მზად ვარ წავიდე, თუ…

Home აქეთურ-იქითური მზად ვარ წავიდე, თუ…
მზად ვარ წავიდე, თუ…

ერლინგ ჰოლანდი კვლავაც რჩება ევროპული ფეხბურთის ერთერთ მთავარ ნიუსმეიკერად.

20 წლის ნორვეგიელი გოლეადორი მზად არის ამ ზაფხულსვე დატოვოს „დორტმუნდი“ , თუ გუნდი ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. ჯერჯერობით კი დორტმუნდელები 31 ტურის შემდეგ მოპოვებული 55 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

რაც შეეხება ჰოლანდის პირად მონაგარს, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჯამში გამართულ 38 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. მისი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი, მაგრამ თუ მსურველი გამოჩნდა, 110 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. იმის გათვალისწინებით, რომ რეალური მსურველები „რეალი“ და „სიტი“ არიან, თანხის პრობლემა არ იქნება.

ჰოლანდი - ეს მძიმე შეხვედრა იყო

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".