ჭდე: ჩემპიონთა ლიგა

Home ჩემპიონთა ლიგა
სამშაბათი ლიგაში — მიქაუტაძე ბოლომდე იჯდა
ჩანაწერი

სამშაბათი ლიგაში — მიქაუტაძე ბოლომდე იჯდა

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის სამშაბათის მატჩების მიმოხილვა „სტემფორდ ბრიჯით’’ დავიწყოთ, სადაც „ჩელსიმ’’ „ბარსელონას’’ დაუყვედრებლად მოუგო 3:0. მეტიც, თავიდან „ლურჯებს’’ ხელით თამაშისა და ოფსაიდის გამო ორი გოლი არ ჩაუთვალეს, მაგრამ 27-ე წუთზე მათ სტუმრები დაეხმარნენ, კუნდემ როგორც იქნა წესების დაცვით შეაგდო… თავის კარში. 43-ე წუთზე „ბარსას’’ მეორე ყვითლის გამო არაუხო გაუძევეს, რამაც დასავლეთ ლონდონელებს საქმე გაუიოლა....

კვარა: მარცხნივ თამაში მირჩევნია, მაგრამ უნივერსალური უნდა ვიყო
ჩანაწერი

კვარა: მარცხნივ თამაში მირჩევნია, მაგრამ უნივერსალური უნდა ვიყო

ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც მოედანზე თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობს ვიდრე მიკროფონების წინ, მოვალეობას თავი გაართვა და ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ტოტენჰემ ჰოთსფურთან’’ მატჩამდე პრეს-კონფერენციაზე დასმულ კითხვებს უპასუხაო, წერს „პარიზიენი’’. მიმდინარე სეზონში ქართველი ევროპულ სარბიელზე კარგად თამაშობს, ორი გოლი შეაგდო. მან თქვა, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაშია და მის განვითარებაში ლუის ენრიკემ დიდი წვლილი შეიტანა. დიდი ხანი არ...

დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის
ჩანაწერი

დემბელე იქნება? – საკითხავი აი, რა არის

ოთხშაბათს „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენი’’ „ტოტენჰემ ჰოთსფურს’’ უმასპინძლებს. ეს იქნება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომლის წინ ლუის ენრიკემ ერთი რამ არ იცის ― შეძლებს ოსმან დემბელე ამ მატჩში მონაწილეობას თუ ვერა. თეორიულად „ოქროს ბურთის’’ 2025 წლის გამარჯვებულს მოედანზე ვიხილავთ. დემბელემ პარასკევს გუნდთან ერთად ივარჯიშა. როგორც ფრანგული მედია წერს, მას მარცხენა ფეხის წვივი...

კროოსი სხვა აზრისაა
ჩანაწერი

კროოსი სხვა აზრისაა

ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ბაიერნის’’ შეხვედრაში (1:2) აშრაფ ჰაკიმის უხეშად წაქცევისთვის მსაჯმა მოედნიდან მიუნხენელთა ორივე გოლის ავტორი ლუის დიასი გააძევა. არბიტრის გადაწყვეტილებას მაყურებელთა უმეტესობა დაეთანხმა, თუმცა ახლო წარსულში ცნობილი გერმანელი ნახევარმცველი ტონი კროსი სხვა აზრის არის. „ჩემთვის ყველაფერი მარტივადაა. მსაჯს წითელი ბარათი არ უნდა ამოეღო. მის გადაწყვეტილებაზე ჰაკიმის ტრავმამ იმოქმედა. ჰაკიმი რომ წამომდგარიყო,...

ერთი ფეხბურთელის იდეალური თამაში
ჩანაწერი

ერთი ფეხბურთელის იდეალური თამაში

„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში სტუმრად დაამარცხა „ფრანკფურტი’’ – 5:1. ინგლისური პრესის აზრით ეს იყო „წითლების’’ საუკეთესო შეხვედრა მიმდინარე სეზონში. ჩამორჩენის მიუხედავად სტუმრებმა პირველ ტაიმში, ათწუთიან მონაკვეთში სამი გოლის გატანა მოახერხეს, რასაც შესვენების შემდეგ კიდევ ორი მიაყოლეს. მედია ერთსულოვნად აღნიშნავს, რომ მერსისაიდელთა გუნდში როგორც იქნა ვარსკვლავურად ათამაშდა ფლორიან ვირცი, რომელმაც ორი საგოლე პასი...

მედია მამარდაშვილზე: ბაოიას დარტყმული მოიგერია, სხვა საქმე კი არ ჰქონია
ჩანაწერი

მედია მამარდაშვილზე: ბაოიას დარტყმული მოიგერია, სხვა საქმე კი არ ჰქონია

ოთხშაბათამდე „ლივერპულს’’ ზედიზედ ოთხი თამაში ჰქონდა წაგებული, მაგრამ ფრანკფურტში 5:1 გაიმარჯვა და წარუმატებელ სვლას წერტილი დაუსვა. მერსისაიდელები რასმუს კრისტენსენის გოლის შემდეგ ჩამორჩნენ, შემდეგ კი ძალა მოიკრიბეს და შესვენებაზე უგო ეკიტიკეს, ვირჯილ ვან დაიკისა და იბრაჰიმა კონატეს გოლების წყალობით გვარიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა მონაგარს კოდი გაკპოსა და დომინიკ სობოსლაის ორი შედეგიანი დარტყმაც მიამატეს. ჩემპიონთა...

სამშაბათის გოლები
ჩანაწერი

სამშაბათის გოლები

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის სამშბათ დღეს 9 შეხვედრაში 43 გოლი გავიდა. თვალი გადავავლოთ ამ შეხვედრებს და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გავიხსენოთ. „არსენალმა’’ „ატლეტიკო’’ დაჩაგრა – 4:0. საინტერესოა, რომ გოლები მეორე ტაიმში გავიდა. მიკელ არტეტას გუნდს სამი ტურის მერე მაქსიმალური 9 ქულა აქვს და ლიდერთა შორისაა. „მანჩესტერ სიტი’’ სექტემბრის შემდეგ ჩინებულად მიდის. ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალთან’’ სტუმრად 2:0...

რას ნიშნავდა კვარას ჟესტი?
ჩანაწერი

რას ნიშნავდა კვარას ჟესტი?

„პარიზიენი’’ თავის მკითხველს მოუთხრობს, რომ ხვიჩა კვარაცხელია NBA-ს დიდი ფანია. ის პრესტიჟული ამერიკული ლიგის თამაშებს უყურებს და კალათბურთის ვარსკვლავებისგან ზეიმის ვარიანტებს სესხულობს.  გასული წლის თებერვალში ქართველმა სტეფ კარის ჟესტი გამოიყენა, როდესაც ხელები ლოყაზე მიიდო, ძილის სცენა გაითამაშა. კარიმ ასე პარიზში, 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში, საფრანგეთთან შეხვედრის დროსაც იზეიმა. სამშაბათს, „ლევერკუზენთან’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში კი „ნაპოლის’’...

ხვიჩას დაბრუნება!
ჩანაწერი

ხვიჩას დაბრუნება!

„ქართველი გარემარბი რამდენიმე მკრთალი თამაშის შემდეგ კვლავ მთელი ბრწყინვალებით წარმოგვიდგა. ამ დღეს „ნაპოლის’’ ყოფილი ფეხბურთელი იყო მძლავრი და შთაგონებული. მან ჯერ დეზირე დუეს მიაწოდა საგოლე პასი, შემდეგ კი თავად გაიტანა გოლი, რომლის დროსაც ბურთი ორივე ძელს მოხვდა. მისმა ტექნიკამ გერმანული გუნდის დაცვა დინამიტივით ააფეთქა’’, ― დაწერა „პარი სენ ჟერმენის’’ მიერ „ლევერკუზენის’’ 7:2 ძლევის შემდეგ ფრანგულმა...

დღეს მიქაუტაძეს გამოცდა ელის
ჩანაწერი

დღეს მიქაუტაძეს გამოცდა ელის

დღეს ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ურთულეს შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქეა „მანჩესტერ სიტი’’. ამას დაამატეთ, რომ „ყვითელ წყალქვეშა ნავს’’ წინა ორ ტურში არ მოუგია და სამი ქულა სჭირდება. სტუმრები „სერამიკაზე’’ ერთი მოგებითა და ერთი ფრით ჩადიან. ამოცანა ურთულესია, მაგრამ ეს ესპანური გუნდის თავკაცმა მარსელინომ იმთავითვე იცოდა და თქვა, რომ „სიტისთან’’ მძიმე მატჩიც კი...