„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:2 წააგო და საპასუხო თამაშში რთული ამოცანის წინაშე დგას. ანგარიში მე-11 წუთზე დეზირე დუემ გახსნა, მეორე ტაიმის მე-20 წუთზე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გაიტანა.
შეხვედრაში, რომელშიც მასპინძლებმა სტუმრები ყველა ასპექტში დაჩაგრეს, Liverpool Echo-მ მერსისაიდელთა გუნდში 7 ქულად მხოლოდ სამი ფეხბურთელის თამაში შეაფასა: გიორგი მამარდაშვილის, ჯო გომესისა და ფლორიან ვირტცის; დანარჩენებს კი ნაკლები დაუწერა.
„პირველი გოლის მომენტში, რომელიც რიკოშეტით გავიდა, ბევრს ვერაფერს იზამდა. შესვენებამდე კვარაცხელიას და დეზირე დუეს კარგი დარტყმები აუღო. შესვენების შემდეგ უფრო წყნარი თამაში ჰქონდა, მაგრამ მეორე გოლის დროს კვარაცხელიამ მოატყუა’’, – დაწერა მამარდაშვილის შეფასებისას პორტალმა.
This is Anfield-მა ქართველ გოლკიპერს 6 ქულა აკმარა, მაგრამ ეს შეფასება ლივერპულელთა შორის მაქსიმალური იყო. ტოლად არავინ ჰყავდა.
„ძალიან არ გაუმართლა პირველი გოლის დროს, როდესაც დეზირე დუეს ძლიერად დარტყმულმა ბურთმა რიკოშეტის გამო გეზი იცვალა და კარში შევარდა. ამის კომპენსაცია გახლდათ ის, რომ მან დუეს ახლოდან მეორე გოლი არ გაატანინა და თანამემამულის ხვიჩა კვარაცხელიას დარტყმული გამყარებული მაჯით ოსტატურად მოიგერია. ეს ბიჭი სერიოზული მეკარეა, რომელსაც არ გაუმართლა და დღევანდელ გაურკვეველ „ლივერპულში’’ მოხვდა’’, – დაწერა საიტმა.
„ლივერპულის’’ საიტმა მამარდაშვილს ასევე მაქსიმალური 8 ქულა დაუწერა. „სავარაუდოდ, ეს მისი კარიერის საუკეთესო შეხვედრა იყო. მან პირველი გოლი შეხვედრის დასაწყისშივე გაუშვა, მაგრამ ბურთი მის კარში ასხლეტით შევარდა და ვერაფერს გააწყობდა. ასევე ვერაფერს იზამდა, როდესაც კვარაცხელია გასცდა და მეორე გაუტანა. ფეხით ხანდახან გაუმართავ პასებს აწვდიდა, მაგრამ პსჟ-ს მეტი გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა’’, – აღნიშნა საიტმა.
flashscore – 6.8 (მაქსიმალური შეფასება ლივერპულელთა შორის); sofascore – 6.9 (მეორე შეფასება ვირტცის შემდეგ); whoscored – 6.6 (მაქსიმალური შეფასება ლივერპულელთა შორის); fotmob – 6.5 (მეოთხე შეფასება ლივერპულელთა შორის)
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
