ერლინგ ჰოლანდი მოახლოებული სატრანსფერო სეზონის მთავარი გმირი რომ იქნება, ეს უკვე ფაქტია. 20 წლის ნორვეგიელის ყიდვას ბევრი მდიდარი კლუბი ცდილობს, მათ შორის არის „ბარსელონა”. ცხადია, თუ მოთამაშის გაყიდვას ვერ ასცდება, „დორტმუნდს” ფორვარდის სანაცვლოდ რაც შეიძლება დიდი თანხის მიღება მოუნდება, აგენტი მინო რაიოლა კი ცდილობს საქმე რამენაირად ისე გაკვაჭოს, რომ გერმანელების გარდა სხვებმაც იხეირონ. რასაკვირველია, ის...
ჭდე: ერლინგ ჰოლანდი
ხარბი მამა და აგენტი
„ბარსელონაში” კარგად იციან, რომ „დორტმუნდისგან” 20 წლის ერლინგ ჰოლანდის ყიდვა ძვირი დაუჯდებათ, მაგრამ ამდენ „დამატებით გადასახადს” ნამდვილად არ ელოდნენ. კატალონიურმა რადიომ RAC 2-მა გაავრცელა ცნობა, რომ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ-ინგე, დამატებით 40 მილიონს ითხოვენ — თითო ოცს. საკუთრივ ფეხბურთელს ხელფასად წელიწადში 30 მილიონი სჭირდება. „შპორტ ბილდი” წერს, რომ ასეთი თანხის მოძიება „ბარსელონას”...
ნეიმარი ისევ გააძევეს.
ნეიმარი მოედნიდან გააძევეს. „პარი სენ ჟერმენი” შინ დამარცხდა „ლილთან” (0:1) და გამარჯვებულს ცხრილში ლიდერობა დაუთმო. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პირველი ყვითელი ბარათი 48-ე წუთზე მიიღო, 90-ე წუთზე კი 20 წლის პორტუგალიელ მეტოქეს, ტიაგო ჯალოს ხელი ჰკრა, აუტის ხაზს გადაღმა გადავარდნილი ბურთის აღების საშუალება არ მისცა და მეორე ყვითლითაც დაისაჯა. ეს გახლდათ ნეიმარის მესამე გაძევება საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო...
გეგმა B
ახლოვდება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა და „ბარსელონა” ტოპ-კლასის თავდამსხმელის შესაძენად ემზადება. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ კატალონიელებს ყველაზე მეტად ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდის შეძენა უნდათ, მაგრამ 20 წლის ფორვარდზე ტაციაობაა, ამიტომ საჭიროა სათადარიგო ვარიანტიც. ბარსელონური გაზეთის „სპორტის” ინფორმაციით ერთ-ერთი ასეთი ვარიანტი „ტოტენჰემიდან” 27 წლის ჰარი კეინის გადაბირებაა. ამბობენ, რომ ინგლისელი არ არის წინააღმდეგი პრემიერლიგიდან წავიდეს და ბედი...
ჰოლანდი უკვე ბარსელონაშია
სავარაუდოდ, ტრანსფერი ამ ზაფხულსვე შედგება. ჰოლანდი უკვე ბარსელონაში ჩაფრინდა, მაგრამ არა თავად ერლინგი, მამამისი – ალფ-ინგე ჰოლანდი. მასთან ერთადაა ფეხბურთელის ყოვლისშემძლე აგენტი მინო რაიოლა. ბარსელონას აეროპორტში მათ კლუბის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას ნდობით აღჭურვილი პირი დახვდათ. მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. „დორტმუნდი“ 20 წლის ფორვარდში 180 მილიონ ევროს ითხოვს და შესათანხმებელი მხოლოდ პირადი კონტრაქტის დეტალებიღა დარჩა.
ჰოლანდს ესპანეთში სახლი უყიდია
ახლოვდება სატრანსფერო სეზონი და უკვე ცხადია, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი გმირი ერლინგ ჰოლანდი იქნება. „დორტმუნდის” ნორვეგიელი თავდამსხმელის ყიდვა ევროპის ბევრ წამყვან კლუბს სურს. თავად ფეხბურთელსაც უნდა ბუნდესლიგიდან წასვლა. ესპანური გაზეთი Deportes Cuatro 20 წლის ფორვარდის გეგმებს ასაჯაროვებს. ჰოლანდს „დორტმუნდის” ხელმძღვანელობისთვის უთქვამს, ესპანეთში სახლი უკვე შევიძინეო. ახალგაზრდა ვარსკვლავის ეს ნათქვამი აღიქვეს, როგორც ლა ლიგაში გადასვლის სურვილი...
დორტმუნდმა ჰოლანდს ფასი მიაკრა
იმ დღიდან, რაც „ბარსელონას” პრეზიდენტად ჟოან ლაპორტა აირჩიეს, ესპანეთში ლაპარაკობენ, რომ ის „კამპ ნოუზე” ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს მიიყვანს. დღეს, მსოფლიოში, თუკი მდიდარ კლუბებს ვინმეს ყიდვა სურთ, ეს „დორტმუნდის” 20 წლის თავდამსხმელია. ამასთან, „ბარსას” ქომაგები ლეო მესისა და ჰოლანდის წყვილიზე ოცნებობენ. და აი, ESPN წერს, რომ „დორტმუნდმა” ჰოლანდს ფასი დაადო — 180 მილიონი ევრო. კორონაპანდემიით გამოწვეული...
ულტიმატუმი
20 წლის ნორვეგიელ ერლინგ ჰოლანდს ჩანს ამბიცია მიეძალა და „დორტმუნდს“ უკვე ულტიმატუმი წაუყენა. საქმე იმაშია, რომ გერმანული კლუბის მომავალი შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში ბუნდოვანია. შედეგად, ჰოლანდი ითხოვს, რომ გუნდი თუ მთავარი ევროპული ტურნირის გარეშე დარჩა, ტრანსფერზე დააყენონ. ჰოლანდი კი, სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია და ზაფხულში მასზე დიდი ნადირობაა მოსალოდნელი. „დორტმუნდი“ თუ ჰოლანდს ამ ზაფხულს გაყიდვის,...
ჰოლანდმა ორი გოლი გაიტანა და გაბრაზდა
„დორტმუნდმა” ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა — კიოლნში 2:2 ითამაშა და რომ არ წააგო, ერლინგ ჰოლანდს უნდა უმადლოდეს. „კიოლნი” წლეულს სუსტად თამაშობს, ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. „დორტმუნმა” მასთან შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზევე გახსნა — პირველი გოლიც ჰოლანდმა შეაგდო — მაგრამ, შემდეგ მასპინძლებმა ფხა გამოიჩინეს, ორი გაიტანეს და გამარჯვებამდე აღარაფერი აკლდათ, მაგრამ სტუმრები...
ჩელსის აკლია ცხრა და აქვს კოდური სიტყვები
უკვე 12 თამაშია, რაც თომას ტუხელი „ჩელსის” სათავეში უდგას და მისი ხელმძღვანელობით გუნდს ჯერ ერთხელაც არ წაუგია. ეს, რასაკვირველია ჩინებული შედეგია, მაგრამ „ლურჯების” ვეტერანი, ჯო კოული ამბობს, რომ ჩემპიონობისთვის მის ყოფილ გუნდს ერთი ფეხბურთელი აკლია და მას ერლინგ ჰოლანდი ჰქვია. ბოლო ტურში, „ჩელსისა” და „ლიდსის” 0:0-ის შემდეგ, კოულმა BT Sports-ზე მატჩის შეფასებისას ასე თქვა: „ჩემი...









