ჭდე: დინამო

Home დინამო
დინამო ევროსეზონს ასტანაში იწყებს
ჩანაწერი

დინამო ევროსეზონს ასტანაში იწყებს

12 ივლისს თბილისის „დინამო“ ახალ ევროსეზონს იწყებს. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანას“ შეხვდება. თბილისელები ასტანაში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ. გუნდს ამ მატჩში ვიცე-კაპიტანი ანრი მექვაბიშვილი ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ასევე განაცხადში არ არიან სერბი ფორვარდი ზორან მარუშიჩი და შემტევი თორნიკე კირკიტაძე. ყაზახეთში გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია: მეკარეები: გიორგი ლორია, ლუკა...

დინამო: ლიგისთვის ორი ახალწვეულით…
ჩანაწერი

დინამო: ლიგისთვის ორი ახალწვეულით…

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ თბილისის „დინამომ“ უეფა-ში განაცხადი წარადგინა. „დინამოს“ შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელია, ორივე აფრიკელია – 20 წლის კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველი ჯოზეფ აიენჯოკი და 21 წლის კოტდივუარელი ფლანგის შემტევი მუსა ბაბა სანგარე. აიენჯოკ კამერუნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ის ბოლოს სამშობლოში, „უნიონ დუალაში“ გამოდიოდა. სანგარე კი ბოლოს სლოვაკურ „პოდბრეზოვაში“ თამაშობდა. „დინამო თბილისის“...

სეზონის რეკორდი და ყოჩაღი საბურთალო
ჩანაწერი

სეზონის რეკორდი და ყოჩაღი საბურთალო

„დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო და მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა. წინა მიმოხილვაშიც ვწერდით, რატომღაც ბოლო წლებში ამ დროს დინამოელებს კრიზისი დაუდგებათ ხოლმე და რა შედეგიც მოაქვს ამას ევროთასებზე, კომენტარი აღარ სჭირდება. არადა, „დინამო“ სულ მალე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება… „საბურთალო“ კი სეზონის საუკეთესო მონაკვეთს ატარებს – ზედიზედ მე-5 გამარჯვება და მიჯრით მე-11 წაუგებელი მატჩი. ომარ თეთრაძის ...

განუთესავი დინამო და სავარაუდო მეტოქეები
ჩანაწერი

განუთესავი დინამო და სავარაუდო მეტოქეები

20-21 ივნისს უეფა-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წლეულს საქართველოს ღირსებას თბილისის „დინამო“ დაიცავს. გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ჩემპიონი წილისყრისას განუთესავი იქნება და უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობას, რომელთაგანაც ერთ-ერთი „დინამოს“ შეხვდება. ფერენცვაროში (უნგრეთი), ყარაბახი (აზერბაიჯანი), სლოვანი (სლოვაკეთი), შერიფი (მოლდოვა), ოლიმპია (სლოვენია), ზრინსკი (ბოსნია-ჰერცეგოვინა), ბატე (ბელარუსი), ასტანა (ყაზახეთი), ჟალგირისი (ლიეტუვა), ჰიკი (ფინეთი), ფლორა (ესტონეთი), შემროკი...

რუსთავური თრილერი
ჩანაწერი

რუსთავური თრილერი

ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. მეტოქეებმა ერთმანეთს 20 ბურთი გაუტანეს. ჯამში კი სულ 157 გოლია გასული. შესრულდა 3 დუბლი, რაც ასევე ერთ ტურში გატანილი ორგოლების რეკორდია. თავი დინამოელმა ზორან მარუშიჩმა, საბურთალოელთა მალელმა შეიკნე სილამ და გორელთა ბარბადოსელმა ტიერი გეილმა გამოიჩინეს. „დინამომ“ ლიდერ „ბათუმთან“ ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა (მანამდე 4 იყო). ზედიზედ...

უკვე +4
ჩანაწერი

უკვე +4

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე საინტერესოდ დაიწყო. ჯერ კიდევ სამშაბათს, „დინამომ“ მოულოდნელად „დილასთან“ 1:2 წააგო. ნომინალურ მასპიძლებად დინამოელები ითვლებოდნენ, მოგეხსენებათ „დინამო არენაზე“ 21-წლამდელთა ევრიოპის ჩემპიონატის გამო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჩემპიონს საშინაო მატჩების გამართვა გორში უწევს. ამისდაკვალად, გორელებს გულშემატკივრებიც მეტი ჰყავდათ ტრიბუნებზე და გაიმარჯვეს კიდეც. „დინამომ“ ზედიზედ მეორედ წააგო, რაც, დაგვეთანხმებით, ჩვენ ჩემპიონატში ძალიან იშვიათად ხდება....

ღუდუშაურის 100 და თანაბარი ლიდერები
ჩანაწერი

ღუდუშაურის 100 და თანაბარი ლიდერები

„დინამო“ და „ბათუმი“ ისევ ფეხშეწყობილად ლიდერობენ და მათი თანაბრობა უშუალო მატჩმაც დაადასტურა. ფრე – 2:2. მასპინძელი ბათუმელები 24-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდნენ. ანგარიში პაატა ღუდუშაურმა გახსნა. ეს მიმდინარე ჩემპიონატში გატანილი მე-100 გოლი გახლდათ. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ჯოვინო ფლამარიონმა კი მეორე შეაგდო – ძალიან ლამაზი გამოუვიდა. შეხვედრის საკვანძო მომენტი პირველი ტაიმის ბოლოს ბათუმელი სანდრო ალთუნაშვილის გაძევება...

 გაწითლებული ოქრი
ჩანაწერი

 გაწითლებული ოქრი

ეროვნული ლიგის მე-7 ტურში ლიდერი შეიცვალა. „დინამომ“ და „ბათუმმა“ თავიანთი მატჩები მოიგეს და ისევ თანაბარი ქულები (19-19) მოუგროვდათ, თუმც ზღისპირელები ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით პირველ ადგილზე დადგნენ. გია გეგუჩაძის გუნდი მიმდინარე სეზონში პირველად გალიდერდა. ბათუმელები თელავს ესტუმრნენ და უპრობლემოდ დაამარცხეს. კახელებმა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს მრისხანე მეტოქეს წინააღმდეგობა. იგებდნენ კიდეც ელდარ პარკინაშვილის გოლით, მაგრამ მალევე...

დინამომ ლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგო
ჩანაწერი

დინამომ ლიგაში ზედიზედ მეორედ მოიგო

თბილისის „დინამომ“ წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში 8 მარცხის შემდეგ, ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი აარიდა. დეიან სტანოევიჩის გუნდმა შინ სერბული „რადნიჩკი“ მიიღო და 13:8 დაამარცხა. მატჩის ბედი პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ქართველებმა 4:0 მოიგეს. შემდეგი მეოთხედები თანაბრად წარიმართა – მეორე და მესამე ფრედ დასრულდა, ბოლოს „დინამომ“ უპირატესობას ერთი გოლიც დაამატა და...

დინამო თავში მარტოა
ჩანაწერი

დინამო თავში მარტოა

ეროვნული ლიგის მესამე ტურმა ერთპიროვნული ლიდერი მოგვივლინა: თბილისის „დინამომ“ სტუმრად „გაგრა“ 5:3 დაამარცხა და ვინაიდან უშუალო კონკურენტმა, „ბათუმმა,“ გორში, „დილასთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა (1:1), ქულათა მაქსიმუმით (9) ერთპიროვნულად გალიდერდა. დინამოელთაგან დუბლი მიითვალა გვინეელმა უსმანე კამარამ. ასევე თავი გამოიჩინეს ულად-ომარ იმრანმა, ზორან მარუშიჩმა და გაბრიელ სიგუამ. საინტერესოა, რომ 17 წლის სიგუამ მიჯრით მეორე მატჩში გაიტანა. ომარ...