„პარიზიენი’’ წერს, რომ ერთი შეხედვით ლიდერობასა და ჩავარდნას შორი სხვაობა დიდია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „პარი სენ ჟერმენმა’’ სწორედ ამ ნაპრალში მოახერხა ჩავარდნა ― ცხრილში პირველ რვა გუნდს მიღმა დარჩა და მერვედფინალში ავტომატურად ვერ მოხვდა. ახლა ლუის ენრიკეს გუნდს ფლეი-ოფის ეტაპი აქვს გასავლელი. პარიზელები 11 დეკემბრის შემდეგ შთამბეჭდავად ვეღარ თამაშობდნენ. 0:0 დაასრულეს შეხვედრა ბილბაოში,...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
ლუის ენრიკე: ალბათ რთული ტრავმაა
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ნიუკასლის’’ შეხვედრაში (1:1) დაშავდა. მან მოედანზე მხოლოდ 20 წუთი დაჰყო და ამ დროში, კერძოდ მე-7 წუთზე, საგოლე პასის გადაწოდება მოასწრო, მაგრამ შვედი ენტონი ელანგას უხეშობის გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა. ქართველი დეზირე დუემ შეცვალა. „პარი სენ ჟერმენის’’ გარემარბის ტერფი ელანგას ფეხებს შორის მოყვა. სლოვენიელმა მსაჯმა სლავკო ვინიჩიჩმა „ნიუკასლის’’ აგრესიულ...
ნეაპოლში ლონდონელები საავადმყოფოში წაიყვანეს
„ჩელსის’’ რამდენიმე გულშემატკივარი ნეაპოლში დაშავდა, ზოგი ვერსიით ისინი დაჭრეს. დღეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლი’’ „ჩელსის’’ მასპინძლობს. ლონდონურმა კლუბმა გაავრცელა განცხადება, სადაც გუშინდელი საღამოს ამბავი წერია. საუბარია, რომ ორი ინგლისელი ფანი ადგილობრივებთან შეხლა-შემოხლის შემდეგ საავადმყოფოში გახდა გადასაყვანი. მათ მცირე დაზიანებები აქვთ. კლუბი თავის გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ ნეაპოლში ყოფნის დროს უკიდურესად ფრთხილად უნდა იყვნენ...
სობოსლაის უჩვეულო გოლი
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მარსელს’’ სტუმრად 3:0 მოუგო. შეხვედრის ყველაზე ეფექტური მომენტი იყო პირველი გოლი, რომელიც უნგრელმა ვარსკვლავმა დომინიკ სობოსლაიმ ჯარიმიდან გაიტანა. ეს მოხდა შესვენების წინ, 45+1 წუთზე. ნახევარმცველმა ამხტარ ცოცხალ კედელს ბურთი დაბლა გაუტარა და ხერონიმო რულის კარში შეაგდო. შეხვედრის შემდეგ სობოსლაიმ TNT სპორტს მოუყვა, როგორ მოუვიდა ასეთი დარტყმა თავში აზრად: „საშინაო დავალება მქონდა. მირჩიეს,...
რა მდგომარეობა აქვს პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის წინ?
„პარი სენ ჟერმენი’’ წნეხის ქვეშაა. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა სამშაბათს ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო ― ეს იყო მიმდინარე სეზონში პარიზელთა მეორე მარცხი ევროპულ ასპარეზზე. ოთხშაბათს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-7 ტური დასრულდა და ბოლო ტურის წინ ცხრილი გამოიკვეთა: თუკი ლუის ენრიკეს გუნდი ლისაბონში თამაშამდე მესამე ადგილზე იყო, ახლა მეექვსეზეა. მას გარანტირებული აქვს ადგილი იმ 24 გუნდს შორის,...
რა იყო ეს? მწვრთნელს დაუმტკიცა რომ ის შეცდა?
სამ შეხვედრაში ორი წაგების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი’’ ფორიაქობს ― თამაშის ხარისხი თითქოს არ დაეწუნება, მაგრამ რაღაც აკლია. „პარიზიენი’’ მიიჩნევს, რომ ეს სიმწვავეა, რაც ამ გუნდის სისხლში ყოველთვის მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. გაზეთი იხსენებს ერთი კვირის წინანდელ მარცხს საფრანგეთის თასზე „პარიზთან’’ და ამბობს, რომ ლუის ენრიკეს ბიჭებს ამჯერადაც არ ჰქონდათ ის, რასაც შეტევაში...
ლუის ენრიკე: ეს იყო უსამართლო შედეგი!
„პარი სენ ჟერმენმა’’ ლისაბონში „სპორტინგთან’’ 1:2 წააგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გამარჯვებულის მეორე მარცხი მიმდინარე შეჯიბრებაში. პირველად პარიზელებმა 4 ნოემბერს მიუნხენში „ბაიერნთან’’ წააგეს ასეთივე ანგარიშით. ახლა ისინი ვეღარ იტყვიან, რომ უეჭველად პირდაპირ მერვედფინალში გავლენ. მათ 28 იანვარს აუცილებლად უნდა მოუგონ „ნიუკასლს’’ „პარკ დე პრენსზე’’. კითხვაზე ელოდა თუ არა ლისაბონში წაგებას, ლუის ენრიკემ მატჩისშემდგომ...
დემბელეს სიცხე ჰქონდა, შევალიე ვერ ითამაშებს
ხვალ „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამართავს ბილბაოში. თუკი დღეს პარიზული გუნდის შესახებ რამეს ლაპარაკობენ, ეს მეკარის ამბავია ― პსჟ-ს კარს ზედიზედ მეორე შეხვედრაში რუსი მატვეი საფონოვი დაიცავს. ლუკა შეავალიე ჯერაც მარჯვენა კოჭის შემაწუხებელ ტკივილს გრძნობს. მას „მონაკოსთან’’ საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ლამინ კამარას უხეში ვარდნის გამო ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. „რენთან’’ თამაში შევალიემ უკვე გამოტოვა....
კვარას დიდი გავლენა სტატისტიკაზე ვერ აისახა
„პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის ნოკაუტის ეტაპზე რომ მოხვდება ამას დიდი მარჩიელობა არ უნდა. ახლა გასარკვევია საფრანგეთის ჩემპიონი პირდაპირ მერვედფინალში გავა თუ ჯერ ფლეი ოფის ეტაპზე მოუწევს ბრძოლა. ასეა თუ ისე, ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში პარიზელებმა „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ სანახაობრივ შეხვედრაში 5:3 მოუგეს, რაც 5 ტურში მათი მეოთხე გამარჯვება იყო. პსჟ „არსენალის’’ შემდეგ მეორე ადგილზეა. შეხვედრის მთავარი...
მართალია მაყურებელი ცოტა გააღიზიანა, მაგრამ გოლები მამარდას ბრალი არ იყო
„ლივერპულის’’ საშინელი სეზონი ჩემპიონთა ლიგაში შინ „ეინდჰოვენთან’’ 1:4 მარცხით გაგრძელდა. ჯერ იყო და ვირჯილ ვან დაიკმა სტუმრებს პენალტი აჩუქა, რომელიც ივან პერიშიჩმა გაიტანა. მართალია დომინიკ სობოსლაიმ მალევე გაქვითა, მაგრამ მეორე ტაიმში გუს ტილმა და ორჯერ კუჰაიბ დრიუეშმა მასპინძლებს ბოლო მოუღეს. მერსისაიდელებს ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა დარჩათ, რომელთაგან ორი, „ინტერთან’’ და „მარსელთან’’ სტუმრად უწევთ, „ყარაბაღს’’ კი...









