ჭდე: ბუნდესლიგა

Home ბუნდესლიგა
გერმანიამ დაიწყო, ინგლისი იწყებს, ფიზიო ავადაა
ჩანაწერი

გერმანიამ დაიწყო, ინგლისი იწყებს, ფიზიო ავადაა

პრემიერლიგის კლუბები კორონავირუსზე ტესტებს უკვე იკეთებენ. იმისათვის, რომ ინგლისის შეწყვეტილი ჩემპიონატი განახლდეს, სულ საჭიროა 40 000 ტესტი, რაც 4 მილიონი გირვანქა დაჯდება. გაირკვა, რომ ერთ წაყვან კლუბს უკვე დაუწყია თავისი მოთამაშეებისა და თანამშრომლების შემოწმება. მას ტესტები შეუძენია და ფეხბურთელებისთვის შინ დაუგზავნია. კლუბს ჯერ არ ასახელებენ. გეგმის თანახმად, პრემიერლიგელებმა ვარჯიში შემდეგ ორშაბათს უნდა განაახლონ. ჯერჯერობით, ლაპარაკია ინდივიდუალურ...

ბუნდესლიგას კიოლნი დაემუქრა
ჩანაწერი

ბუნდესლიგას კიოლნი დაემუქრა

გერმანული ბუნდესლიგა საქმეში დაბრუნებას უკვე 9 მაისიდან გეგმავდა, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ცალსახა პასუხის არარსებობის გამო, თარიღი კიდევ უფრო გადაიწევს. ახლა აქცენტი 15 მაისზე კეთდება. ყველაფერი 6 მაისს გაირკვევა, როცა კანცლერი ანგელა მერკელი მინისტრთა კაბინეტს შეხვდება და სხვა საკითხებთან ერთად სპორტული ღინისძიებების განახლების ვადებსაც განიხილავს. მანამდე კანცელარიის ხელმძღვანელ ჰელგე ბრაუნს დაევალა სპეციალური რეზოლუციის პროექტის მომზადება, რომელშიც...

შენიღბული ბუნდესლიგა
ჩანაწერი

შენიღბული ბუნდესლიგა

გერმანული ფეხბურთი იძულებითი უქმობიდან დაბრუნებას უკვე მაისში გეგმავს, თუმცა პანდემიის საფრთხეს ჯერ არ გადაუვლია. აქედან გამომდინარე გაჟღერებულ ისედაც ზემკაცრ რეგულაციებს ერთიც დაემატება: ფეხბურთელები მოედანზე დამცავი ნიღბებით გავლენ. ბუნებრივია, ნიღაბში თამაში სერიოზულად აისახება ფეხბურთელის გამძლეობაზე… მცირედი შეღავათი იქნება 15 წუთში ერთხელ შეხვედრის სავალდებულო შეჩერება, რომლის დროსაც ფეხბურთელებმა ნიღბები უნდა გამოიცვალონ – მედიკოსთა აზრით, დროის ეს მონაკვეთიც...

რას შეცვლის გერმანულ და ზოგადად ევროპულ ფეხბურთში covid 19?
ჩანაწერი

რას შეცვლის გერმანულ და ზოგადად ევროპულ ფეხბურთში covid 19?

ეს იქნება ფეხბურთი, მაგრამ, ჩვენ რომ ვიცნობდით, ის აღარასოდეს დაბრუნდება. ფეხბურთი, სხვა გახდება გულშემატკივრებისთვის, რომელთაც ამიერიდან, 2020 წლის ბოლომდე და ალბათ, ერთხანს მერეც, შინიდან მოუწევთ თამაშების ნახვა. მაგრამ, ის კიდევ უფრო მეტად შეიცვლება მოთამაშეებისა და მწვრთნელებისთვის, პერსონალისთვის, ავტობუსის მძღოლებისა და დაცვის თანამშრომლებისთვისაც კი. პრემიერლიგის შეფებმა პირობა დადეს, რომ როგორც კი ხელისუფლება მწვანეს აუნთებთ, შეწყვეტილ ჩემპიონატს...

ბაიერნისა და ნოიერის ჩიხი
ჩანაწერი

ბაიერნისა და ნოიერის ჩიხი

„ბაიერნისა” და მანუელ ნოიერის საკონტრაქტო მოლაპარაკებები ჯერჯერობით ჩიხშია. ბავარიული კლუბის გენერალური დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან 34 წლის მეკარესთან საერთო ენა გამოინახება. რუმენიგემ ონლაინ ინტერვიუ მისცა „ბილდს”, რომლის საშუალებითაც კაპიტანს ერთგვარი შემრიგებლური სიგნალი გაუგზავნა, თორემ ეს უკანასკნელი მოლაპარაკებების ბოლოდროინდელი მიმდინარეობით უკმაყოფილო იყო. რუმენიგე: „დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ მოთამაშესთან, როგორიც მანუელ ნოიერია, საბოლოოდ...

გერმანიის 9 მაისობა
ჩანაწერი

გერმანიის 9 მაისობა

9 მაისი ის დღეა, როცა გერმანია მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა, ახლა კი ამ თარიღის „მესამე მსოფლიო ომად“ მონათლულ კორონავირუსზე გამარჯვების დღედ მონათვლა შეუძლია. Sport Bild-ის ცნობით, სწორედ 9 მაისი მიიჩნევა იმ დღედ, როცა ქომაგს ბუნდესლიგა უნდა დაუბრუნდეს… თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და გერმანიაში COVID 19-ს აპრილშივე სძლიეს, ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატი მაისის მეორე კვირაშივე დაიწყება....

ჰოლანდის თებერვალი
ჩანაწერი

ჰოლანდის თებერვალი

დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბუნდესლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს. გამოკითხვაში მან უკან მოიტოვა „ლაიფციგის“ ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ და „კიოლნის“ მცველი ისმაილ იაკობსი. თებერვალში ჰოლანდმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. ჯამში ახალბედამ „დორტმუნდის“ მაისური 11 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს,...

ბუნდესლიგა მთავრდება და ფართოვდება
ჩანაწერი

ბუნდესლიგა მთავრდება და ფართოვდება

16 მარტს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, დიდი ალბათობით, წლევანდელ სეზონს დასრულებულად გამოაცხადებს. ორივე ბუნდესლიგისთვის ბოლო 13-16 მარტს გასამართი ტური იქნება. ჩემპიონატში გამარჯვებული არ გამოვლინდება, თუმცა მეორე ბუნდესლიგიდან ერთბაშად 4 გუნდი დაწინაურდება. შესაბამისად, 2020-2021 წლების სეზონში პირველ ბუნდესლიგაში 22 გუნდი ითამაშებს. სეზონის ბოლოს მეორე ბუნდესლიგაში ოთხი გუნდი გავარდება, ერთი კი დასარჩენად მეორელიგელთან იბრძოლებს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ...

რიბერის ხელფასი უშოვნეს
ჩანაწერი

რიბერის ხელფასი უშოვნეს

„ბილდის” ცნობით, ფრანკფურტის „აინტრახტი” 36 წლის ფრანგი ფეხბურთელის ფრანკ რიბერის წარმომადგენელს უნდა დაკავშირებოდა და ერთწლიანი კონტრაქტი შეეთავაზებინა. ფრანკფურტელები ამ ერთი წლის განმავლობაში რიბერის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაშის გარანტიას აძლევენ. ფეხბურთელს და ბუნდესლიგის კლუბს შორის იოლად შესაძლებელია ხელშეკრულება მართლაც გაფორმდეს. ერთი მხრივ რიბერი თავისუფალი აგენტია ანუ მის დასამატებლად სატრანსფერო თანხის მოძიება აუცილებელი არ არის და მეორე...

ბეკენბაუერი ცუდ დღეშია
ჩანაწერი

ბეკენბაუერი ცუდ დღეშია

ინგლისური „მირორი” წერს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობა ცუდ დღეშია. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონისთვის აღელვება არ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ფორიაქი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. აპრილიდან მოყოლებული ბეკენბაუერის ჯანმრთელობა უარესდება. 73 წლის მეგავარსკვლავის მსჯელობა და მეხსიერება ცუდ დღეშია. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა”  მოვლენებს ცოტა სხვანაირად შეხედა: მას...