ნიკო კოვაჩი „ბაიერნში” სიმკაცრის გამოვლენას იწყებს. რეკორდმაისტერის ახალმა თავკაცმა ერთი შეხედვით უცნაური ბრძანება გასცა: გუნდის ბაზაზე, ზებენერ შტრასეზე, გასახდელების გარეთ, ნებისმიერ ოთახში მობილური ტელეფონით სარგებლობა იკრძალება. ვიმეორებთ, აკრძალვა ეხება ყველა ფუნქციონალურ, საცხოვრებელ და სამკურნალო სივრცეს. სხვათა შორის, ზოგმა ფეხბურთელმა პირველად ნათქვამი ვერ გაიგო, რის გამოც ხორვატმა მწვრთნელმა ორი კვირის შემდეგ თავისი განკარგულება მკაფიოდ გაიმეორა და...
ჭდე: ბუნდესლიგა
მადლობა გაგდებულს და ვეტერანებს
„ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ბავარიული კლუბის ჩემპიონობაში კარლო ანჩელოტის დამსახურება აღნიშნა. „მინდა მივესალმო კარლო ანჩელოტის”, — თქვა „რეკორდმაისტერის” თავკაცმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში მას მერე, რაც მისმა გუნდმა „აუგსბურგს” სტუმრად 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო გერმანული ფეხბურთის უდიდესი ტიტული. მოგეხსენებათ, „ბაიერნმა” სეზონი იტალიელის ხელმძღვანელობით დაიწყო. ანჩელოტი „ალიანს არენაზე” 2017 წლის 28 სექტემბრამდე მუშაობდა. ჰაინკესმა განაგრძო: „ანჩელოტი...
რას იტყოდით ბუნდესლიგაში ფლეი-ოფზე?
„ბაიერნმა” „აუგსბურგს” 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო ბუნდესლიგის სასალათე. ბავარიელებისთვის ეს ზედიზედ მეექვსე ჩემპიონობაა. მაგრამ, ის რაც უხარიათ მიუნხენში, დანარჩენ გერმანიაში მოსაწყენად მიაჩნიათ — სეზონის დასრულებამდე ხომ კიდევ კიდევ ხუთი ტურია, რომელსაც აზრი მხოლოდ ქვედა ადგილების გადანაწილებისთვის დარჩენია. მთავარი ინტრიგა კი აღარ არის. სწორედ ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებაზე — მავანთ რეგულარული ეტაპის შემდეგ...
იგებს და…
ბუნდესლიგა განახლდა. „ბაიერნმა” ლევერკუზენის „ბაიერს”, რომელსაც ზედიზედ 12 თამაში არ წაეგო, სტუმრად 3:1 ძლია. მოდი და ამის მერე გაგიკვირდეს რომ ამბობენ, გერმანიაში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულიაო. არადა, მასპინძლებმა რიხით დაიწყეს თამაში. მიუნხენის გუნდიდან გოლები გაიტანეს ხავი მარტინესმა, ფრანკ რიბერიმ და ხამეს როდრიგესმა. მასპინძელთა გოლი თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე, 0:2-ზე, კევინ ფოლანდმა შეაგდო. „დოიჩე ველე” წერს,...
ხუთი ბუნდესსაკითხი
ერთთვიანი შესვენების შემდეგ დღეს ბუნდესლიგა მეორე წრეს იწყებს. მართალია ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გარკვეულია (ლიდერი „ბაიერნი” მდევარ „შალკეს” 11 ქულით უსწრებს), მაგრამ მაინც არის საინტერესო კითხვები, რომელთაც გერმანიის ჩემპიონატმა პასუხი უნდა გასცეს. გთავაზობთ ხუთ მათგანს, რომლებიც „დოიჩე ველემ” შეარჩია. როგორ „დორტმუნდს” ვნახავთ მეორე წრეში? გერმანიის ჩემპიონატის პირველი ნახევრის მთავარი თემა „დორტმუნდის” თავკაცის პეტერ ბოშის სწრაფი აღმასვლა და...




