ჭდე: ფიფა

Home ფიფა
ბრაზიანი კაცის რელიქვია
ჩანაწერი

ბრაზიანი კაცის რელიქვია

ძალიან დიდი ფიგურაა ჯონ ტერი. წლების მანძილზე უკაპიტნა ლონდონურ „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრებს. მარტო ის რად ღირს, რომ ფიფამ ოთხჯერ შეიყვანა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. ჰოდა, მისტერ ტერი „სტემფორდ ბრიჯზე“ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. ექსკაპიტანმა გასახდელში თავისი ყოფილი კარადა დაიკავა და… მისივე ხელით დაწერილ წერილს გადააწყდა. „ახლოსაც არ ჩაუარო ჩემს კარადას. ყველაზე ბრაზიანი კაცი“. ეს...

ჩანაწერი

ბლატერი ფიფას 80 საათზე უჩივის

დამიბრუნონ ჩემი 80 საათი, ან გადამიხადონ შესაბამისი ფულადი კომპენსაცია – თქვა „ნიუ იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში იოზეფ ბლატერმა. როგორც აღმოჩნდა, ის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში აგროვებდა საათების კოლექციას. რადგან მარტოხელაა, არ უნდოდა კოლექციის დაცვისთვის დამატებითი ხარჯები გაეღო და მას ფიფას ოფისში ინახავდა. პოსტიდან გადადგომის შემდეგ ზეპ ბლატერს პირადი ნივთების წაღების საშუალება არ ჰქონია. მოგვიანებით 120 საათი...

სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა
ჩანაწერი

სიტიმ ახალ მესის დაუმიზნა

„მანჩესტერ სიტი” 20 მილიონ გირვანქად არგენტინული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ყიდვას აპირებს. ლაპარაკია ტიაგო ალმადაზე, რომელსაც ახალ მესის ეძახიან. ალმადა „ველეს სარსფილდში” თამაშობს, „სიტის” კი პრობლემა აქვს — ფიფამ შეიძლება სატრანსფერო ბაზრიდან დროებით მოკვეთოს. ასეთ შემთხვევაში მანკუნიანელები ალმადას ესპანეთში თავიანთ პარტნიორ კლუბს, „ჟირონას” აყიდინებენ. ალმადა ჯერ მხოლოდ 18 წლის არის, მაგრამ სკაუტებმა პეპ გვარდიოლას უთხრეს, რომ...

ორფანჯრიანი ისტორია
ჩანაწერი

ორფანჯრიანი ისტორია

რამდენიმე დღეში „მანჩესტერ სიტის” დასჯიან — ორი სატრანსფერო ფანჯრის გამოტოვება მოუწევს. ეს ცნობა ინგლისურმა პრესამ გაავრცელა. ფიფამ გამოიძია და დარწმუნდა, რომ „ქალაქელთა” კლუბი, ისევე როგორც სხვა ადრე მხილებული კლუბები, წესებს არღვევდა და არასრულწლოვანების გადაბირებას ეწეოდა. სავარაუდოდ, „სიტი” ისევე დაისჯება, როგორც თებერვალში დაისაჯა „ჩელსი”. ფიფას მავანმა თანამშრომელმა „სანს” უთხრა: „ჩვენ „მანჩესტერ სიტის” საქმიანობას დიდი ხანია ვიძიებთ. ახლა...

ჩელსის ორი წლით მოკვეთავენო
ჩანაწერი

ჩელსის ორი წლით მოკვეთავენო

„ჩელსის” ორწლიანი სატრანსფერო დისკვალიფიკაცია ემუქრება. მიზეზი: უცხოელი ბავშვების გადაბირება. ასეთი მკაცრი სასჯელი დასავლეთ ლონდონელებს 18 თვის წინ გაყიდული ფეხბურთელის გამო ელით. „ფუტბოლ ლიკსის” ცნობით ფიფას შესაბამისი სამსახურები „სტემფორდ ბრიჯზე” კიდევ 19 ყმაწვილის უკანონოდ მიყვანის საქმეს იძიებენ. ძიება ჯარ არ დამთავრებულა. საბუთები, რომელთა თანახმად „ლურჯებს” ზემოთ ნახსენები ორწლიანი დისკვალიფიკაცია ელით, ამ ბოლო დროს გააქტიურებულმა „ფუტბოლ ლიკსმა”...