ჭდე: ბუნდესლიგა

Home ბუნდესლიგა
ფულის წვიმა
ჩანაწერი

ფულის წვიმა

დორტმუნდში მილიონების წვიმა მოვა! გერმანული ბუნდესლიგის მეორე კლუბი ისტორიაში უდიდეს სპონსორულ კონტრაქტს ელოდება. „შპორტ ბილდმა” შეიტყო, რომ დორტმუნდელებს სპორტული ტანსაცმლისა და აქსესუარების გიგანტ „პუმასთან” ახალ შეთანხმებამდე აღარაფერი აკლიათ. კლუბსა და უმსხვილეს ბრენდს ჯერ წინა კონტრაქტის ვადა არ გასვლიათ, ის 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ამის მიუხედავად, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ. ცნობილი გახდა, რომ ის ათწლიანი...

დორტმუნდი სტრესს ელის
ჩანაწერი

დორტმუნდი სტრესს ელის

„დორტმუნდის” ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ცორკი (ფოტოზე), რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, თავისი კარიერის ერთადერთი გუნდის სახელით 463 შეხვედრაში 131 გოლი გაიტანა, ახლა „შავ-ყვითლების” სპორტული დირექტორია. და ის დორტმუნდელთა ახალი კალენდრით ძალიან უკმაყოფილო გახლავთ. გუშინ, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ გამოაქვეყნა ბუნდესლიგის მომავალი სეზონის თამაშების განრიგი. 17 აგვისტოს, პირველ ტურში, „დორტმუნდი” „აუგსბურგს” მასპინძლობს, მაგრამ ეს შეხვედრა ხელს არავის უშლის. პრობლემა...

ჩანაწერი

ნული მაყურებელი ოთხ თამაშს

ტელეკომპანია „სქაიმ” გასულ სეზონში ბუნდესლიგის 266 თამაში გადასცა და ამ შეხვედრებიდან ოთხის გასწვრივ დაიწერა, რომ მას 0 მაყურებელი ჰყავდა. ძნელი დასაჯერებელია, რომ ტელევიზორში ფეხბურთს გადასცემდნენ, მას კი პირდაპირი მნიშვნელობით არავინ უყურებდა. ცხადია, ასე არ ყოფილა. ლაპარაკია აღრიცხვის ტექნიკურ მხარეზე ანუ თუკი მატჩი 5 000 ადამიანზე ნაკლებმა ნახა, ითვლება, რომ მას 0 მაყურებელი ჰყავდა. კომერციის თვალსაზრისით...

რისთვის მიუღწევია მაგ ჰამანს ცხოვრებაში?
ჩანაწერი

რისთვის მიუღწევია მაგ ჰამანს ცხოვრებაში?

წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა, დღეს კი ტელეექსპერტმა დიტმარ ჰამანმა „ბაიერნის” პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის წინააღმდეგ გაილაშქრა. ასე დაწერა, ვატყობ, ლევანდოვსკი „რეკორდმაისტერისთვის” დიდ პრობლემად ყალიბდებაო. თავისი ყოფილი ფეხბურთელის კრიტიკულმა ტექსტმა ბავარიელთა პრეზიდენტი ული ჰიონესი გააბრაზა. ტელეშოუ Doppelpass-ში მან ჰამანს პასუხი გასცა: „დიდი ჩვენთან თამაშობდა და კლუბს კარგად იცნობს. ამიტომ, მინდა საყვედური ვუთხრა. ისე იქცევა, გეგონება კომენტატორთა ღმერთი...

ნუ იპარავთ ბავშვებს
ჩანაწერი

ნუ იპარავთ ბავშვებს

18 წლის ჯეიდონ სანჩო ბუნდესლიგის ახალწვეულია. გერმანელები ამბობენ, რომ მიმდინარე სეზონში არც ერთ მოთამაშეს არ მოუხიბლავს გულშემატკივარი ისე, როგორც ეს ახალგაზრდა ინგლისელმა მოახერხა. ჯეიდონი 2018 წლის ზაფხულში „მანჩესტერ სიტიდან” „დორტმუნდში” 8 მილიონ ევროდ გადავიდა. „მირორმა” კი დაწერა, რომ თავის დროზე ინგლისის ჩემპიონმა ამომავალი ვარსკვლავი არალეგალური ხერხით შეიძინა. გაზეთმა ეს ამბავი „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით გაასაჯაროვა. 2015...

ჩანაწერი

თქვენი დედაცო, ბებიაცო და კარგებიცო…

„ბაიერნის” ბოსებმა თავიანთ ლეგენდარულ პრეს-კონფერენციაზე კლუბის წევრთათვის დადგენილი მორალური სტანდარტები გაასაჯაროვეს. უპირველეს ყოვლისა მათ თქვეს: „ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია!” ეს სიტყვები კერძოდ კარლ-ჰაინც რუმენიგეს ეკუთვნის, რომელმაც გამოაცხადა, რომ სხვისი ღირსების პატივისცემა „ბაიერნის” მორალური კოდექსის პირველი თავის პირველივე ანუ უმთავრესი პუნქტია. რასაკვირველია, „ბაიერნი” ცამდე მართალია, მაგრამ როგორ იცავს ამ კოდექსს მათი ფრანგი თავდამსხმელი, 35 წლის ფრანკ რიბერი? გავიხსენოთ,...

ძირს ორშაბათი!
ჩანაწერი

ძირს ორშაბათი!

„დორტმუნდის” შვეიცარიელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი მხარს უჭერს იმ გერმანელს გულშემატკივრებს, რომლებიც ორშაბათობით ბუნდესლიგის თამაშების გაუქმებას ითხოვენ. „ორშაბათის თამაშებს აბსოლუტურად გავაუქმებდი. მათი არსებობა უბრალოდ სასაცილოა”, — თქვა ფავრმა „ფრაიბურგთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ. ამ შეხვედრის პირველი ტაიმის უმეტესი დრო (დათქმული იყო 20 წუთი), გერმანიის რამდენიმე სხვა ქალაქის მსგავსად, დორტმუნდელმა გულშემატკივრებმა საპროტესტო დუმილში გაატარეს. ფავრი: „გულშემატკივრების დუმილმა გული...

სახეში გაარტყა!
ჩანაწერი

სახეში გაარტყა!

„ბაიერნი” კრიზისშია. კრიზისი შაბათს კიდევ უფრო გაძლიერდა, როდესაც „რეკორდმაისტერმა” პრინციპული თამაში წააგო ლიდერ „დორტმუნდთან”, თავად კი მე-5 ადგილზე დაქვეითდა. ბავარიელები დორტმუნდელებს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. არადა, „ვესტფალენშტადიონზე” იგებდნენ — პირველ ტაიმში 1:0-ს, მეორეში 2:1-ს, საბოლოოდ კი 2:3 დამარცხდნენ. თუმცა, ჩვენი ცნობა იმდენად ფეხბურთს არ ეხება, რამდენადაც ქცევას, რომელიც ისევ და ისევ ადასტურებს, რომ „ბაიერნში” ცუდი...

კარტელი ევროპის დანგრევას აპირებს
ჩანაწერი

კარტელი ევროპის დანგრევას აპირებს

„ფუტბოლლიკსის” („ვიკილიკსის” საფეხბურთო ანალოგიაა) ცნობა იმის შესახებ, რომ ევროპის წამყვანი კლუბები „სუპერლიგის” შექმნას აპირებენ და უნდათ ამ შეჯიბრებით დღევანდელი ევროთასები (და შესაძლოა ეროვნული ჩემპიონატებიც) ჩაანაცვლონ, მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. ინგლისურ „მირორში” გამოქვეყნდა წერილი, სადაც აქცენტი „ბაიერნზე” იყო გაკეთებული. სტატიის სათაური გახლდათ: „ბაიერნი ბუნდესლიგიდან გასვლის ნიადაგს სინჯავს”. „რეკორდმაისტერმა” თავი მოვალედ ჩათვალა ამ ინფორმაციისთვის ოფიციალური პასუხი გაეცა...

შპორტ ბილდის რჩეული გერმანელები
ჩანაწერი

შპორტ ბილდის რჩეული გერმანელები

ჰამბურგში, სპორტის, ბიზნესისა და მას-მედიის 700 წარმომადგენლის თანდასწრებით, ევროპის ყველაზე დიდტირაჟიანმა ჟურნალმა, გერმანულმა „შპორტ ბილდმა” სპორტში გამოჩენილ ადამიანთა რიგით მე-16 დაჯილდოება მოაწყო. ჯილდოები სულ 9 კატეგორიაში დარიგდა. „შპორტ ბილდის” რედაქტორის საგანგებო ჯილდო მიიღო „რეალის” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. მის დახასიათებაში წერია, რომ კროოსი არის პირველი გერმანელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო — 2013...