
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ თბილისის „დინამომ“ უეფა-ში განაცხადი წარადგინა.
„დინამოს“ შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელია, ორივე აფრიკელია – 20 წლის კამერუნელი საყრდენი ნახევარმცველი ჯოზეფ აიენჯოკი და 21 წლის კოტდივუარელი ფლანგის შემტევი მუსა ბაბა სანგარე.
აიენჯოკ კამერუნის 20 და 23-წლამდელთა ნაკრებებში უთამაშია. ის ბოლოს სამშობლოში, „უნიონ დუალაში“ გამოდიოდა. სანგარე კი ბოლოს სლოვაკურ „პოდბრეზოვაში“ თამაშობდა.
„დინამო თბილისის“ განაცხადი
მეკარეები: გიორგი ლორია, დავით კერესელიძე, ლუკა კუტალაძე, მიხეილ მაქაცარია.
მცველები: ნიკოლოზ მალი, ალექსანდრე კალანდაძე, ჯემალ ტაბიძე, თემურ გოგნაძე, ლუკა ლაქვეხელიანი, დავით კობოური, გაგი მარგველაშვილი.
ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი, ჯოზეფ აიენჯოკი, გიორგი მოისწრაფიშვილი, იმრანე ულად ომარი, ოთარ აფციაური, გიორგი ხარაიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი.
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, ზორან მარუშიჩი, ბარნს ოსეი, უსმანის კამერა, მუსა ბაბა სანგარე.
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს „დინამო“ ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანასთან“ 12 ივლისს „ასტანა არენაზე“ ჩაატარებს, საპასუხოს კი 19 ივლისს თბილისში.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
აქეთურ-იქითური18/07/2026 | 18:58ფეხბურთი ვიცი, ცხოვრებას ვსწავლობ
