FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს იდეები არ ასვენებს. ჯერ იყო და, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შეფი მონდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეით გამოვიდა, ახლა კი უკვე სამწლიან ციკლზე ფიქრობს.
საქმე ის არის, რომ ინფატინოს თავდაპირველი გეგმა დაუწუნეს. წინააღმდეგი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონფედერაციები წავიდნენ. უარზე იყვნენ ფეხბურთელებიც.
ინფნატინოს ახალი იდეა ასეთია: 3-წლიანი ციკლი მსოფლიოს განახლებული საკლუბო ჩემპიონატით დაიწყება და 24 გუნდი ითამაშებს; მეორე წელს ჩატარდება კონტინენტთა ჩემპიონატები; მესამე წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება…
თუ ასე მოხდა, მაშინ ევროპული ფეხბურთის ბევრი უნდა შეიცვალოს, სხვა შემთხვევაში FIFA-ს მიერ ასე დაწყობილი კალენდარი აირევა…
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 21:29ორი ბრინჯაო მსოფლიოდან
