ჭდე: დორტმუნდი

Home დორტმუნდი
ჰოლანდი ჯეიმი ვარდისგან თამაშს სწავლობს
ჩანაწერი

ჰოლანდი ჯეიმი ვარდისგან თამაშს სწავლობს

ერლინგ ჰოლანდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, რომლის შეძენაც თითქმის ყველა მდიდარ კლუბს უნდა. ეჭვი არავის ეპარება, რომ ნორვეგიელი ამ ზაფხულს „დორტმუნდიდან“ წავა. თავის მხრივ, გერმანული კლუბიც ცდილობს ფორვარდს ახალი ხელშეკრულება დაადებინოს. ჰოლანდი ფიზიკურად ძლიერია, იმავდროულად არის სწრაფი და კარში დარტყმისას ზუსტი. ის მხოლოდ 21 წლისაა. მისი შედეგი შთამბეჭდავია: ბუნდესლიგის 57 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა. და...

რატომ წახვედი, ცვაიერ?
ჩანაწერი

რატომ წახვედი, ცვაიერ?

გერმანელმა მსაჯმა ფელიქს ცვაიერმა კარიერაში პაუზა აიღო – საქმიანობას შევეშვი, სანამ ფსიქოლოგიურად უკეთ არ ვიგრძნობ თავსო… ეს მას შემდეგ, რაც „დორტმუნდის“ ჯუდ ბელინგემმა ძველი ამბები გაუხსენა. ინგლისელმა ნახევარმცველმა დაახლოებით ერთი თვის წინ „დორტმუნდი“ – „ბაიერნის“ მატჩის მერე გაბრაზებულმა თქვა, როგორ ანდეთ ასეთი თამაში მსაჯს, რომელიც ჩაწყობაში და გარიგებაში მონაწილეობდაო. 18 წლის წინ ცვაიერი სკანდალური არბიტრის რობერტ...

პაულო სოუზა, ეს მშიშარა კაცის საქციელია!
ჩანაწერი

პაულო სოუზა, ეს მშიშარა კაცის საქციელია!

პაულო სოუზამ პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა. თან დატოვა, თან ჯერ ბოლომდე არ წასულა… საქმე ისაა, რომ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზბიგნევ ბონეკმა პაულო სოუზას განცხადება არ მიიღო. მოკლედ, მურვანიძე ხელს არ აწერს. არადა, პორტუგალიელს წასვლა უნდა, რადგან ბრაზილიაში ელიან: „ფლამენგო“ გამზადებულ კონტრაქტს სთავაზობს და პაულო სოუზაც თანახმაა. აი, რა დაწერა პოლონელმა ჟურნალისტმა მაცეი ვასოვსკიმ:...

გამხდარი და პატარა ჰოლანდი
ჩანაწერი

გამხდარი და პატარა ჰოლანდი

ის 26 ძლიერ გუნდს სურს… „დორტმუნდს“ არ ასვენებენ. ამბობენ, ნორვეგიელი ერლინგ ჰოლანდი პოპულარობით უკვე უახლოვდება ზამთრის სახეობების სპორტსმენებსო, ისინი კი ოლიმპიური ჩემპიონები არიან, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებს ხომ ულაპარაკოდ იგებენ. ჰოლანდის პირველი მწვრთნელი ალფ-ინგე ბერნტსენი იხსენებს… ისე, ერლინგის მამასაც ალფ-ინგე ერქვა, ინგლისის პრემიერლიგის გუნდებში თამაშობდა. ოღონდ მამა მცველი იყო, ჰოლანდი კი მცველებისთვის საფრთხობელაა. ბერნტსენი: „ერლინგ...

80 მილიონი. მიდი და ებრძოლე ბაიერნს…
ჩანაწერი

80 მილიონი. მიდი და ებრძოლე ბაიერნს…

ფოტოზე დირექტორები არიან: „დორტმუნდის“ ჰანს-იოაჰიმ ვატცკე და „ბაიერნის“ კარლ-ჰაინც რუმენიგე. ზედიზედ მერამდენე წელია, რაც მიუნხენური გრანდი გერმანიაში ხელშეუხებელია, ხოლო დორტმუნდელები ვითომ მისდევენ, ხან გაუსწრებენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს ახერხებენ. ახლაც მორჩა ყველაფერი… „დორტმუნდმა“ მოუკლო და უკვე 9 ქულით ჩამორჩა ლიდერს (არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მომავალ ჩემპიონს). აი, რა თქვა ვატცკემ: „მათი შემხედვარე, მიახლოვება შეუძლებელია....

წადი, შვილო… გრანდში
ჩანაწერი

წადი, შვილო… გრანდში

ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა ფიქრობს, რომ ნორვეგიელი მალე გუნდს გამოიცვლის. „დორტმუნდი“ საშინელ ფორმაშია, რაც ჰოლანდის კარიერას ძალიან დაღს ასვამს. მადრიდის „რეალი“, „მანჩესტერ სიტი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, – ეს ის გუნდებია, რომლებიც ახალგაზრდა თავდამსხმელის გადაბირებას ცდილობენ. ამათგან, „იუნაიტედს“ უკვე ჰქონდა ჰოლანდის შეძენის შანსი, როდესაც ნორვეგიელი ჯერ კიდევ „ზალცბურგში“ თამაშობდა, თუმცა ინგლისელებს „დორტმუნდმა“ აჯობა. ახლა კი...

ვინ არის ადეიემი?
ჩანაწერი

ვინ არის ადეიემი?

ეს 19 წლის ყმაწვილი ჯერჯერობით ავსტრიული „ზალცბურგის“ ფორვარდია, მაგრამ დიდი ალბათობით, უკვე ამ ზამთარს გამოიცვლის სამუშაო ადგილს. გერმანელი ქარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს ესპანური „ბარსელონა“ იჩენს, რომელიც მზადაა, უახლოეს დღეებში „ზალცბურგს“ 40-მილიონიანი წინადადებით მიმართოს. ესპანელთა კონკურენტი კი „დორტმუნდია“. ეს კლუბი 35 მილიონ ევროს იხდის, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტს და წლიურად 5 მილიონ ევროს სთავაზობს. მართალია,...

15 მილიონი და გავდივართ
ჩანაწერი

15 მილიონი და გავდივართ

ერლინგ ჰოლანდი დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია. ფინანსური კრიზისის პირობებში მისი გაყიდვით ნებისმიერი კლუბის ბიუჯეტი იგრძნობდა შვებას, მაგრამ ასე არ ფიქრობენ „დორტმუნდის“ ბოსები. მათ ფორვარდის კიდევ ერთი წლით შენარჩუნება სურთ და თანხმობის შემთხვევაში მზად არიან, ჰოლანდს ხელფასი წლიური 8-დან 15 მილიონ ევრომდე გაუზარდონ. ჩიტი ბრდღვნად აშკარად ღირს – ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა ბუნდესლიგის პირველ 5...

სანჩო მანჩესტერში ისევ ნულია
ჩანაწერი

სანჩო მანჩესტერში ისევ ნულია

ზაფხულში „დორტმუნდან“ „მანჩესტერში” გადაბარგების შემდეგ ჯეიდონ სანჩო ჯერაც ვერაფრით გამოირჩა – მის ანგარიშზე 0 გოლი და 0 საგოლე გადაცემაა. არადა, სანჩომ მანკუნიანელთა მაისური უკვე 8-ჯერ მოირგო და აქდან 5-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო. ინფორმაციისთვის: „დორტმუნდის“ შემადგენლობაში ბოლო რვა შეხვედრაში მისი შედეგიანობა 5 გოლი და 5 საგოლე პასი იყო. აშკარაა, რომ 21 წლის ნახევარმცველმა ჯერ ალღო ვერ...

ზიდანი არაფერ შუაშია
ჩანაწერი

ზიდანი არაფერ შუაშია

„პარი სენ ჟერმენის“ მცველმა, მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმიმ ფრანგული „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ 2020-21 წლების სეზონის დასაწყისში ის „რეალიდან“ ზინედინ ზიდანს არ გაუშვია. ჰაკიმი დღეს 22 წლისაა. 2018 წელს ის მადრიდელებმა იჯარით „დორტმუნდში“ გაუშვეს, სადაც 2020 წლის ზაფხულამდე დაჰყო, შემდეგ კი დაპირების თანახმად „სანტიაგო ბერნაბეუზე“ უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ… მოულოდნელად „რეალმა“ „ინტერს“ მიჰყიდა. მაროკოელის გაშვება ზიდანს...