ტრანსგენდერი აქტივისტი ნორი მეი-ვილბი ცურვის საერთაშორისო ფედერაციის მხარეზე დადგა და გამოაცხადა, რომ ტრანსგენდერები ქალთა შეჯიბრებებში არ უნდა მონაწილეობდნენ.
გასულ უქმეებზე, ბუდაპეშტში, ცურვის საერთაშორისო ფედერაციამ მიიღო კანონი, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ელიტურ შეჯიბრებებში მონაწილეობას უკრძალავს. როგორც მოგახსენეთ, ახალ კანონს მხარი დაუჭირა ნორი მეი-ვილბიმ. ეს ადამიანი იმით გახლავთ ცნობილი, რომ თავის დროზე მოიგო ისტორიული სასამართლო დავა, რის წყალობითაც ახალი სამხრეთ უელსის რეესტრში ის გაატარეს როგორც „არც კაცი და არც ქალი”.
შეჯიბრებებში ტრენსგენდერების მონაწილეობის თემა აქტუალური მას მერე გახდა, რაც მავანმა ლია თომასმა თავისუფალი სტილით ცურვაში სტუდენტთა ეროვნული სპორტული ასოციაციის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მეი-ვილბიმ „დეილი მეილ ავსტრალიასთან” ინტერვიუში თქვა: „მე ვაღიარებ სპორტის მმართველი ორგანიზაციების უფლებას, თავიანთ სახეობებს მათთვის სასურველი კანონები დაუწესონ. თუ რეალობაა, რომ ადამიანებს, რომლებმაც სტანდარტული მამაკაცური სქესობრივი მომწიფება გაიარეს სხვებთან შედარებით ფიზიკური უპირატესობა აქვთ, მაშინ სხვებისთვის განცალკევებული შეჯიბრების მოწყობა სამართლიანია”.
გავიმეორებთ, რომ აქტივისტის აზრით ეს უნდა ეხებოდეს არა სახალხო არამედ მხოლოდ და მხოლოდ ელიტურ სპორტს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/08/2026 | 09:35ალისონმა მეოთხე მსაჯს ტაბლო დაუმტვრია
სიახლეები30/08/2026 | 08:06კვერნაძემ და კომპანიამ ფიორენტინას იუბილე ჩაუშხამეს
მთავარი ამბავი30/08/2026 | 07:05ჩემპიონთა ლიგაში ქართული დერბის ვარიანტებია 20 ოქტომბერი და 3 ნოემბერი
აქეთურ-იქითური29/08/2026 | 09:52სილამაზის სალონში ტრანსფერს ადასტურებენ
