ჭდე: ბუნდესლიგა

Home ბუნდესლიგა
ჰოლანდმა ვარსკლავებს წლებით გადაასწრო
ჩანაწერი

ჰოლანდმა ვარსკლავებს წლებით გადაასწრო

ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სტატისტიკაა, რომელსაც ძალიან ხშირად ითვლიან სპეციალისტები. ჰოდა, სწორედ ამ სტატისტიკით „დორტმუნდის“ ერლინგ ჰოლანდი უკვე სჯობნის დღევანდელი ფეხბურთის ორ წაუქცეველ ფიგურას – ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს. თანაც, დიდი უპირატესობით. გერმანიის განახლებულ ჩემპიონატში „დორტმუნდმა“ გელზენკირხენის „შალკე“ 4:0 რომ გაანადგურა, ალბათ, იცით. ისიც გეცოდინებათ, 19 წლის ნორვეგიელმა ანგარიში რომ გახსნა. ეს კი, მისთვის...

ხეზე იჯდა ორი კაცი…
ჩანაწერი

ხეზე იჯდა ორი კაცი…

ბუნდესლიგა კი განახლდა, მაგრამ უმაყურებელოდ. თუმცა, ფეხბურთის სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს ადამიანს. ბერლინის „უნიონისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდა, მაგრამ რამდენიმე გულშემატკივარმა თამაშის ცოცხლად ყურება მაინც მოახერხა. როგორც ირკვევა, ბერლინური გუნდის ორი ქომაგი სტადიონთან რამდენიმე მეტრში მდებარე 12-მეტრიან ხეზე აძვრა და მატჩს ისე უცქირა. ქომაგებს ხეზე ჯდომა დიდ ხანს არ დასცალდათ, რადგან...

ბებიის შეგინება რაღაა?
ჩანაწერი

ბებიის შეგინება რაღაა?

ბუნდესლიგა განახლდა და მთელი მსოფლიოს ყურადღებაც მისკენ არის მიპყრობილი. ხოლო პირველი შეხვედრა, რომელსაც ყველაზე მეტმა ხალხმა უყურა გახლდათ შაბათის მატჩი „დორტმუნდსა” და „შალკეს” შორის. ის მასპინძლებმა 4:0 მოიგეს. სწორედ ამ შეხვედრაში იყო ეპიზოდი, რომელზეც კირკიტა ინგლისური პრესის გამო გერმანულმა მედიამაც გაამახვილა ყურადღება. რომ არა „დეილი მეილი”, გერმანელები მათ ჩემპიონატში მომხდარ ამ ამბავს ალბათ უბრალოდ გაატარებდნენ....

რობერტ ლევან-გოლსკი
ჩანაწერი

რობერტ ლევან-გოლსკი

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის ზედიზედ მეხუთე სეზონია 40 და მეტი გოლი გააქვს. ბერლინში, განახლებული ბუნდესლიგის ,„უნიონი“ და „ბავარიას“ საკვირაო მატჩში პოლონელმა ფორვარდმა მე-40 წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში. ეს კი მისი მე-40 გოლი გამოდგა ამ სეზონში: 26 ბუნდესლიგაში, 11 ჩემპიონთა ლიგაში და სამიც გერმანიის თასზე. წინა სეზონში ლევანდოვსკიმ 40 გოლი გაიტანა, ხოლო საუკეთესო მაჩვენებელი 2016-17...

პირველი კოცნა
ჩანაწერი

პირველი კოცნა

„მანჩესტერ სიტიში” ნათამაშებ დედრიკ ბოიატას covid 19 სულ დაავიწყდა, გავარდა და თანაგუნდელს აკოცა. ფეხბურთელი, რომელსაც ბოიატამ აკოცა, არის მარკო გრუჯიჩი. ის „ლივერპულის” საკუთრებაა, მაგრამ მერსისაიდელები იჯარით სულ სხვადასხვა გუნდებში უშვებენ. და მაინც, თუ ამ კოცნის გამო განახლებულ ბუნდესლიგაში კორონავირუსი გავრცელდება, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გერმანელებს ქვეყნის ჩემპიონატში პრემიერლიგის კლასტერი ჰქონიათ. ბოიატას და გრუჯიჩის „ჰერტამ” განახლებული ბუნდესლიგის...

ფეხბურთი ჩახუტებით
ჩანაწერი

ფეხბურთი ჩახუტებით

საფეხბურთო ევროპა სუნთქვაშეკრული ელის სეზონის განახლებას. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ახალი წელთაღრიცხვის – კორონასშემდგომი ფებხბურთი. ძალიან ბევრი “უ” ახლავს მოლოდინს და უმაყურებლობის გარდა უემოციობაც ემატება. სამედიცინო პროტოკოლებით თითქმის ყველა ქვეყანაში წინასწარვე აკრძალულია გოლის ტრადიციული აღნიშნვა ჩახუტებებით და თანმდევი რიტუალებით. და აჰა, პირველი მერცხლები, ვინც ფეხბურთი სრულყოფილი სახით დაიბრუნა. უკვე განახლდა ფარერების ჩემპიონატი, რომელშიც 10 გუნდი...

ჩანაწერი

იტალიაში ვარჯიშს იწყებენ, გერმანიაში თასს დაამთავრებენ

ევროპას ნელ-ნელა ფეხბურთი უბრუნდება. იტალიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 18 მაისიდან გუნდური ვარჯიშები განახლდება. სამედიცინო პროტოკოლის გათვალისწინებით, შესაძლოა, რამდენიმე უმნიშვნელო ცვლილება შევიდეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე გუნდმა უკვე დაიწყო ვარჯიში, მაგრამ სოციალური დისტანციით. გერმანიის ფეხბურთის კავშირმა კი დარჩენილი სათასო მატჩების კალენდარიც გამოაქვეყნა. ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 4 ივლისს. მესამე ლიგა 26 მაისს განახლდება,...

აცრამდე შინ ისხედითო
ჩანაწერი

აცრამდე შინ ისხედითო

ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი და მისი მთავრობა აცხადებენ: სანამ ვაქცინა არ იქნება, ტრიბუნაზე ფეხს ვერავინ შედგამს! გასაგებია, რომ ლაპარაკია კორონავირუსის აცრაზე. covid 19-მა დღეისათვის, მსოფლიოში 283 860, ხოლო გაერთიანებულ სამეფოში 31 855 ადამიანი იმსხვერპლა. ბრიტანეთის ხელისუფლება მინიმუმ სექტემბრამდე ამ საკითხს არც კი დაუბრუნდება, თითქოს არ არსებობდეს. ეს ფრიად უსიამოვნო ცნობაა ქვეყნის ფეხბურთის კლუბებისთვის, რომლებიც, როგორც ჩანს, მომავალი...

საფეხბურთო ევროპას იტალია ანელებს
ჩანაწერი

საფეხბურთო ევროპას იტალია ანელებს

საფეხბურთო სამყარო შეჩერებულია. თითქმის მთელი პლანეტა მოუთმენლად ელის მის განახლებას. ამის გაკეთებაში ხელს მხოლოდ იტალიელები უშლიან. როგორც მოგეხსენაბთ, გერმანიაში ფეხბურთი 16 მაისს იწყება – ტური დაგეგმილია და საბუქმეიქერო კანტორებმა უკვე კოეფიციენტებიც გამოიტანეს. ესპანეთი განახლებას 20 ივნისისთვის გეგმავს, ინგლისი ფიქრობს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს. ფიქრობდა იტალიაც, სადაც გუნდებმა ვარჯიშებიც კი განაახლეს, მაგრამ… იტალიური მედიის ცნობით,...

ბუნდესლიგა ერთ კვირაში
ჩანაწერი

ბუნდესლიგა ერთ კვირაში

სიახლე წამიერად მოედო არამხოლოდ საფეხბურთო მსოფლიოს. გერმანიის საფეხბურთო კავშირისთავკაცმა კრისტიან ზაიფერტმა ოფიციალური განცხადება გააკეთა – 16 მაისს გერმანული ბუნდესლიგა ბრუნდება. მართალია, ცარიელი ტრიბუნების წინ, მაგრამ ეს რა ბედენაა?! დღეს დიდი ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არ არის – იმედია, მომავლის რწმენაა და თუ გნებავთ პანდემიაზე გამარჯვების ერთგვარი სიმბოლოცა არის ბოლო თვეებში განაწამები და სახლში გამოკეტილი ადამიანებისთვის. უკვე...