ქართული ფეხბურთის ისტორიამ ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი შემოინახა. ბევრი დიდი ფეხბურთელის, რამდენიმე დიდი გუნდის სახელი, მაგრამ თუკი ფეხბურთში ყველაზე მაღლა მისი უდიდებულესობა შედეგი დგას, ყველაზე დიდი „დინამო“ 1975-81 წლების „დინამოა“. და როცა ამ „დინამოზე“ ვლაპარაკობთ გვერდს ვერაფრით ავუვლით თამაზ კოსტავას — ფეხბურთელს, რომელმაც თავის თანაგუნდელებთან ერთად ზიდა უმძიმესი, ზოგჯერ გაუსაძლისი ტვირთიც კი და ამ ტვირთის ტარება,...
ჭდე: დინამო
საქართველო ყაზახეთთან დინამოს და ქაირათის ფონზე
ყაზახეთი – საქართველო. 6 სექტემბერს ასტანაში ისეთი მატჩია, ბევრს რომ გადაწყვეტს ერთა ლიგის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფში. საქართველოს ნაკრებს უმთავრეს კონკურენტთან მოუწევს სტუმრად თამაში. მასპინძელი კარგ გუნებაზეა, იქაურ პრესას ხშირად ქედმაღლური ელფერი დაჰკრავს და თავი ჯგუფის მთავარ ფავორიტად მიაჩნიათ. ჩვენ კი ცოტა წარსულში გავიხედოთ. თბილისის „დინამო“ და ალმაათის „ქაირატი“ – როგორ თამაშობდნენ ერთმანეთში საბჭოეთის დროს? რა...
მან იცოდა ფეხბურთი
1999 წელი. თებერვალი. სპორტის სასახლე და მიხეილ მესხის ხსოვნის ტურნირი მინიფეხბურთში. ჟურნალისტები უფრო მეტი, ვიდრე მაყურებელი. ტაშიც და ფეხბურთიც ერთნაირი — აქა-იქ და კანტიკუნტი. ჟურნალისტებს შორის ჯერაც ახალგაზრდა, შავგვრემანი, უკვე სრული კაცი. მშვიდი, მაგრამ ფიქრიანი სახე. მშვიდადვე უცქერს დარბაზის ფეხბურთს და ამ დროს შეკითხვა: — ვოვა, თქვენ თუ თამაშობდით მინის? პასუხი: — კი, როგორ არა....
აღმზრდელი!
საფეხბურთო აკადემიები სულ უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. 21-ე საუკუნეში ისინი საკლუბო ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი გახდა. ადრე ვიცოდით „აიაქსის“ ლეგენდარული აკადემიის შესახებ, რომელიც ვარსკვლავების სამჭედლოდ ითვლებოდა. მერე მათ სხვებმაც მიბაძეს და ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სოკოებივით მომრავლდნენ. ახლა ყველა მეტ-ნაკლებად თავმოყვარე კლუბს თავისი აკადემია აქვს. აგერ, ინგლისის 17 წლამდელთა ნაკრებში, რომელმაც შარშან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო....
მიხეილ მესხი: დიდი ფეხბურთი რომ ვერ ვითამაშე, КГБ-ს ხელი ურევია
ზუსტად აღარ მახსოვს, 1984 თუ 85 წელი იყო. გახურებული საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია. თბილისის ,,დინამო“ კრიზისშია და უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. მაშინ, როგორც თითქმის ყველა ბიჭუნა, მეც ბურთს დავდევდი და ,,დინამოს“ იქით ვერაფერს ვხედავდი. მაისის თვე იდგა, წვიმდა. წინადღეს ბიჭები გაგვაფრთხილეს, ხვალ ,,დინამო“ მოსკოვის ,,ტორპედოს“ ეთამაშება, ხუთ საათზე სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან შევიკრიბებით, ,,აუტჩიკები“ იქნებითო. ,,აუტჩიკები“?...
თანამედროვე
ზამთარში ადრე ღამდება ხოლმე და მაშინაც ადრე დაღამდა. ცუდი დრო იყო, ცუდი ამინდი, ცუდი საათი. სეზონი დამთავრებული იყო. გზა არ ვარგოდა და როდის ვარგა გზა საქართველოში? ასიათასობით ადამიანი გადის და გამოდის იმ გზაზე ყოველწლიურად. მდინარეც იქვეა – რაც ქვეყანა არსებობს, მდინარე და გზა გვერდიგვერდაა. ნაცნობი, მარადიული სურათი. რამდენჯერაც გაივლი იმ ჩვეულებრივ გადაცვეთილ ადგილას, ყოველთვის გაგახსენდება....
გოლი, ნოდიას გოლი
ძნელია, წერო ადამიანზე, რომელსაც თითქმის შენი ასაკის ტოლი საფეხბურთო კარიერა აქვს, რომლის თამაში არ გინახავს და შთაბეჭდილებას მხოლოდ მასზე წაკითხული და გაგონილი გიქმნის. მას ერთხელ უთქვამს, ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის ის იქნება, თუკი მომავალ თაობებს გივი ნოდიას შესახებ რამე ეცოდინებათო. იციან, ბატონო გივი, მართლა იციან! სპორტს აქვს ერთი საუცხოო თვისება. იგი აფთიაქარის სიზუსტით აღნუსხავს როგორც...





