მიუნხენის „ბაიერნი“ ახალი სეზონისთვის მზადებას იწყება. გერმანიის ჩემპიონმა პირველი წინსასეზონო შეკრების განაცხადი გამოაქვეყნა, ტუხელის სიაში ქართველი ნახევარმცველი ლუკა პარკაძეც მოხვდა, რომელიც პირველ შეკრებას „ბაიერნის“ მთავარ გუნდთან ერთად გაივლის.
ცნობილია ასევე მოზამზადებელ შეკრებაზე „ბაიერნის“ ამხანაგური მატჩების განრიგი და მეტოქეების ვინაობაც.
26 ივლისი
„ბაიერნი“ – „მანჩესტერ სიტი“
29 ივლისი
„კავასაკი“ – „ბაიერნი“
2 აგვისტო
„ლივერპული“ – „ბაიერნი“
12 აგვისტოდან გერმანიაში ახალი სეზონი იწყება, მიუნხენელები პირველ შეხვედრას გერმანიის სუპერთასზე „ლაიპციგის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ. 18 აგვისტოს კი ბუნდესლიგის პირველ ტურში სტუმრად ბრემენის „ვერდერს“ ეთამაშებიან.
„ბაიერნის“ განაცხადი პირველ წინასასეზონო შეკრებაზე:
მეკარეები: იან ზომერი, იოანეს შენკი, სვენ ულრაიხი
მცველები: ტარეკ ბუშმანი, ალფონსო დევისი, რაფაელ გერეირო, ნოსირ მაზრაუი, ლიამ მორისონი, ბენჟამემ პავარი, ბუნა სარი, იოსიპ სტანიშიჩი, დაიო უპამეკანო, მატიის დე ლიხტი
ნახევარმცველები: სტივ ბრეიტკრუზი, ლეონ გორეცკა, რიან გრევენბახი, ჯოშუა კიმიხი, კორნად ლაიმერი, ჯამალ მუსიალა, 33. ლუკა პარკაძე, ალექსანდერ პავლოვიჩი, მარსელ ზაბიტცერი, პოლ ვანერი
თავდამსხმელები: მაქსიმ ერიკ შუპო-მოტინგი, კინგსლი კომანი, სერჟ გნაბრი, აარონ იბრაჰიმოვიჩი, სადიო მანე, თომას მიულერი, ლერი სანე, მატის ტელი.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
