ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების წილისყრა გაიმართა. ორი დიდებული დაპირისპირება მივიღეთ: პსჟ – „ჩელსი“ და „რეალი“ – „სიტი“. დანარცენი გუნდები კი ასე დაწყვილდნენ: „გალათასარაი“ – „ლივერპული“, „ატალანტა“ – „ბაიერნი“, „ნიუკასლი“ – „ბარსელონა“, „ატლეტიკო“ – „ტოტენჰემი“, „ბოდო გლიმტი“ – „სპორტინგი“, „ლევერკუზენი“ – „არსენალი“. პირველი მატჩები 10-11 მარტს გაიმართება, საპასუხოები 17-18 მარტს.
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
კაცი, რომელიც კანკალებდა
ეს იყო ბრძოლით, რთულად მოპოვებული გამარჯვება. პსჟ მერვედფინალში გავიდა. პარიზელებმა კარგად ჩატარებული მეორე ტაიმისა და „მონაკოს’’ ფეხბურთელის მამადუ კულიბალის გულუბრყვილო შეცდომის, სამ წუთში მიღებული ორი ყვითელი ბარათის წყალობით მოიგეს. და მაინც, მასპინძლებს ბოლო წამამდე მოუწიათ ნერვიულობა. მათ მწვრთნელს ლუის ენრიკეს ემოციათა მთელი ქარიშხლის გადატანა მოუხდა. მატჩის შემდეგ ესპანელი ფეხბურთის სპეციალისტი პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს ელაპარაკა. – თამაშის...
პსჟ მერვედფინალში ხვიჩას გოლით და წვალებით გავიდა
მთავარი საქმე გაკეთდა, „პარი სენ ჟერმენი’’ მერვედფინალშია, მაგრამ ასეთი თამაშით მომავალს მშვიდად ვერ უყურებ. ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის ორივე შეხვედრაში პსჟ „მონაკოს’’ წინააღმდეგ იყო მძიმე, დუნე და არ ჰგავდა გუნდს, რომელმაც გასულ გათამაშებაში გაიმარჯვა. Footmercato იხსენებს, რომ „ლუი მეორეზე’’ პარიზელები 18 წუთის მერე უკვე 0:2-ს აგებდნენ და მხოლოდ დეზირე დუეს ჩინებულ თამაშს პლუს ალექსანდრ გოლოვინის...
[VIDEO] ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა…
ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ „მონაკოს“ მასპინძლობს. პირველი ტაიმი პარიზელებმა 0:1 წააგეს. მეორე ტაიმში „მონაკო“ კაცნაკლული დარჩა და ჯერ მარკინიოსმა გაათანაბრა ანგარიში, რამდენიმე წუთში კი ხვიჩა კვარაცხელიამ მასპინძლები დააწინაურა.
ნორვეგიული დღე
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის ყველაზე დიდი სენსაცია „ბოდო/გლიმტის’’ მიერ „ინტერის’’ გაგდება იყო. ნორვეგიულმა გუნდმა გასული გათამაშების ფინალისტი პირველ შეხვედრაში 3:1 დაამარცხა, რასაც არც მეტი, არც ნაკლები „სან სიროზე’’ 2:1 მოგება დაამატა და მერვედფინალში გავიდა, სადაც „მანჩესტერ სიტის’’ ან „სპორტინგს’’ შეხვდება. „ინტერი’’ ინიციატივას ფლობდა. კარში დარტყმები: 30-7. მეორე მხრივ, კარში დარტყმა გოლს არ ნიშნავს. მეტი გოლი...
ვინისიუსმა იჩივლა, მაიმუნი დამიძახესო
ლისაბონში სკანდალი ატყდა. „ბენფიკასა’’ და „რეალის’’ შეხვედრაში მადრიდელების ბრაზილიელ ვარსკვლავს ვინისიუს ჟუნიორს სავარაუდოდ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპის პირველი შეხვედრა, რომელიც სტუმრებმა ვინისიუსის გოლით 1:0 მოიგეს. მადრიდელმა გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 50-ე წუთზე გაიტანა. მან ოსტატურად ითამაშა და შემდეგ გოლი იზეიმა, მაგრამ მსაჯის აზრით გამოხატვაში გადააჭარბა და ყვითელი ბარათით დასაჯა. როდესაც...
კვარას რვა მცდელობა
ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად „პარი სენ ჟერმენმა’’ მონაკოში 3:2 მოიგო. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა, რომელიც ლუი მეორის სახელობის სტადიონზე გაიმართა და რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 69 წუთი დაჰყო. პარიზელთა მთავარი გმირი რასაკვირველია დეზირე დუე გახლდათ. ის მოედანზე 27-ე წუთზე ოსმან დემბელეს ნაცვლად შევიდა და შესვენებამდე ერთი თვითონ გაიტანა, ხოლო მეორე აშრაფ ჰაკიმის გაატანინა....
ლუის ენრიკე: იქნებ მეკარის გარეშე ვითამაშო
„მონაკოსთან’’ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩის წინ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელს ლუის ენრიკეს არ აშფოთებს ოსმან დემბელეს კომენტარი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა რენში წაგების შემდეგ გააკეთა. მას პსჟ-ს თამაშის ხარისხი აინტერესებს. ესპანელმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი. – პსჟ-ს ჰყავს აშრაფ ჰაკიმი და ნუნუ მენდეში, ძალიან აქტიური განაპირა მცველები. ამით თქვენი გუნდი...
პარი სენ ჟერმენს ისევ ხილი ერგო
უეფამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის ეტაპზე „პარი სენ ჟერმენისა’’ და „მონაკოს’’ პირველი შეხვედრის მსაჯად 43 წლის ესპანელი ხესუს ხილ მანსანო დანიშნა. მანსანოს ასისტენტებიც ესპანელები იქნებიან. შეხვედრა სამშაბათს, 17 თებერვალს მონაკოში „სტად ლუი მეორეზე’’ გაიმართება. სტატისტიკა ამბობს, რომ ეს არბიტრი უკვე პსჟ-ს მეექვსე თამაშს მოემსახურება. პირველად მისი და პარზელთა გზები 2021 წელს გადაიკვეთა, ხოლო ბოლოს ხილ მანსანომ...
კონტე – შიდა ჩემპიონატების სპეციალისტი
მწვრთნელებს მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატების მიხედვით რომ აფასებდნენ ანტონიო კონტე ულაპარაკოდ პირველთა შორის იქნებოდა. იტალიელი კონკურენტუნარიანი გუნდების შექმნაში უბადლოა. მას ეხერხება ხანგრძლივ შეჯიბრებებში გამარჯვება, რომლებიც სტაბილურობასა მოითხოვენ, მაგრამ მისდა სამწუხაროდ ევროპის ყველაზე დიდი საკლუბო შეჯიბრებისა, ჩემპიონთა ლიგის ფორმატი მთლად ამ ტიპის არ არის და იქ იტალიელი ყოველ წელიწადს ხელმოცარული რჩება. სტატისტიკა გვეუბნება, რომ კონტემ, როგორც მწვრთნელმა,...



![Kvaratskhelia-Monako1 [VIDEO] ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/02/Kvaratskhelia-Monako1.jpg)





