გერმანიის 9 მაისობა

Home აქეთურ-იქითური გერმანიის 9 მაისობა
გერმანიის 9 მაისობა
9 მაისი ის დღეა, როცა გერმანია მეორე მსოფლიო ომში დამარცხდა, ახლა კი ამ თარიღის „მესამე მსოფლიო ომად“ მონათლულ კორონავირუსზე გამარჯვების დღედ მონათვლა შეუძლია.
Sport Bild-ის ცნობით, სწორედ 9 მაისი მიიჩნევა იმ დღედ, როცა ქომაგს ბუნდესლიგა უნდა დაუბრუნდეს…
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა და გერმანიაში COVID 19-ს აპრილშივე სძლიეს, ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატი მაისის მეორე კვირაშივე დაიწყება. გუნდები ვარჯიშს 2 მაისიდან განაალხებენ და 1 კვირიანი მზადების მერე ბურთსაც გააგორებენ.
ბუნდესლიგა 30 აპრილამდეა შეჩერებული. არადა, გერმანია კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სახელმწიფოა, იქ 10 აპრილის მონაცემებით 113 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 2373 კი გარდაიცვალა.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.