ჭდე: ბუნდესლიგა

Home ბუნდესლიგა
თქვენი აღარა ვარ, მორჩა…
ჩანაწერი

თქვენი აღარა ვარ, მორჩა…

24 წლის ტიმო ვერნერი „ლაიპციგს” გულიანი თამაშით გამოეთხოვა. აწ უკვე „ჩელსის” თავდამსხმელმა, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, მარტომ მოუგო „აუგსბურგს” — 2:1. მიმდინარე სეზონში გატანილი 27-ე და 28-ე გოლებით ის ბუნდესლიგას დაემშვიდობა და „სქაი სპორტს” ინტერვიუ მისცა. „რასაკვირველია, დღევანდელი გამარჯვება მახარებს, — თქვა ვერნერმა რომელიც „საქსონების” შემადგენლობაში 2016 წლიდან გამოდიოდა, — ჩემთვის სეზონი დიდებულად დასრულდა. მთელი...

ბაიერნის რვა!
ჩანაწერი

ბაიერნის რვა!

„ბაიერნმა” ზედიზედ მერვედ მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული. გადამწყვეტ შეხვედრაში მან უმაყურებლო ტრიბუნების წინაშე სტუმრად 1:0 მოუგო „ვერდერს”. შეხვედრის ბედი რობერტ ლევანდოვსკიმ გადაწყვიტა. ეს იყო მისი 46-ე გოლი მიმდინარე სეზონში. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდი კი ტრიუმფალურ სვლას განაგრძობს — რაც პანდემიით დაბრკოლებულმა გერმანიამ ფეხბურთის ჩემპიონატი განაახლა, „ბაიერნმა” შვიდივე თამაში მოიგო. ვეტერან პოლონელს ბუნდესლიგის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 31...

ბუნდესლიგას ნასტუმრები რეკორდი
ჩანაწერი

ბუნდესლიგას ნასტუმრები რეკორდი

გერმანულ ბუნდესლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა – კლუბებმა ერთ სეზონში სტუმრად მოგებული მატჩების საუკეთესო მაჩვენებელი განაახლეს. ბუნდესლიგის 31-ე ტურში სტუმრებმა ექვსი მატჩი მოიგეს, შედეგად, ამ მაჩვენებელმა სეზონში 106-ს მიაღწია. ძველი შედეგი – 102 გასვლითი მოგებული შეხვედრა 2011-12 წლების სეზონზე მოდის. ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ სამი ტურია დარჩენილი. სატურნირო ცხრილს მიუნხენის „ბაიერნი“...

კაიზერი სულს ღაფავს
ჩანაწერი

კაიზერი სულს ღაფავს

გერმანიის 4-გზის ჩემპიონი (1951, 1953, 1991, 1998), 2-გზის თასის მფლობელი (1990, 1996) და სუპერთასის (1991) გამარჯვებული „კაიზერსლაუტერნი“, რომელიც ამჟამად გერმანიის მესამე დივიზიონში გამოდის, გაბანკროტების პირას არის. ამ კვირაში კლუბის ხელმძღვანელობა შესაბამის სამსახურში განცხადებას შეიტანს, რომ დაგროვილი ვალების გადახდას ვერ შეძლებს. ვალი კი დაახლოებით 20 მილიონი ევროა. მოლაპარაკებები კრედიტორებთან, ვალების ერთი წლით გადავადებაზე, წარუმატებლად  დასრულდა. „კაიზერსლაუტერნის“...

ბუნდესლიგა თუ აფრიკის თასი?
ჩანაწერი

ბუნდესლიგა თუ აფრიკის თასი?

წინა ტურში „მაინცმა“ ბუნდესლიგის განახლებიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. ამის მიუხედავად, გუნდის ერთ-ერთმა ფანმა სეზონური აბონემენტის გაუქმება მოითხოვა. მისი უკმაყოფილების მიზეზი ის იყო, რომ „აინტრახტის“ კარში გოლები შავკანიანმა ფეხბურთელებმა – ნიაკატემ და კუნდემ გაიტანეს. კლუბის ხელმძღვანელობა ისე აღაშფოთა ფანის საქციელმა, მისი განმარტება სრულად გამოაქვეყნეს: „უკვე რამდენიმე თვეა, რაც ვეღარ ვახდენ საკუთარი...

მაკრატელი აკრიჭინდა: კრიჭი, კრიჭი, კრიჭი…
ჩანაწერი

მაკრატელი აკრიჭინდა: კრიჭი, კრიჭი, კრიჭი…

ჯეიდონ სანჩომ ბუნდესლიგის გადაწყვეტილებას სრული მასხარაობა უწოდა. 20 წლის ინგლისელმა, რომელიც „დორტმუნდში” თამაშობს, თმა შეიჭრა, ოღონდ არც მას და არც მის დალაქს covid 19-გან დამცავი ნიღაბი არ ჰკეთებია. ჰიგიენის კანონების დარღვევისთვის ლიგამ სანჩო 10 000 ევროთი დააჯარიმა. სანჩო მარტო არ იყო. მასთან ერთად გახლდათ მისი შვეიცარიელი თანაკლუბელი მანუელ აკანჯი, რომელიც ასევე დასაჯეს. მომხდართან დაკავშირებით, ბუნდესლიგამ...

ხვალ რომ ქართველმა ბორდერიზაციაზე დაიწეროს რამე?
ჩანაწერი

ხვალ რომ ქართველმა ბორდერიზაციაზე დაიწეროს რამე?

„შპორტ ბილდმა” საკითხი წამოჭრა: „დორტმუნდის” ინგლისელმა ფეხბურთელმა, 20 წლის ჯეიდონ სანჩომ, „პადერბორნის” კარში გოლის გატანის შემდეგ ზედა მაისური გაიხადა და გამოაჩინა ქვედა მაისურზე დატანებული წარწერა, რომლითაც ის აშშ-ში, მინეაპოლისში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა. სანჩოს ეწერა: სამართალი ჯორჯ ფლოიდისთვის. ჯორჯ ფლოიდის ამბავი, რომელმაც მთელს აშშ-სა და მსოფლიოში რისხვა გამოიწვია ყველამ იცის, ამიტომ აქ დეტალურად აღარ გავიმეორებთ. მოკლედ ვიტყვით,...

ლიგა სტამბოლიდან გერმანიაში გადადის
ჩანაწერი

ლიგა სტამბოლიდან გერმანიაში გადადის

ჯერ კიდევ განუახლებელი ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი წლეულს განსხვავებული ფორმატით ჩამთავრდება. უეფას ერთი ვარიანტი გამოიკვეთა – ნახევარფინალი არ იქნება და გაიმართება ოთხთა ფინალი. თავიდან ვარაუდობნენ, რომ გუნდებს ჯერ საკუთარ მოედნებზე ეთამაშათ, ფინალი კი სტამბოლში გამართულიყო, მაგრამ ყველა თამაშს გერმანიაში გადაიტანენ. იქ ეპიდსიტუაცია გაცილებით უკეთესია, ვიდრე თურქეთში, ამასთან საშინაო ჩემპიონატიც უკვე განაახლეს. საქმეს ასეთი პირი უჩანს:...

კი მაგრამ, სანჩო? ჩანი? ვისტელი?
ჩანაწერი

კი მაგრამ, სანჩო? ჩანი? ვისტელი?

„ბაიერნმა” „დორტმუნდს” სტუმრად მოუგო 1:0. ამრიგად, გერმანიის ჩემპიონის ვინაობა სავარაუდოდ გარკვეულია. მასპინძლებს რომ ეჯობნათ გუნდებს შორის სხვაობა 1 ქულა იქნებოდა, ახლა კი შვიდია და ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტური დარჩა. რაღამ უნდა დააბრკოლოს მიუნხენის გუნდი, რომელიც ყველა მეტოქეს სჯობს? ბუნდესლიგის მთავარ შეხვედრაში დორტმუნდელთა მწვრთნელმა ლუსიენ ფავრმა სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშა ჯეიდონ სანჩო, რაც არა მარტო ქომაგების,...

ხვალ ბუნდესლიგაში
ჩანაწერი

ხვალ ბუნდესლიგაში

ხვალ, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე, ბუნდესლიგაში დიდი მატჩია: „დორტმუნდი” vs „ბაიერნი”. თუ ბავარიელები გაიმარჯვებენ, არ არის გამორიცხული,  ოფიციალურად არა, მაგრამ ფაქტობრივად მოიპოვონ შეწყვეტილ-განახლებული ჩემპიონატის პირველი გუნდის სახელი. ცხრილში მათ უკვე შვიდქულიანი უპირატესობა ექნებათ. „ბაიერნის” ვეტერანი ვარსკვლავი თომას მიულერი სეზონის მთავარი დაპირისპირებისთვის უკვე მზადაა. შეგახსენებთ, რომ „ბაიერნმა” წინა ტურში ფრანკფურტის „აინტრახტს” მოუგო 5:2,...