ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი შვეიცარიის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ფიფასა და უეფას ყოფილ პრეზიდენტებს კორუფციაში სდებდნენ ბრალს, თუმც ვერაფერი დაუმტკიცეს. ბლატერისა და პლატინის პროცესი შვეიცარიულ ბელინცონაში 8 ივნისს დაიწყო. პროკურატურა ყოფილ ჩინოსნებს თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დაახლოებით იმ 2 მილიონი დოლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა, რომელიც პლატინის ბლატერის მითითებით გადაეცა. პროკურატურა ზეპ ბლატერისთვის...
ჭდე: ფიფა
წადით!
ახალი ამბავი ფიფადან: რუსეთსა და უკრაინაში მყოფ ლეგიონერეს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ კლუბებთან კონტრაქტების შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ვადა აქამდე 2022 წლის 30 ივნისამდე იყო დათქმული. „ჩვენ ვეხმარებით ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რომლებიც უკრაინაში არსებული სიტუაციის დროს დაზარალდნენ. თუ უკრაინული და რუსული კლუბები უცხოელებთან 2022 წლის 30 ივნისამდე არ გააფორმებენ ხელშეკრულებას და ეს შეთანხმება წერილობით ფორმაში არ...
ინფანტინო არ ისვენებს
FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს იდეები არ ასვენებს. ჯერ იყო და, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შეფი მონდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეით გამოვიდა, ახლა კი უკვე სამწლიან ციკლზე ფიქრობს. საქმე ის არის, რომ ინფატინოს თავდაპირველი გეგმა დაუწუნეს. წინააღმდეგი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონფედერაციები წავიდნენ. უარზე იყვნენ ფეხბურთელებიც. ინფნატინოს ახალი იდეა ასეთია: 3-წლიანი ციკლი მსოფლიოს განახლებული საკლუბო...
სამში ხანგრძლივი
ინგლისურ მედიაში ხუმრობენ, როდესაც საქმე მსოფლიოს ჩემპიონატს ეხება ცუდი იდეის უგულებელყოფა არ შეიძლებაო. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ამასწინათ აღიარა, რომ მუნდიალების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება არ მოუწონეს და… იქვე ახალი მოსაზრება შეაპარა საზოგადოებას — ეს საქმე სამ წელიწადში ერთხელ ხომ არ გვექნაო. ანუ, ახალი ციკლის თანახმად მსოფლიოს ჩემპიონატი 36 თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს. და ბარემ,...
საუკეთესო? ძალიან გთხოვთ…
ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს მუდმივად აკრიტიკებენ, მაგრამ Daily Mail-ის ჟურნალისტმა ოლივერ ჰოლტმა, ყატარსაც და FIFA-საც გვარიანი სილა გააწნა. „ინფანტინომ განაცხადა, რომ საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი გველის. თუმცა, ასე არ იქნება. ეს არის მოპარული 200 მილიარდი გირვანქა. ამას უკვე ვეღარ გავექცევით და აბსურდი რეალობად იქცევა. ჩემპიონატი გაიმართება ქვეყანაში, რომელიც ლონდონზე პატარაა. ეს იმიტომ, რომ 12 წლის წინ...
ბრიტანული ოკუპაცია ვერ შედგება
ინგლისი ის ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელთა ნაკრებსაც დიდ შეჯიბრებებზე ჩვეულებრივ ბევრი გულშემატკივარი დაჰყვება. წესით ასე უნდა მოხდეს ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც, მაგრამ თავი იჩინა ერთმა დამაბრკოლებელმა გარემოებამ — არაბები მათ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ თამაშის ბილეთი ექნებათ. ბრიტანეთიდან მუნდიალზე ინგლისის ნაკრების გარდა შეიძლება უელსის ან შოტლანდიის ეროვნული გუნდიც გაემგზავროს. უელსის და შოტლანდიის ამბავი ფლეი-ოფის შემდეგ გაირკვევა....
ტირილი მინდება…
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრამ გააწბილა. ინფანტინო შვეიცარიაშია დაბადებული, თუმც სახელ-გვარითაც ეტყობა, ფესვები საიდანაც აქვს. ამიტომაც, ბუნებრივია, ეწყინებოდა… „ტირილი მომინდა. ცუდი დროა ყველა იტალიელისთვის. ნაკრები მეორე მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს. მახოვს ჩემი ბავშვობის ემოციები 1978 და 1982 წლის მსოფლიოდან. მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, ფეხბურთი უფრო მეტად შემიყვარდა. ახლა კი მეცოდებიან იტალიელი...
უკრაინელის ცეცხლს ნორვეგიელმა ნავთი დაასხა
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრიი პავლენკო დოჰაში მიმდინარე ფიფას კონგრესს კიევიდან ჩაერთო. მას ჯავშანჟილეტი ეცვა. პავლენკოს სიტყვაში დანთებულ ცეცხლს ნავთი ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ლისე კლავენესმა დაასხა. ის არც მასპინძლების კრიტიკას მოერიდა, ფიფასაც კარგად გაჰკრა კბილი და რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც შეეხო. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დარბაზში ისხდნენ და ყველაზე დიდი დისკომფორტი, სავარაუდოდ, პავლენკოს სიტყვის მოსმენისას...
სერიოზული წილისყრა სახუმარო დღეს
1 აპრილს დოჰაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. დღეისათვის 32-დან 29 მონაწილის ვინაობაა ცნობილი, სამიც მოგვიანებით გაირკვევა. ესენია შოტლანდია – უკრაინის ევროპული ფლეი-ოფი, რომლის გამარჯვებულიც უელსს შეხვდება და ორი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფი: კოსტა რიკა – ახალი ზელანდია და პერუ – ავსტრალია ან საემიროები. სულ ოთხი კალათა იქნება, რომელთა შიგთავსი 31 მარტს გამოქვეყნებულ ფიფას...
ფიფამ მსოფლიო დაადუმა
სამი დღეა, მთავარი ამბები ფიფას კონგრესზე ხდება. იქ ელოდნენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ორგანო რუსეთს გარიცხავდა, ანუ დროებით შეუჩერებდა წევრობას, თუმცა აი, რა მოხდა: რუსული ენა ოფიციალურ ენად აქციეს ფიფაში. ეს იქნება დოკუმენტების გადაგზავნისას და ა.შ. ინგლისური, იტალიური, ფრანგული, გერმანული აქამდეც იყო, ახლა კი დამეტათა პორტუგალიური, არაბული და რუსული. რუსეთის ფიფადან გარიცხვის საკითხი არც განუხილავთ....









