ახალი ამბავი ფიფადან: რუსეთსა და უკრაინაში მყოფ ლეგიონერეს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ კლუბებთან კონტრაქტების შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ვადა აქამდე 2022 წლის 30 ივნისამდე იყო დათქმული.
„ჩვენ ვეხმარებით ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რომლებიც უკრაინაში არსებული სიტუაციის დროს დაზარალდნენ. თუ უკრაინული და რუსული კლუბები უცხოელებთან 2022 წლის 30 ივნისამდე არ გააფორმებენ ხელშეკრულებას და ეს შეთანხმება წერილობით ფორმაში არ იქნება დარეგისტრირებული, ამ უცხოელებს შეეძლებათ თავისი შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა 2023 წლის 30 ივნისამდე”, – ნათქვამია ფიფას ოფიციალურ განცხადებაში.
ცხადია, რუსეთის ფეხბურთის მამები გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, თუმც სხვა რა გზა აქვთ, ფიფას ვერ გადაახტებიან და ახალ რეგულაციებთან მოუწევთ შეგუება.
ფიფას გადაწყვეტილება, ცხადია, სრულად ეხება ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც ნელ-ნელა რუსეთში ბრუნდებიან.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
