„დორტმუნდის“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბოლო პერიოდში ძველებურად შედეგიანი ვეღარ არის. 5 მატჩი გოლის გარეშე – ასეთი რამ გერმანიაში არ მოსვლია, თუმცა ისიცაა, რომ ამ 5 შეხვედრაში ყოველთვის სრული 90 წუთი ვერ ითამაშა. ნორვეგიელს ტრავმა ჰქონდა და წვრილ-წვრილმა დაზიანებებმა ბოლო ექვს თვეში ძალიან შეაწუხა. სპეციალისტების ნაწილი ნაკლებშედეგიანობას სატრანსფერო ამბებსაც უკავშირებს: ჰოლანდი ჩემოდანზე ზის და ისეთი...
ჭდე: დორტმუნდი
რუსებმა თამაში შეწყვიტეს
რუსულ არხზე „მატჩ. ფუტბოლ 3“ გერმანული ბუნდესლიგის მატჩს აჩვენებდნენ: „დორტმუნდი“ „ლაიპციგს“ ხვდებოდა… მე-13 წუთზე კომენტატორმა იგორ კიტმანოვმა გამოაცხადა, რომ რეპორტაჟი არ გაგრძელდებოდა. „სამწუხაროდ, ტრანსლაცია უნდა შევწყვიტოთ. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მიღებულია, რომ ფეხბურთი პოლიტიკის გარეშე უნდა იყოს, მაგრამ ბუნდესლიგაში ეტყობა ეს წესი არ მოქმედებს“,- თქვა კიტმანოვმა. საქმე ისაა, რომ დორტმუნდის სტადიონზე ბევრჯერ გამოჩნდა კადრი,...
მოდი, ჯერ ფეხბურთის თამაში ვაცადოთ
ბოლო წლებში ინგლისელ ფეხბურთელთა შორის ბარე ორის გამოჩენას არ მოჰყოლია ისეთი ხმაური და მოლოდინი, როგორიც ჯუდ ბილინგემის გამოჩენას მოჰყვა. ის 18 წლისაა, მაგრამ უკვე მთელს მსოფლიოში იცნობენ. „დორტმუნდში“ ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზეა; გარეთ საუთგეიტმა ნაკრებშიც მნიშვნელოვანი როლი ანდო. ბილინგემი ბირმინგემთან ახლოს, სტაურბრიჯში დაიბადა. გასულ კვირას მას Goal’s 2022 NXGN ჯილდო გადასცეს — მსოფლიოს 50 თინეიჯერი ფეხბურთელის სიას...
რუსი ტალანტის ადგილზე ცარიელი გრაფა დატოვეს…
ინგლისურმა Goal.com-მა მსოფლიოს 10 ტალანტის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც 2003 წლის 1 იანვრის შემდეგ არიან დაბადებულები. პირველ ადგილზეა ინგლისელი ჯუდ ბელინგემი, რომელიც „დორტმუნდის“ ერთერთ მთავარ ძალად იქცა. მთლიანობაში, ათეულში ვინც არიან, გულშემატკივრებისთვის ცნობილები არიან… სხვათა შორის, მე-11 ადგილზე რუსი არსენ ზახარიანი გაიყვანეს, მაგრამ ამოშალეს და ახლა იქ ცარიელი ადგილი დატოვეს. აი, სიაც: ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდი“) ფლორიან...
4 ქულა… აზრი?
„დორტმუნდმა“ „მაინცს“ სტუმრად 1:0 მოუგო და 4 ქულითღა ჩამორჩება ბუნდესლიგის ლიდერ მიუნხენის „ბაიერნს“. აქსელ ვიტცელმა 87-ე წუთზე გატანილი გოლით დააბრუნა ინტრიგა გერმანიის ჩემპიონატში. თან, გუნდებს ერთმანეთში სათამაშო აქვთ, მიუნხენშია დარჩენილი ეს მატჩი, სულ კი ბუნდესლიგაში 8 ტური დარჩა. მაგრამ, ვითომ ნამდვილად დაბრუნდა ინტრიგა? ქულებით თითქოს დიახ, მაგრამ რეალურად არის კი „დორტმუნდი“ „ბაიერნის“ შემჩერებელი ამ ეტაპზე?...
პეპი: ასეთი მეტოქე კარიერაში არ მყოლია
დაახლოებით ერთი თვის წინ იურგენ კლოპმა თქვა, რომ „ლივერპული“ პეპის „მანჩესტერ სიტისთვის“ უკანალში ტკივილივითაა, არ გვასვენებსო… პეპ გვარდიოლამ კი დღეს განაცხადა, რომ მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე „ლივერპულია“. მოკლედ, კომპლიმენტები იცვლება. ინგლისის ჩემპიონატში 3 ქულაა სხვაობა. „სიტი“ წინაა და ვნახოთ, როგორი ფინიში გვექნება. გვარდიოლამ სხვაც დაამატა: „ვფიქრობ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ „ლივერპულის“ უკანალში ტკივილს...
ორჯერ მეტი გასამრჯელო არ უნდოდა
გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა თქვა, რომ ნიკლას ზულემ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გადასვლაზე უარი თქვა. ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც სეზონის ბოლოს „ბაიერნთან“ თანამშრომლობის ვადა გაუდის, „დორტმუნდთან“ წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი. არადა, მას შეეძლო არაბული ფულით გამდიდრებული „კაჭკაჭებისგან“ ორჯერ მეტი გასამრჯელო მიეღო, ვიდრე დორტმუნდში გადაუხდიან. ზულეს გადაბირებით „ჩელსი“ და „ბარსელონაც“ იყვნენ დაინტერესებულები. რამდენადაც ცნობილია „ბაიერნიც“ ცდილობდა ფეხბურთელთან ახალი...
როისი, დორტმუნდი, აიწონა-დაიწონა
ასეთი აიწონა-დაიწონა გუნდი ევროპაში, ალბათ, არც არის. „დორტმუნდი“ საოცრებებს სჩადის. ამჯერად მეზობელ „გლადბახს“ 6:0 მოუგო, არადა სულ ბოლო ორკვირიან მონაკვეთში იყო, შინ „ლევერკუზენთან“ 2:5 და „გლაზგო რეინჯერსთან“ 2:4 წაგება რომ მოახერხა. ორი სხვადასხვა გუნდია „დორტმუნდი“. თუ თამაში წაუვა, მართლაც ლამაზად თამაშობს, შეტევა და შეტევა, ხალისი, მოწყენის გარეშე. მარკო როისი – ეს სხვა თემაა. „დორტმუნდის“ 32...
ჩახუტება 0:5 წაგების მერე
ლისაბონის „სპორტინგის“ მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:5 წაგების მერე საინტერესო რამ თქვა: „მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს ჩავეხუტო. მათ ყველაფერი გააკეთეს, მთელი ძალები შეალიეს თამაშს. არ დაგვავიწყდეს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობდით. დრო გვჭირდება, რათა უფრო ძლიერად ვითამაშოთ. ჯერ პორტუგალიის ჩემპიონობით, მერე კი ჩემპიონთა ლიგაში ასეთი კარგი თამაშით დიდი ნაბიჯი გადავდგით, შარშანდელთან შედარებით ეს დიდი...
ზულე – წონაც მიზეზია და ფულიც
რატომ გაიყარა „ბაიერნისა“ და ნიკლას ზულეს გზები? როგორც იცით, ფეხბურთელმა წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა „დორტმუნდთან“, თუმცა კითხვები დარჩა: რატომ შეელია მიუნხენური გრანდი გერმანიის ნაკრების მცველს? ან თავად ზულე რატომ აცხადებდა, რომ გუნდში დარცენის დიდი სურვილი არ ჰქონდა? Kicker-ი წერს, რომ მთავარი მიზეზი ზულეს წონაა. ლიმიტი 100 კილოგრამია, ის კი არდადაგებიდან 104 კგ. დაბრუნდა. და ეს არ...









