და სეზონს მაჟორულ ნოტაზე ასრულებს. უკვე პირველ ტაიმში დუბლი მიითვალა დორტმუნდელთა განაპირა შემტევმა ჯეიდონ სანჩომ. აქამდე მასზე ახალგაზრდას თასის ფინალში დუბლი არავის შეუსრულებია. 21 წლის და 49 დღის სანჩო რეკორდის ავტორი კი შეიქნა, თუმცა სულ რაღაც ერთი საათით. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დუბლი გაიფორმა სანჩოს თანაგუნდელმა ერლინგ...
მზად ვარ წავიდე, თუ…
ერლინგ ჰოლანდი კვლავაც რჩება ევროპული ფეხბურთის ერთერთ მთავარ ნიუსმეიკერად. 20 წლის ნორვეგიელი გოლეადორი მზად არის ამ ზაფხულსვე დატოვოს „დორტმუნდი“ , თუ გუნდი ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ჯერჯერობით კი დორტმუნდელები 31 ტურის შემდეგ მოპოვებული 55 ქულით მეხუთე ადგილზე არიან. რაც შეეხება ჰოლანდის პირად მონაგარს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჯამში გამართულ 38 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა...









